უკან

სამართალი

26 თებერვალი, 2018 12:50
font-size

პაატა ბურჭულაძის შვილი გამოკითხვაზეა დაბარებული

პაატა ბურჭულაძის შვილი, ალექსანდრე ბურჭულაძე შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხვაზეა დაბარებული.

საქმე ეხება ინტერნეტ-მაღაზია ,,ირისის“ მფლობელების, ალექსანდრე და შუქრი ბურჭულაძეების საქართველოს მთავარ პროკურატურაში 5 თებერვალს შეტანილ განცხადებას, სავარაუდოდ, კიბერდანაშაულთან დაკავშირებით.

ალექსანდრე ბურჭულაძის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, უცნობი პირი მისი დაცვის ქვეშ მყოფის ტელეფონში შეღწევას ცდილობდა.

,,მიტანილი იქნება გამოძიებასთან ის მობილური ტელეფონი და ყველა ის მტკიცებულება, რომელიც გარკვეულწილად შემხებლობაშია ამ კიბერნეტიკულ შეტევასთან. ბატონი ალექსანდრე გამოძიებას დეტალურად მიაწოდებს იმ ინფორმაციებს იმ ქმედებების შესახებ, რაც განხორციელდა მისი ტელფონით მისგან დამოუკიდებლად“, - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

თავის მხრივ, ალექსანდრე ბურჭულაძე არ გამორიცხავს, რომ შესაძლო კიბერდანაშაული უკავშირდებოდეს მისი მამის საწინააღმდეგო კამპანიას.

,,ერთ-ერთი ვარიანტი შეიძლება იყოს პაატა ბურჭულაძეზე მიზანმიმართული კამპანია. ასევე, შესაძლებელია, რომ ეს უკავშირდებოდეს ჩემს ბიზნეს საქმიანობასაც“, - აცხადებს ალექსაბდრე ბურჭულაძე.

ნინო ექვთიმიშილი

ექსპერტიზის დასრულების შემდეგ,შესაძლოა, გიორგი შაქარაშვილის საქმის კვალიფიკაცია შეიცვალოს და ბრალდება დამძიმდეს - შს მინისტრის მოადგილე

7 ივლისი, 2020 , 14:55

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ვლადიმერ ბორცვაძის განცხადებით, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასრულების და გარდაცვალების უშუალო მიზეზის დადგენის შემდეგ, შესაძლოა, საქმის კვ

შსს გიორგი შაქარაშვილის საქმის მოწმის, ფოტოგრაფ იაკობ ბრეგვაძის მიერ 112-ში განხორციელებული ზარის ჩანაწერს აქვეყნებს

7 ივლისი, 2020 , 14:55

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე, შსს იაკობ ბრეგვაძის მიერ 112-ში განხორციელებული ზარის ჩანაწერს ავრცელებს. „მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე ვასაჯაროებთ იაკობ ბრეგვაძის მიერ 112-ში განხორციელებულ ზარს და ა

6 თვეში უკანონო ტყითსარგებლობის 1 532 ფაქტი გამოვლინდა

7 ივლისი, 2020 , 12:05

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2020 წლის 1-ელი იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 1 532 ფაქტი გამოავ

შსს სურამში, ქმრის მიერ ცოლის მკვლელობის საქმეზე ინფორმაციას ავრცელებს

6 ივლისი, 2020 , 14:25

შინაგან საქმეთა სამინისტრო სურამში, ქმრის მიერ ცოლის მკვლელობის საქმეზე ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ცნობით, 34 წლის მამაკაცი დაკავებულია. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შსს-ს ცნო

საია საკონსტიტუციო სასამართლოში ბაჩანა შენგელიას ინტერესებს დაიცავს

6 ივლისი, 2020 , 12:15

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ ბაჩანა შენგელიას სახელით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა. მათი ინფორმაციით, 24 ივნისს, ნოტარიუს ბაჩანა შენგელიას მიმართ საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ დისციპლ

სურამში, მამაკაცმა მძინარე ცოლი ლოგინში ჩაცხრილა

6 ივლისი, 2020 , 11:28

სასტიკი მკვლელობა სურამში. 35 წლამდე კაცმა საკუთარი მეუღლე ცეცხლსასროლი იარაღით მაშინ მოკლა, როდესაც ახალგაზრდა ქალს ეძინა. შემზარავი შემთხვევა გამთენიისას მოხდა. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ახალგაზრდა მამაკაცს გარკვ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე