უახლესი ამბები
- 19.04.2024 17:25ქოცებო, თქვე ნაცებო შეწყვიტეთ ეს მორიგი უსუსური გადაწყვეტილება, რომელიც 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებში თქვენი მარცხის შიშს ეფუძნება - „გახარია საქართველოსთვის“
- 19.04.2024 17:15ნარკოტიკული საშუალებების გასაღებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში 3 ბრალდებულს უვადო, ხოლო 2 ბრალდებულს 19 და 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ
- 19.04.2024 16:23მშიშარმა და ლაჩარმა მდინარაძემ რომ ვერ გაბედა პასუხის გაცემა, პოლიცია დამასაია, უფრო სწორად “ძაღლობა” დამასია - ალეკო ელისაშვილი
არქივი
საზოგადოება
პაატა იმნაძე კონსერვების დამზადების სეზონთან დაკავშირებით დიასახლისებს რჩევას აძლევს
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე დიასახლისებს კონსერვების დამზადების სეზონთან დაკავშირებით რჩევას აძლევს.
როგორც იმნაძემ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ გულდასმით გაირეცხოს ყველა ის პროდუქტი, რომელიც დაკონსერვებისთვის მზადდება.
„კონსერვების დამზადების სეზონია, ამიტომ იგივე ბოტულიზმის წარმოქმნის საშიშროება, რომელიც დაკავშირებულია კონსერვებთან. პირველი რჩევაა, რომ გულდასმით უნდა გაირეცხოს ყველაფერი ის რასაც შემდგომ დავაკონსერვებთ. თუმცა, სამწუხაროდ, გულდასმული გარეცხვაც კი არ იძლევა გარანტიას. ბოტულიზმის სპორა არის მიწაში, და ის უძლებს დუღილს, აქედან გამომდინარე შეიძლება მოხდეს დაკონსერვებულ პროდუქტში. ამიტომ, მოვერიდოთ ისეთი პროდუქტების დაკონსერვებას, რომლებსაც შემდეგ თერმული დამუშავების გარეშე მივიღებთ, მაგალითად, იგივე მჟავე კიტრს და პამიდორს. მოვამზადოთ ისინი ტრადიციულად, როგორც ამზადებდნენ წინაპრები - მოხუფვის გარეშე“,-აღნიშნა პაატა იმნაძემ.
მონიკა დავლიანიძე