უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

1 დეკემბერი, 2023 16:38
font-size

სკოლის მოსწავლეების მხარდასაჭერად საქართველოს ბანკი შეხვედრების სერიას - „STEM განათლება მომავლისთვის“ ახორციელებს

საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს - STEM მიმართულებით ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლების, მომავლის პროფესიების პოპულარიზაციისა და მოსწავლეებისთვის მათი პოტენციალის გამოვლენის ხელშეწყობის მიზნით, ბანკი შეხვედრების სერიას „STEM განათლება მომავლისთვის“ ახორციელებს,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ბანკი ავრცელებს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ინიციატივის ფარგლებში, საქართველოს ხუთ დიდ ქალაქში - ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდში, თელავსა და თბილისში სკოლის მოსწავლეებთან STEM მეცნიერების შესახებ შეხვედრები გაიმართა.

„შეხვედრაზე სპიკერები ახალგაზრდებს STEM მეცნიერების მნიშვნელობის, თანამედროვე სამყაროში მისი გამოყენების შესაძლებლობების და STEM ოლიმპიადის შესახებ ესაუბრებოდნენ. შეხვედრის ფარგლებში მოსწავლეები ესწრებოდნენ მასტერკლასებს, სადაც STEM სკოლის მასწავლებლები ბავშვებს STEM პროექტებს აცნობდნენ და მათი შექმნის სპეციფიკაზე ესაუბრებოდნენ. ამასთან, ახალგაზრდებისთვის გაიმართა სახალისო შემეცნებითი თამაშები, გამარჯვებულებს კი მიკროკონტროლერი Arduino გადაეცათ, რომელიც შესაძლებლობას აძლევს მათ, საკუთარი STEM იდეები რეალობად აქციონ.

სპიკერებს შორის იყვნენ ჯუანშერ ჯეჯელავა - ილიაუნის ასოცირებული პროფესორი; დემეტრე ფიფია - Google-ის თანამშრომელი; გუგა ბურდული - საქართველოს ბანკის მონაცემთა უფროსი მეცნიერი, ფიქრია ელიზარაშვილი - ელექტრული სისტემების ინჟინერი და გიორგი ლომიძე - კომაროვის სკოლის ფიზიკის მიმართულების ხელმძღვანელი.

შეხვედრებში მონაწილეობა 500-მდე მოსწავლემ მიიღო.

რა არის STEM ოლიმპიადა? STEM მიმართულებით ახალგაზრდებში ინტერესის გაღრმავების, ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების პოპულარიზაციის ხელშეწყობის მიზნით, „საქართველოს ბანკი“ კომაროვის სკოლასთან ერთად STEM ოლიმპიადას ახორციელებს.

ოლიმპიადა ინფორმატიკის, ფიზიკისა და მათემატიკის მიმართულებით 19 იანვარს დაიწყება და მასში მონაწილეობას VII-XI კლასის მოსწავლეებისგან დაკომპლექტებული 100 გუნდი მიიღებს. ამისათვის, თითოეულმა სკოლამ ოლიმპიადაზე ექვსი წევრისგან დაკომპლექტებული, ერთი გუნდი და მენტორი უნდა წარადგინოს.

STEM ოლიმპიადაზე რეგისტრაცია 3 დეკემბერს დასრულდება. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და ოლიმპიადაზე რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს.“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

იარე ასე ამაყად, ეს დროშა მუდამ მაღლა გეჭიროს! – პრეზიდენტი

19 აპრილი, 2024 , 15:56

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც აქციის მონაწილე ახალგაზრდა საქართველოს დროშით მოაბიჯებს და წერს: “მომავლის და საკუთარი თავის, რომ სჯერა ადამიანს, მისთვის  შეუძ

20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი

19 აპრილი, 2024 , 15:14

გარემოს ეროვნული სააგენტო 20-22 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სინოპტიკოსების ცნობით, 20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 20

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

კარგი გულიანი ნაცემი ვარ - ალეკო ელისაშვილი

18 აპრილი, 2024 , 13:06

პარტია „მოქალაქეების" ლიდერის, დეპუტატ ალეკო ელისაშვილის განცხადებით, „გულიანი ნაცემია", მათ შორის აქვს ნეკნის მოტეხილობა. მთავრობის ადმინისტრაციასთან წუხელ გამართულ აქციაზე განვითარებული მოვლენების

თბილისში ავარიული საცხოვრებელი კორპუსები კიდევ ორ მისამართზე ჩანაცვლდება

17 აპრილი, 2024 , 13:38

თბილისის მუნიციპალიტეტი ავარიული სახლების სრულ დემონტაჟს კიდევ ორ მისამართზე განახორციელებს და მათ ნაცვლად, თანამედროვე სტანდარტების მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებს ააშენებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა

პირდაპირ ჩემ სახეზე გაატარეთ აწი ევროპა - აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი

17 აპრილი, 2024 , 12:14

16 აპრილს პარლამენტთან აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც ჩანს დაშლის დროს რა დაზიანებები მიიღო. ის ამჟამად ბოკერიას სახელობის კლინიკაშია მოთავსებული. გთავაზობთ პოსტს უცვლელად:

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი