უახლესი ამბები
- 23.01.2021 10:00ანონსი - 23.01.21
- 23.01.2021 10:00დღის კალენდარი _ 23 იანვარი
არქივი
რეგიონები


ოზურგეთში მამამ შვილი დაჭრა
ოზურგეთში მამამ შვილი დაჭრა. მომხდართან დაკავშირებით ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1954 წელს დაბადებული ა.ბ., ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს.
,,მის მიერ ჩადენილი დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შსს-ში აცხადებენ, რომ გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კონჭკათში, საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, შვილს - 1978 წელს დაბადებულ გ.ბ. ცივი იარაღით ორი ჭრილობა მიაყენა. ამ დროისთვის მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
სამართალდამცველებმა ა.ბ. მომხდარიდან 1 საათში, შემთხვევის ადგილზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.
უწყების ცნობით, დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება სიცოცხლისთვის სახიფათო ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს“, - აცხადებენ შსს-ში.
ნინო ექვთიმიშვილი

ძალაში რჩება სათხილამურო კურორტებზე დაწესებული შეზღუდვები - მაია ცქიტიშვილი
22 იანვარი, 2021 , 14:29

აჭარაში, 1 თებერვლიდან, დაშვებული იქნება კვების ობიექტებში, გარე სივრცეებში სტუმრების მიღება - მაია ცქიტიშვილი
22 იანვარი, 2021 , 14:10

გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია
21 იანვარი, 2021 , 14:20

გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზის გარკვეულ მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
21 იანვარი, 2021 , 10:30

კახეთის 10 დასახლებაში მიწის სისტემური რეგისტრაციის საკადასტრო სამუშაოები დაიწყო
18 იანვარი, 2021 , 15:20

ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
18 იანვარი, 2021 , 13:13