უკან
უახლესი ამბები
არქივი
რეგიონები
13 თებერვალი, 2017 12:00
ოზურგეთში 40 წლამდე მამაკაცი დაჭრეს
ოზურგეთის რაიონის სოფელ დვაზბუში 40 წლამდე მამაკაცი ცეცხსასროლი იარაღით დაჭრეს.
მას რამდენიმე ტყვია აქვს მოხვედრილი.
დაშავებული ოზურგეთის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმების შეფასებით, მისი მდგომარეობა ამ დროისათვის სტაბილურად მძიმეა.
საქმეზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს.
ნინო ექვთიმიშვილი