უკან
უახლესი ამბები
- 19.04.2024 14:26ძალიან ვწუხვარ ბატონი ალეკოს თემაზე, ძალიან ცუდი ფაქტია, რაც მოხდა, თუმცა რა მოხდა რეალურად, დაველოდოთ გამოძიებას - ვახტაგ გომელუარი
- 19.04.2024 12:06საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა გარკვეული ჯგუფი, 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავდა დესტაბილიზაციას და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანი ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა იყო - სუს-ის ანგარიში
- 19.04.2024 11:50დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ბრალდებულები სასამართლომ დამნაშავედ ცნო
არქივი
სამართალი
11 დეკემბერი, 2017 14:55
პაატა ბურჭულაძე მთავარ პროკურატურაში დაიბარეს
ფონდ „იავნანას“ დამფუძნებელი პაატა ბურჭულაძე მთავარ პროკურატურაში დაიბარეს.
პროკურატურის პრესსამსახურის უფროსის, ნათია სუხიაშვილის განცხადებით, ბურჭულაძის გამოკითხვაზე დაბარება ფონდის მიერ დიდი ოდენობით თანხის მითვისება-გაფლანგვის ფაქტს უკავშირდება.
მისი ინფორმაციით, პაატა ბურჭულაძე საქართველოს მთავარ პროკურატურაში მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე, 2017 წლის 13 დეკემბერს, მოწმის სახით გამოსაკითხადაა გამოძახებული.
,,საქმე ეხება ფონდის დიდი ოდენობით თანხის სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, შესაძლო მითვისება-გაფლანგვის ფაქტს. უწყება პირის მოწმის სახით გამოძახების შესახებ, პაატა ბურჭულაძის ოჯახის წევრს ჩაბარდა დღეს 11 დეკემბერს“, - აცხადებენ პროკურატურაში.