უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

20 მაისი, 2019 13:45
font-size

ოზურგეთში, 16 წლის ასაკს მიუღწეველთან გარყვნილ ქმედებასა და თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებულს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან გარყვნილ ქმედებასა და თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებული მ. თ. დამნაშავედ ცნო.

როგორც „მედიანიუსს“ გენერალური პროკურატურიდან აცნობეს, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ მ.თ.-მ 2018 წლის მარტში სოციალური ქსელით არასრულწლოვანი გოგონა გაიცნო, რომელსაც სოციალურ ქსელ FACEBOOK-ის პირად პროფილზე შიშველი ფოტოები გადააგზავნინა, შემდეგ კი არასრულწლოვანთან გარყვნილი ქმედება განახორციელა. ასევე მ.თ.-ს მოთხოვნით გოგონამ ინტიმური ფოტო-ვიდეო ფაილები გადაიღო და მ.თ-ს გადაუგზავნა.

მათივე ინფორმაციით, 2018 წლის აგვისტოში მ.თ. სოციალური ქსელით ისევ დაუკავშირდა არასრულწლოვანს და მუქარით და იძულებით ინტიმური ხასიათის ვიდეოს გადაღება მოსთხოვა. მ.თ.-ს მხრიდან განხორციელებული მუქარის, სასტიკი მოპყრობის, მისი პატივის და ღირსების სისტემატური დამცირების გამო არასრულწლოვანმა გოგონამ 2018 წლის 15 აგვისტოს საცხოვრებელი სახლის აივანზე თავი ჩამოიხრჩო.

„სამართალდამცველებმა მ.თ. 2018 წლის 17 აგვისტოს ქ.ოზურგეთში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის პირველი ნაწილით (თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან გარყვნილი ქმედება) და 115-ე მუხლით (თვითმკვლელობამდე მიყვანა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ მ.თ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული ხუთივე პირი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა

21 სექტემბერი, 2019 , 16:43

ბათუმის საქალაქო სასამართლომ პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული ხუთივე პირი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. გირაოს თანხა თითოეულ ბრალდებულზე 25 ათას ლარს შეადგენს. პროკურატურა მათ წინასწარ პატიმრობაში დატოვებას ითხოვდა. შე

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მაღაზია ”ზუმერის” გაქურდვის ფაქტი გახსნა - დაკავებულია ორი პირი

21 სექტემბერი, 2019 , 11:25

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ბრალდებით

პრეზიდენტის ადმინისტრაცია შეწყალების ფაქტებზე გამოძიების დაწყების შესახებ პროკურატურის გადაწყვეტილებას მიესალმება

20 სექტემბერი, 2019 , 15:10

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია პრეზიდენტის მიერ მსჯავრდებულების შეწყალების ფაქტებზე გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით გენერალური პროკურატურის გადაწყვეტილებას მიესალმება. ამის შესახებ ადმინისტრაციის განცხადებაშია

გენერალურმა პროკურატურამ პატიმრების შეწყალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

20 სექტემბერი, 2019 , 15:03

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ პატიმრების შეწყალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. როგორც გენერალური პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი, გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძ

ირაკლი ოქრუაშვილი სასამართლო პროცესს პროტესტის ნიშნად არ ესწრება

19 სექტემბერი, 2019 , 17:05

თბილისის საქალაქო სასამართლოში, "გამარჯვებული საქართველო"-ს ლიდერის და მასთან ერთად დაკავებული 2 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. ირაკლი ოქრუაშვილი პროცესს პროტესტის ნიშნად არ ესწრება. როგორც სხდომის დაწყების წინ,

სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა

19 სექტემბერი, 2019 , 17:05

თბილისის საქალაქო სასამართლომ 20-21 ივნისის აქციების მოვლენების გამო დაკავებული ირაკლი ოქრუაშვილი, თორნიკე დათაშვილი და გიორგი ჯავახიშვილი პატიმრობაში დატოვა. დღევანდელ სასამართლო სხდომაზე, სადაც აღკვეთის ღონისძიების გად

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს