უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

21 სექტემბერი, 2020 15:30
font-size

პაატა ბურჭულაძე საქართველოს გენერალურ პროკურორს მიმართავს, დახუროს ფონდ „იავნანას“ წინააღმდეგ აღძრული საქმე

ფონდ „იავნანას“ დამფუძნებელი პაატა ბურჭულაძე საქართველოს გენერალურ პროკურორს ირაკლი შოთაძეს მიმართავს, დახუროს ფონდ „იავნანას“ წინააღმდეგ აღძრული საქმე.

როგორც პაატა ბურჭულაძე წერილში აღნიშნავს, საერთაშორისო ორგანიზაციები და არტისტთა სააგენტოები თავს იკავებენ იმ ფონდთან თანამშრომლობისგან, რომლის წინააღმდეგაც სისხლის სამართლის საქმე მიმდინარეობს.

„გუშინ, 20 სექტემბერს გავიდა ზუსტად 3 წელი, რაც საქართველოს პროკურატურამ საქმე აღძრა ფონდ „იავნანას“ წინააღმდეგ. მოგმართავთ შეკითხვით, რას ელოდებით, რატომ არ ხურავთ ამ სამარცხვინო და მავნებლურ საქმეს?

შეგახსენებთ, რომ თქვენი უწყების მიერ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატისთვის გაგზავნილ ოფიციალურ დოკუმენტში (#13/69583) აღნიშნულია, რომ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების მიუხედავად, სამი წლის მანძილზე ფონდ „იავნანას“ საქმეში დაზარალებულად ან ბრალდებულად არ არის ცნობილი რომელიმე კონკრეტული პირი.

საქართველოში ალბათ, არ დარჩა ადამიანი, ვინც ვერ ხვდება, რომ პირად მტრობასა და სიძულვილზე დაფუძნებული ეს ბოროტმოქმედება მხოლოდ ჩემს დისკრედიტაციას ისახავდა მიზნად, რაშიც იარაღად გამოიყენეს საქველმოქმედო ფონდი. აქვე შეგახსენებთ, რომ ფონდი „იავნანა“ მხოლოდ ჩემს მიერ არ ყოფილა შექმნილი, მის შენებაში დიდი წვლილი შეიტანეს საერთაშორისო და ქართველმა არტისტებმა, ორგანიზაციებმა, ბიზნესმენებმა, საქართველოს მოქალაქეებმა. დღეს ყველა მათგანი თქვენგან ელოდება იმავე პასუხს - თუკი სამი წლის მანძილზე ვერაფერი საეჭვო ვერ აღმოაჩინეთ ფონდის საქმიანობაში, რატომ არ ეუბნებით საზოგადოებას სიმართლეს და რატომ არ ხურავთ ამ მავნებლურ საქმეს? თან მაშინ, როდესაც ხედავთ რომ მსოფლიო პანდემიით გამოწვეული კრიზისის ფონზე საქართველოში კიდევ უფრო გაუარესდა სოციალური მდგომარეობა და კიდევ უფრო მეტი ოჯახი საჭიროებს გადაუდებელ დახმარებას.

ბოლო პერიოდში ჩემი უცხოელი მეგობრებისა და კოლეგების თანადგომით არაერთი შემოთავაზება მივიღე საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთობლივი სოციალური და კულტურული პროექტების განხორციელების თაობაზე, მაგრამ ყველა ჯერზე წავაწყდი ერთიდაიგივე წინააღმდეგობას: საერთაშორისო ორგანიზაციები და არტისტთა სააგენტოები თავს იკავებენ იმ ფონდთან თანამშრომლობისგან, რომლის წინააღმდეგაც მიმდინარეობს სისხლის სამარათლის საქმე. მითხარით, ვინ პოულობს სარგებელს ამ ქვეყნისთვის დამაზიანებელ საქმეში?

ფონდ „იავნანას“ მორალური და მატერიალური დარბევის შედეგად, საქართველოში ჩრდილი მიადგა მთლიანად ქველმოქმედების იდეას, აღარავის აქვს სურვილი განახორციელოს მასშტაბური კულტურული და სოციალური აქციები. ზიანი მიადგა ქვეყნის იმიჯს, საერთაშორისო მნიშველობის არტისტები, რომლებიც მანამდე სრულიად უანგაროდ ჩამოდიოდნენ ქართველი ბავშვების დასახმარებლად დღეს თავს იკავებენ და ელოდებიან როდის გაირკვევა სიმართლე. ყველაზე მთავარი კი არის ის, რომ დახმარებას ვეღარ იღებენ სოციალურად დაუცველი ოჯახები და ფონდის სხვა ბენეფიციარები, რომლებიც მოგვმართავენ თანადგომის იმედით.

