უკან
პოლიტიკა
14 დეკემბერი, 2016 16:35
პაატა ბურჭულაძე საოპერო კარიერას უბრუნდება
პაატა ბურჭულაძემ საკუთარი პარტია „სახელმწიფო ხალხისთვის“ დატოვა. პარტიის უკვე ყოფილი ლიდერი სცენას უბრუნდება.
საკუთარი გადაწყვეტილება ბურჭულაძემ საზოგადოებას ჭადრაკის სასახლეში ამცნო, სადაც პარტიის ყრილობა გაიმართა.
პაატა ბურჭულაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ უცხოეთში მიემგზავრება და საერთაშორისო კარიერას უბრუნდება.
პარტიის პოლიტიკური ლიდერობა კი, მან 24 წლის ნიკა მაჭუტაძეს გადააბარა.
,,სახელმწიფო ხალისათვის’’ ახალი თავმჯდომარე პოლიტიკის მეცნიერებათა მკვლევარია.
ნინო ექვთიმიშვილი