უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

17 ოქტომბერი, 2020 17:00
font-size

„ოცნების“ მითითებები სამარცხვინოა - ზაალ უდუმაშვილი

პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა ბათუმში პარტიის მიერ ორგანიზებულ აქციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ აქციაზე ძალიან ბევრი ადამიანი იმყოფებოდა, რამაც ლოჯისტიკაში პრობლემები შექმნა, ბევრ მათგანს არ ეკეთა პირბადე, შესაბამისად, რთული აღმოჩნდა მათი კონტროლი.

ზაალ უდუმაშვილის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მომავალში დაგეგმილი აქციები ბევრად უფრო ორგანიზებული იქნება.

„მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზატორები მზად იყვნენ ბათუმში, ჩვენ ნამდვილად არ ველოდით ხალხის ამხელა ნაკადს. თერმოსკირნინგის აპარატები იყო, ასევე პირბადეები რომელიც რიგდებოდა, მაგრამ, ხალხის ძალიან დიდი ნაკადი მოვიდა, ამიტომ შეიქმნა გარკვეული პრობლემები ლოჯისტიკაში.

მიუხედავად იმისა, რომ 5000-მდე პირბადე იყო დარიგებული, ეს არ აღმოჩნდა საკმარისი. ძალიან ბევრ ადამიანს არ ეკეთა პირბადე და ხალხის დიდი ნაკადიდან გამომდინარე, შეუძლებელი გახდა ყველა ადამიანთან მისვლა და მათი გაფრთხილება. მაგრამ, ბათუმმა გარკვეულწილად დაგვანახა, რომ შემდგომ აქციებზე ჩვენ ბევრად უფრო ორგანიზებულები ვიქნებით, რათა არ გაჩნდეს კითხვები ჩვენ აქციებთან დაკავშირებით.

ყველამ უნდა გავითვალისწინოთ რომ „ქართული ოცნების“ დამარცხების გარეშე ამ ქვეყანაში ვერც კორონავირუსს ვერ დავამარცხებთ და ვერც ძალიან სწრაფ ცვლილებებს დავიწყებთ, რომელმაც ეს ქვეყანა ფეხზე უნდა წამოაყენოს“,-განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ მითითებები გუშინდელ აქციაზე სამარცხვინო იყო, ვინაიდან პანდემიის ფონზე მათ არაერთი მასობრივი შეკრება მოაწყვეს.

„სამარცხვინოა „ქართული ოცნების“ მითითებები გუშინდელ აქციაზე იმ ფონზე, რომ ჩვენ „ქართული ოცნების“ ორგანიზებით არაერთი ასეთი მასობრივი შეკრება ვნახეთ. თუნდაც ივნისში, რაც ხდებოდა კიკვიძის ბაღში. ასევე, გავიხსენოთ მთელი ზაფხულის განმავლობაში რა ხდებოდა ბიძინა ივანიშვილის ე.წ. დენდროლოგიურ პარკში, სადაც ასეულობით ადამიანი მიჰყავდათ ყოველდღე წესების დაცვის გარეშე“,-განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

შეგახსენებთ, გუშინ , ბათუმში „ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებმა მსვლელობა და აქცია გამართეს.

“მზად ვართ განსხვავებული აზრისა და კრიტიკის მოსმენისთვის, თუმცა ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია სიცრუის, სიძულვილისა და შეურაცხყოფის ტირაჟირება” - საპატრიარქო დავით გარეჯის საკითხზე გავრცელებულ პეტიციას ეხმიანება

31 ოქტომბერი, 2020 , 10:20

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ დავით გარეჯის საკითხის შესახებ გაკეთებულ პეტიციას ეხმიანება. „21 ოქტომბერს არასამთავრობო ორგანიზაციათა ნაწილი

კოალიციას გამოვრიცხავთ, აბსოლუტური უმრავლესობით არა, უმრავლესობით მოვალთ - ბიძინა ივანიშვილი

31 ოქტომბერი, 2020 , 10:20

„კოალიციას გამოვრიცხავთ, აბსოლუტური უმრავლესობით არა, უმრავლესობით მოვალთ, სოლიდურით“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა საარჩევნო უბნის დატოვების შემდეგ განაცხადა, სა

მიიღეთ მონაწილეობა არჩევნებში, რათა გამოვლინდეს უმრავლესობის ნება და თითოეული თქვენგანი სწორი გადაწყვეტილებით დაეხმაროს სამშობლოს - ილია მეორე

31 ოქტომბერი, 2020 , 10:20

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მიმართვას ავრცელებს, სადაც მოქალქეებს არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს. „საქართველოს ეკლესიის სასულიერო პირებს, მრევლს, საქართველოს მოსახლეობას 31 ოქტომბერს სა

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

31 ოქტომბერი, 2020 , 10:20

საქართველოში მეათე მოწვევის პარლამენტის არჩევნები მიმდინარეობს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის 3 526 023 ამომრჩეველია რეგისტრირებული. მათ შორის საზღვარგარეთ – 14 17

ნუ შეგეშინდებათ, არჩევნებზე კორონავირუსით დაინფიცირების რისკი მინიმალურია - ამირან გამყრელიძე

31 ოქტომბერი, 2020 , 10:20

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ 31 ოქტომბერს არჩევნებზე მისვლა უსაფრთხო იქნება და კორონავირუსით დაინფიცირების რისკი მინიმალურია.  "დამერწმუნეთ, რომ ძალიან სერიოზული

ჯანდაცვის სამინისტროში „ცენტრალური ონლაინ კლინიკა“ ამოქმედდა

31 ოქტომბერი, 2020 , 10:20

COVID-19 დიაგნოზის მქონე პაციენტების და ასევე, მათთან კონტაქტში ან თვითიზოლაციაში მყოფი პირების ბინაზე მეთვალყურეობის მიზნით, მართვის ცენტრალიზებული მექანიზმი, ე.წ. „ცენტრალური ონლაინ კლინიკა“ ამოქმედდა, რომე