ბატონო ირაკლი, თქვენ ალბათ, ჩემზე უკეთ იცით უკვე, რომ რამდენი წელიც არ უნდა ეძებოთ, ფონდ „იავნანაში“ ადამიანებისთვის გაკეთებული დიდი სიკეთის მეტს ვერაფერს იპოვნით. სამწუხაროა, რომ 2017 წელს სწორედ თქვენი ხელმძღვანელობის პერიოდში აღიძრა „თეთრი ძაფით“ შეკერილი საქმე, რასაც საფუძვლად დაედო ბატონ ივანიშვილთან დაახლოებული, ძალზედ საეჭვო რეპუტაციის მქონე პირების ნაცვლიშვილ-რამიშვილისა და მათი დაჯგუფების მიერ მომზადებული, სიძულვილის ენით გაჯერებული ფეიკ-ფილმები. ნიშანდობლივია, რომ ნაცვლიშვილი პარტია „ქართული ოცნების“ პიარ კონსულტანტი გახლავთ, იგი თავადაც ჩნდებოდა ეკრანზე და ხან ირიბად მოუწოდებდა საზოგადოებას ჩემი ჩამოხრჩობისკენ და ხანაც ფაშიზმის მიმდევრებს ადარებდა ფონდ „იავნანას“ მხარდამჭერებს. სიცრუით გაჯერებულ ფილმებში მოყვანილი ვითომდა „ფაქტებიდან“ ვერც ერთი ვერ დაადასტურა სამწლიანმა გამოძიებამ, რაც კიდევ ერთხელ გახლავთ დასტური იმისა, რომ საქმე გვაქვს ორგანიზებულ დისკრედიტაციის კამპანიასთან. ვფიქრობ, საზოგადოებისთვის დღეს უფრო მნიშვნელოვანი იქნებოდა საქართველოს პროკურატურას გამოეძიებინა და დაესაჯა ამ მავნე კამპანიის დამკვეთი და დამფინანსებელი.

ამ სამი წლის მანძილზე არაერთი ხელმძღვანელი გამოიცვალა საქართველოს პროკურატურამ და კვლავ თქვენ დაბრუნდით, იქნებ თქვენვე გქონდეთ სურვილი ჩამოირეცხოთ ეს დამაზიანებელი ლაქა. ნუ დაელოდებით არჩევნების შედეგებს, თქვენ ხომ გაქვთ ფონდის საქმიანობის ამსახველი ყველა დოკუმენტი და ზედმიწევნით გაეცანით სიმართლეს.

მოგმართავთ თხოვნით, დახუროთ ეს სამარცხვინო საქმე და საკუთარ თავს და თქვენი უწყების თანამშრომლებს ამ ხელისუფლების შეცვლის შემდეგაც მისცეთ სამართალდამცავ სისტემაში მუშაობის გაგრძელების შანსი.

შენიშვნა: წერილის ასლი გაეგზავნა საქართველოში აკრდიტებულ დიპლომატიურ კორპუსს, საელჩოებს, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს, არასამთავრობო ორგანიზაციებს“, - აცხადებს ფონდ „იავნანას“ დამფუძნებელი, საქართველოს სახალხო არტისტი პაატა ბურჭულაძე.

ნარკოტიკული საშუალებების გასაღებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში 3 ბრალდებულს უვადო, ხოლო 2 ბრალდებულს 19 და 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

19 აპრილი, 2024 , 17:15

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ტრანსნაცლიონალური ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარ

დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ბრალდებულები სასამართლომ დამნაშავედ ცნო

19 აპრილი, 2024 , 11:50

თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები გაიზიარა და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ორი პი

შსს-მ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 7 პირი დააკავა, ხოლო 5 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

12 აპრილი, 2024 , 11:39

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამ

სასამართლომ „ქურდული სამყაროს“ წევრობასა და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერაში ბრალდებული 10 პირი დამნაშავედ ცნო

12 აპრილი, 2024 , 10:51

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და „ქურდული სამყაროს“ წევრობასა და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერაში ბრალდებული 10 პირი დამ

ლაზარე გრიგორიადისს ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

12 აპრილი, 2024 , 10:19

2023 წლის მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებული 21 წლის ლაზარე გრიგორიადისი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის

საქართველოს პროკურატურამ ცოლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ მამაკაცს ბრალდება წარუდგინა

11 აპრილი, 2024 , 14:29

საქართველოს პროკურატურამ გენდერის ნიშნით ცოლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ მამაკაცს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი