უახლესი ამბები
არქივი
ძებნა
ანონსები
რეგიონები
ოზურგეთში პოლიტიკური კოალიცია `ქართული ოცნების` აქცია გაიმართება 16.06.2012 15:25

ხვალ, 17 ივნისს, 19:00 საათზე ოზურგეთში პოლიტიკური კოალიცია "ქართული ოცნების" აქცია გაიმართება. აქციაში კოალიციის ყველა ლიდერი მიიღებს მონაწილეობას.

"მედიანიუსთან" საუბარში გურიაში კოალიციის წარმომადგნელმა დავით ბერძენიშვილმა განაცხადა, რომ გურიაში მცხოვრები მოსახლეობის რაოდენობის პროპორციის თვალსაზრისით, ოზურგეთის აქცია უფრო მასშტაბური იქნება, ვიდრე ქუთაისში გამართული დემონსტრაცია.

კოალიციაში იმედოვნებენ, რომ ოზურგეთში დაგეგმილი აქცია ინციდენტების გარეშე ჩაივლის. "ქართული ოცნების" დემონსტრაცია ოზურგეთის დრამატული თეატრის წინ გაიმართება.