უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

17 სექტემბერი, 2020 16:00
font-size

“ოცნება“ კოვიდთან მიმართებაში ჟონგლიორობს და ვირუსს სათავისოდ იყენებენ - დავით ჭიჭინაძე

„ოცნება“ მარტში იმასაც გვპირდებოდა, ტურიზმს არაფერი ემუქრება, ყველაფერი კარგად იქნებაო და რა დღეში აღმოჩნდნენ ადამიანები კი ვხედავთ, - აცხადებს პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე და „ოცნების“ ხელისუფლებას კოვიდთან მიმართებაში ჟონგლიორობაში ადანაშაულებს.

„ამ ხელისუფლებას საერთოდ რა გაუკეთებია, რასაც დაგვპირდნენ და ახლა როგორ უნდა ვენდოთ, როდესაც გვპირდებიან, რომ მომავალ წელს თურმე ეკონომიკის 5%-იანი ზრდა გვექნება?! მითუმეტეს, არანაირი გეგმაზომიერი პოლიტიკა არ აქვთ, არც ფინანსებთან, არც ეკონომიკასთან და არც მკურნალობასთან მიმართებაში! ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ხან ეთანხმებიან, ხან არა;

300 ათასმა ადამიანმა სამუშაო ადგილი დაკარგა, ხელისუფლებას კი, 200 ლარიანი კომპენსაციით უნდათ რომ ქვეყანამ იარსებოს; საერთაშორისო დახმარებებით შემოსული თანხები სამუშაო ადგილების შენარჩუნებას კი არ ხმარდება, ეს ფული მოგზაურობს და ხან კოვიდ 19-ის ფონდშია, ხან ბავშვების დახმარების ფონდში, ხანაც 200 ლარიანი დახმარებების... რეალურად კი, არავინ იცის სად გააქრეს;

სუბსიდირებებში ისევ ბანკები ჯდებიან წილში. მოკლედ, “ოცნება“ კოვიდთან მიმართებაში ჟონგლიორობს და ვირუსს სათავისოდ იყენებენ, როგორც საინფორმაციო, ისე მატერიალური თვალსაზრისით. მაგრამ რასაც იბრალებდნენ, კოვიდს მოვერიეთ და მწვანე ზონად დავრჩითო, ეგ მწვანე ზონაც კი ვერ გამოიყენეს ქვეყნის სასიკეთოდ, რადგან ვერც ტურიზმს შეუწყვეს ხელი და 300 ათასი სამუშაო ადგილი ისე გაანადგურეს, ისიც კი არ იციან, რომ სამუშაო ადგილების შექმნას დრო სჭირდება და ეს ფინანსური კრიზისი არ არის, სადაც ფულს ჩაასხამ და ყველაფერი აღდგება,“ - აცხადებს დავით ჭიჭინაძე

არჩევნების სკრუპულოზური მონიტორინგი აუცილებელია იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს ლეგიტიმური არჩევნები - კელი დეგნანი

22 ოქტომბერი, 2020 , 17:30

არჩევნების სკრუპულოზური მონიტორინგი აუცილებელია იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს ლეგიტიმური არჩევნები, რომლის შედეგებსაც ხალხი ენდობა, - ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა განაცხადა. „საერთაშორის

რა იყო ის, რაც გუშინ ვნახეთ?...ბიუჯეტისა და კრიმინალების ჰიბრიდი - მიხეილ სააკაშვილი

22 ოქტომბერი, 2020 , 15:30

საქართველოს სახელმწიფო გაანადგურეს და გუშინ ჩვენ ამაში დავრწმუნდით, - ასე ეხმაურება საქართველოს მესამე პრეზიდენტი ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებს. მიხეილ სააკაშვილი მძევლების აყვანისა და სპეცოპერაციის შესახებ FACEBOOK მი

შსს-ს აქვს უმთავრესი ამოცანა, უმძიმესი დანაშაულის ჩამდენი პირი სასწრაფოდ იყოს დაკავებული - გიორგი გახარია

22 ოქტომბერი, 2020 , 15:30

მიღწეული შედეგი, რომ ჩვენი მოქალაქეების, მძევლების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ექმნება, მხოლოდ პირველი რიგის ამოცანაა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ ს

უამრავი პოლიტიკური სვავი ხეზე შემომჯდარი ელოდება, როდის დაიღვრება სისხლი - გია ვოლსკი

22 ოქტომბერი, 2020 , 15:30

არ გამოვრიცხავ, რომ გარკვეული პოლიტიკურად შეფუთული ბანდიტობები, ტერორისტული აქტები ხდება, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. „შავზე რომ თეთრი თქ

ხელისუფლებამ პოლიტიკური აფილაციები შემოიტანა ისეთ თემაში, სადაც პოლიტიკა საერთოდ არაფერ შუაშია - სერგი კაპანაძე

22 ოქტომბერი, 2020 , 12:55

ხელისუფლებამ პოლიტიკური აფილაციები შემოიტანა ისეთ თემაში, სადაც პოლიტიკა საერთოდ არაფერ შუაშია, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, სერგი კაპანაძემ გუშინ, ზუგდიდში განვ

სისტემა არის სერიოზულ კრიზისში, დაბრუნდა კრიმინალი თავისი მრავალფეროვნებით - რომან გოცირიძე

22 ოქტომბერი, 2020 , 11:45

ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის რომან გოცირიძის შეფასებით, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე განხორციელებული თავდასსხმა მოწმობს, რომ სისტემა სერიოზულ კრიზისშია და ქვეყანაში კრიმინალის შემთხ