უკან

საზოგადოება

20 ივნისი, 2018 12:50
font-size

პაატა იმნაძე მოსახლეობას ზაფხულის სეზონისთვის დამახასიათებელი საფრთხეების თავიდან ასაცილებლად რეკომენდაციებს აძლევს

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე პაატა იმნაძე მოსახლეობას ზაფხულის სეზონისთვის დამახასიათებელი საფრთხეების თავიდან ასაცილებლად რეკომენდაციებს აძლევს.

იმნაძე მოსახლეობას ჰიგიენის წესების მკაცრ დაცვას, განსაკუთრებით კი, ხელების ხშირ დაბანას ურჩევს.

მისივე თქმით, სეზონზე აუცილებელია საკვები პროდუქტების მაცივარში მოთავსება.

„საკმაოდ მაღალი რისკია ნაწლავთა ინფექციების – სალმონელოზი, კამპილობაქტერიოზი, ასევე ნოროვირუსული ინფექციები, რომელსაც ხშირად ენტეროვირუსს უწოდებენ და ბევრი სხვა დაავადება, რომელიც შეიძლება ტემპერატურული რეჟიმის დაუცველობას, საკვების მომზადების დროს მის დაბინძურებას მოჰყვეს. ეს არის მცირე, მაგრამ არსებული რისკი – ტკიპებით გადაცემადი დაავადებების“, – განაცხადა იმნაძემ.

მისივე ინფორმაციით, პრაქტიკულად, მალარიის რისკი ქვეყანაში არ არის.

„ახლაც მიმდინარეობს შავი ზღვისპირეთში დამუშავება სახელმწიფო პროგრამით, კოღოების საწინააღმდეგო ღონისძიებები. წყალი თუ არის ცენტრალიზებული, თუ დეზინფექცირდება პრობლემა არ არის. თუ წყლის ხარისხში გვაქვს ეჭვი, მარტივი გამოსავალია – ერთი წუთი დუღილი და ნებისმიერი წყალი უსაფრთხოა“, – განაცხადა იმნაძემ.

საკვანძო სიტყვები:

Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება ბათუმში გაიმართება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

24 აპრილი, 2024 , 18:09

საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია ციფრული პროდუქტების განვითარებას და ამ მიმართულებით სტარტაპების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება 

სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების შემთხვევები - ომბუდსმენი

24 აპრილი, 2024 , 14:53

სახალხო დამცველის აპარატი ცხრა სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მონიტორინგის შედეგებს ქვეყნებს. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, სამედიცინო დაწე

იდენტიფიცირებული იქნებიან ის პირები, რომლებიც, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ - შსს

24 აპრილი, 2024 , 14:16

ბოლო პერიოდში რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილე პირთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. მსვლელობაში მონაწილეთა მცირე რაოდენობის გათვალისწინებით, ტრანსპორტი

პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა

24 აპრილი, 2024 , 13:29

საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გლდანი მოლი ფართოვდება

24 აპრილი, 2024 , 13:01

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, კომპანია „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია’’  „სითი მოლი გლდანის“ რეკონს

მესტიის მერი მეორე წელია დეკლარაციაში არ უთითებს ხელფასსა და 7 უძრავ ქონებას - `საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს`

24 აპრილი, 2024 , 12:38

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ინფორმაციით, მესტიის მუნიციპალიტეტის მერი, კაპიტონ ჟორჟოლიანი 2024 წლის თებერვალში შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში საკუთარ ქონებას, ასევე შრომის ანაზღაურებიდან

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი