უახლესი ამბები
- 18.03.2024 18:24იენს სტოლტენბერგი სალომე ზურაბიშვილს შეხვდა
- 18.03.2024 18:15საქართველოს ბანკის SME ბიზნეს მიმართულებას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს
- 18.03.2024 17:13პარლამენტი მიმდინარე კვირას პრეზიდენტის მიერ წარდგენილ მოტივირებულ შენიშვნებზე იმსჯელებს
- 18.03.2024 17:04იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „საარჩევნო კოდექსში“ განხორციელებულ ცვლილებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს მხარი არ დაუჭირა
არქივი
პოლიტიკა
„ოცნების“ ხელისუფლებას 200 მილიონად მილიონი ამომრჩევლის ხმის ყიდვა უნდა, მერე მილიარდები რომ აკეთოს - დავით ჭიჭინაძე
„ოცნების“ ხელისუფლებას 200 მილიონად მილიონი ამომრჩევლის ხმის ყიდვა უნდა, მერე მილიარდები რომ აკეთოს! - ამის შესახებ „დავით ჭიჭინაძე - ტრიბუნას" ლიდერი, დავით ჭიჭინაძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი განცხადებით, ხალხი არ დაუშვებს საკუთარი ძალაუფლების მოპარვას, რადგან 31 ოქტომბერს ძალაუფლება ხალხის ხელში იქნება.
„დღეში 15 თეთრად შეაფასეს მათ ადამიანების ოცნება და ცხოვრება, მაგრამ ის ვერ გათვალეს, რომ ქართველ ხალხს ვერ მოისყიდიან! ნიღბები გაუკეთეს ადამიანებს, მაგრამ ვერავის დაამუნჯებენ, არ გამოუვათ! დემაგოგ ექიმებს ალაპარაკებენ, მაგრამ ერთი ჰკითხოს ვინმემ თუნდაც გამყრელიძეს, მაგის შვილი ხელებს არ იბანდა და იმიტომ დაემართა კორონა?! მოკლედ, კორონა იყო მათი მამა- მარჩენალი ეს თვეები, ეს იყო მათი "წარმატება" და ესეც დაკარგეს! და დღეს ხალხი არ დაუშვებს საკუთარი ძალაუფლების მოპარვას, რადგან 31 ოქტომბერს ძალაუფლება ხალხის ხელში იქნება! ამიტომ მოგიწოდებთ, ჩემო მეგობრებო, მოგიწოდებთ ყველას, მობრძანდით 31 ოქტომბერს არჩევნებზე, მხარი დაუჭირეთ „ტრიბუნას“ და ამით მხარი დაუჭირეთ სახალხო სასამართლოს. რადგან როდესაც ჩვენ ვამბობთ სახალხო ტრიბუნიდან - სახალხო ტრიბუნალამდე - კი არ ვხუმრობთ, ამ ქვეყანას სწორედ რომ სახალხო ტრიბუნალი სჭირდება! სწორედ ხალხმა უნდა მიიღოს განაჩენის გამოტანის უფლება”,-აღნიშნავს ჭიჭინაძე.
ის ამომრჩევლებს მოუწოდებს მხარი „ტრიბუნას“ დაუჭირონ, რადგან ესაა ძალა, რომელიც ხალხს ფინანსური ბორკილებისგან გაათავისუფლებს.
„სწორედ ჩვენ ვართ ის გუნდი, რომელიც ქვეყანას იმ ახალ ეკონომიკურ მოდელს შესთავაზებს, რომელზეც არცერთი პოლიტიკური ძალა არ საუბრობს. ეს არის სოლიდარული ეკონომიკა, გვერდში მდგომი , ადამიანების გაერთიანებისკენ მიმართული ეკონომიკა და არა კონკურენცია, ურთიერთჩაგვრა და ურთიერთძარცვა. მოგიწოდებთ ყველა გავერთიანდეთ, რადგან სწორედ გვერდში დგომით შევძლებთ დავირაზმოთ და გავყაროთ ყველა, ვინც მხოლოდ ძარცვაზე იყო მომართული ბოლო 30 წელი. ერთად დავდგეთ და ერთად დავიბრუნოთ მოპარული საქართველო, ჩვენ შვილებს ამ ქვეყნიდან გაქცევა რომ აღარ მოუნდეთ და წასულებიც უკან დაბრუნდნენ. და მინდა მივმართო ჩვენს ემიგრანტებს. თქვენ ხართ საქართველოს სახე გარეთ. მინდა რომ იყოთ ძალიან წარმატებულები და თუ დღეს თქვენ უჭერთ მხარს ქვეყანას ეკონომიკურად, ისეთი ძლიერები უნდა ვიყოთ ერთად, რომ თქვენ მანდ თქვენი ქართველობით ამაყობდეთ! კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, მობრძანდით და დაუჭირეთ მხარი „ტრიბუნას“, რადგან ჩვენ ის ძალა ვართ, რომელიც ყოველთვის ხალხის გვერდით იქნება”,-წერს დავით ჭიჭინაძე.