უახლესი ამბები
არქივი
პოლიტიკა

„ოცნება` კმაყოფილია, რომ სიტუაციას მარტო მართავს, სხვანაირად კი ერჩივნა, თუმცა, არც ეს არაა ტრაგედია და არც არჩევნების და არც სხვა მიმართულებით დათმობას აპირებს - პაატა ზაქარეიშვილი
კონფლიქტოლოგ პაატა ზაქარეიშვილს მიაჩნია, რომ „ქართული ოცნებისთვის" ოპოზიციის გარეშე მუშაობა დიდ პრობლემას არ წარმოადგენს. მისივე ვარაუდით, თუ სიტუაცია არ შეიცვლება, ხელისუფლება ადგილობრივ არჩევნებზე მარტო გავა.
„რა თქმა უნდა, „ქართული ოცნება" აპირებს, რომ ოპოზიციის გარეშე იფუნქციონიროს, ისინი დემოკრატიის ილუზიის შექმნას ცდილობდნენ, თუმცა არ გამოვიდათ.
როგორც ჩანს, „ოცნება" კმაყოფილია, რომ სიტუაციას მარტო მართავს, სხვანაირად კი ერჩივნა, თუმცა, არც ეს არაა ტრაგედია და არც არჩევნების და არც სხვა მიმართულებით დათმობას აპირებს.
ყველაფერი დამოკიდებულია ხალხზე, თუ საზოგადოებამ ვერ მოახერხა ოცნებაზე ზემოქმედება, „ქართული ოცნება" ადგილობრივი არჩევნებისკენ წავა. ამ შემთხვევაში საპარლამენტო კომისია „ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ გამოიტანს დასკვნას და აკრძალავს. ანუ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას „ნაცმოძრაობა" ვერ მიიღებს.
„ოცნებას" იმედი აქვს, რომ თუ ნაციონალური მოძრაობა არ იქნება, დანარჩენი პოლიტიკური პარტიები ბოიკოტს გამოუცხადებენ ასეთ არჩევნებს, „ოცნება" მარტო იქნება და რამდენიმე სატელიტ პარტიას შეუშვებენ საკრებულოში. მათ არ უნდათ საკრებულოებში ოპოზიციის ყოფნა და მათი ამოცანაც ესაა. ამიტომ პარტიები კარგად უნდა დაფიქრდნენ, აპირებენ თუ არა ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას. ფაქტია, რომ „ოცნება" ამ ეტაპზე დათმობაზე წასვლას და ხელახალი არჩევნების დანიშვნას არ აპირებს."- განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა „რეზონანსთან".
საქართველოს გადარჩენის გზა ერთია – სრული გაერთიანება რეჟიმის წინააღმდეგ! - გიორგი ვაშაძე
9 თებერვალი, 2025 , 15:06

საქართველოში „დიფ სთეითისა“ და USAID-ის აგენტურა მარცხდება, არ იქნება სამართალი, – არ იქნება მშვიდობა! ცეცხლი ოლიგარქიას! - მამუკა მდინარაძე
8 თებერვალი, 2025 , 18:19
გახარიას პარტიის წარმომადგენლები ვერ ელევიან ფულს, პარტიულ დაფინანსებას, სკამებს პარლამენტში, თუმცა მინდა, იმედი დავიტოვო, რომ საქართველოს პარლამენტში ეს 12 „ნაციონალიც“ არ დარჩება - ირაკლი კობახიძე
8 თებერვალი, 2025 , 14:10
ჩვენ უნდა დავუპირისპირდეთ უცხოურ აგენტურას, NGO-ების მეშვეობით რევოლუციების მოწყობის მცდელობას, ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა ქართული სახელმწიფოს და ქართული საზოგადოების წინაშე - ირაკლი კობახიძე
8 თებერვალი, 2025 , 13:54

ავტორიტარული რეჟიმების დამარცხების წარმატებული გამოცდილება არსებობს და სამუშაო და სამკალიც ფრიად არს, დანარჩენი ჩვენზეა - დავით ზურაბიშვილი
8 თებერვალი, 2025 , 09:59

მივდივარ პოლიტიკიდან, ვრჩები აქტიურ მოქალაქედ - თამარ კორძაია
7 თებერვალი, 2025 , 10:08