უახლესი ამბები
არქივი
ძებნა
ანონსები
რეგიონები
ოზურგეთში ავარია მსხვერპლით დასრულდა 09.07.2012 10:48

ოზურგეთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა ქალი დაიღუპა.

ერთ-ერთი ვერსიით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმაროჩლა და ხუთმეტრიან ხრამში გადავარდა.

28 წლის ინდირა ნათიძეს გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

,,ტრავმა სიცოცხლესთან შეუთავსებელი იყო. ოპერაციამ გასტანა ორ საათს, მაგრამ მაინც დაფიქსირდა გულის გაჩერება ანუ სიკვდილი“, _ განაცხადა ოზურგეთის საავადმყოფოს ექიმმა ილია დოლიძემ.

მანქანაში მსხდომმა ოთხმა მგზავრმა მსუბუქი დაზიანებები მიიღო. ისინი კლინიკიდან მალევე გაწერეს.

ავარიის მიზეზების დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.