უკან
უახლესი ამბები
არქივი
რეგიონები
17 სექტემბერი, 2018 15:20
ოზურგეთში ტოტალიზატორში 56 წლის მამაკაცი გარდაიცვალა
ოზურგეთში, ტოტალიზატორ „ევროპაბეთის“ ფილიალში მამაკაცი გარდაიცვალა. წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი გულის შეტევა გახდა.
ცხედარი ექსპერტიზაზე უკვე გადაასვენეს.
როგორც ინციდენტის დროს ტოტალიზატორში მყოფი პირები ამბობენ, ადგილზე სასწრაფო დახმარების ექიმები მივიდნენ, თუმცა მამაკაცი მედიკოსებს უკვე გარდაცვლილი დახვდათ.
გარდაცვლილი 56 წლის მამაკაცი სოფელ შემოქმედის მკვიდრი იყო.