უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

8 თებერვალი, 2025 12:00
font-size

“ოცნების ქალაქის“ პროექტი სრულფასოვანი საცხოვრებელი გარემოს შექმნას გულისხმობს, იგეგმება სკოლის, საბავშვო ბაღის, რეკრეაციული ზონების და სხვა ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობა ჩვენი თანამოქალაქეებისთვის - ირაკლი კობახიძე

“ოცნების ქალაქის“ პროექტი არ არის მხოლოდ საცხოვრებელი კორპუსები, ჩვენს თანამოქალაქეებს სჭირდებათ სრულფასოვანი საცხოვრებელი გარემო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბათუმში განაცხადა, სადაც “ოცნების ქალაქის“ მშენებლობის საფუძვლის ჩაყრასთან დაკავშირებით სიმბოლური კაფსულის ჩაგდების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ამ პროექტის განხორციელება სწორედ ამ გარემოს შექმნასთან არის დაკავშირებული.

„ახალ ეტაპზე ასევე იგეგმება სკოლის, საბავშვო ბაღის, რეკრეაციული ზონების და სხვა ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობა, რომლითაც თქვენ, ჩვენი თანამოქალაქეები ისარგებლებთ.

ეს პროექტი ასევე ბათუმის განვითარებაში შეიტანს ძალიან მნიშვნელოვან წვლილს, გაჩნდება ახალი საცხოვრებელი ფართები, სკოლა, ბაღი და სხვა ობიექტები. ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს ქალაქის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას და რა თქმა უბდა, საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს ქალაქის ეკონომიკის განვითარებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. ამ თვალსაზრისითაც არის ეს პროექტი მნიშვნელოვანი.

მინდა ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, რომელიც იყო ჩართული პროექტის პირველი ფაზის წარმატებით განხორციელებაში, მადლობა პროექტის ავტორებსა და არქიტექტორებს, რომელთა პროფესიონალიზმი აისახა ამ პროექტის წარმატებაში, ასევე, მადლობა მშენებლებს, ინჟინრებს, ტექნიკურ პერსონალს - ყველას, ვინც ძალისხმევა არ დაიშურა იმისათვის, რომ პროექტის პირველი ფაზა წარმატებით დასრულებულიყო. რა თქმა უნდა, განსაკუთრებული მადლობა კიდევ ერთხელ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებას და დარწმუნებული ვარ, რომ პროექტის მეორე ფაზა ასეთივე წარმატებით განხორციელდება. ყველას მინდა მოგილოცოთ დღევანდელი დღე. 2028 წელს დასრულდება პროექტის მეორე ფაზა და ყველას წინასწარ გილოცავთ ამ მნიშვნელოვანი საქმის დაწყებას“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

პარლამენტის წინ გაშლილ კარავში ხანძარი გაჩნდა, ხანძრის ფაქტზე კი გამოძიება დაიწყო - შსს

12 მარტი, 2026 , 15:45

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 12 მარტს, პარლამენტის წინ გაშლილ კარავში ხანძარი გაჩნდა, ხანძრის ფაქტზე კი გამოძიება დაიწყო. უწყების ცნობით, ფაქტის შემსწრე აქტივისტების გადმოცემით, ღამის განმავლობაში იმყოფებოდნე

ლილოს თავშესაფარი ამ დროისთვის 116 ბენეფიციარს ემსახურება, რომელსაც ერთდროულად 240 ბენეფიციარის მიღების შესაძლებლობა აქვს - კახა კალაძე

11 მარტი, 2026 , 13:33

ლილოს მუნიციპალურ თავშესაფარში ამ დროისთვის 116 მიუსაფარი პირი ცხოვრობს, თუმცა მას 240 ბენეფიციარის მიღების შესაძლებლობა აქვს. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, მოქალაქეს თ

ვარკეთილის მე-4 მიკრორაიონში ახალი რეკრეაციული სივრცე მოეწყობა

11 მარტი, 2026 , 13:28

ვარკეთილის მე-2 მიკრორაიონში, 15-მდე უსახური ავტოფარეხისა და უკანონო ნაგებობის ადგილზე რეკრეაციული სივრცე მოეწყობა, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მეტროსადგური „ვარკეთილი“ 16 მარტიდან მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში, 06:00-დან 00:00 საათამდე მოემსახურება

11 მარტი, 2026 , 13:16

მეტროსადგურ „ვარკეთილში“ მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების ძირითადი ნაწილი დასრულებულია, რის შედეგადაც სადგური 16 მარტიდან მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში, 06:00-დან 00:00 საათამდე მოემსახურება. ინფორმაციას თბილის

`დაიცავი განათლება` - თბილისში დღეს აქცია გაიმართება

9 მარტი, 2026 , 11:36

“დაიცავი განათლება” –  დღეს თბილისში აქცია ჩაინიშნა. ქუჩებში სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები გამოვლენ. მსვლელობა 17:00 საათზე ილიას უნივერსიტეტიდან განათლების სამინისტრომდე გაიმ

საქართველოს ბანკის საგაზაფხულო შეთავაზებები

6 მარტი, 2026 , 18:21

საქართველოს ბანკი ერთგული მომხმარებლების წახალისებას აგრძელებს და  ლოიალურობის პროგრამის ფარგლებში, მათ საგაზაფხულო შეთავაზებები მოუმზადა. შეთავაზების ფარგლებში, ჩამოთვლილ მაღაზიებში საქართველოს ბანკის სხვადასხვა ბა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი