კომენტარი
პაატა პავლიაშვილის ოჯახს პროკურატურამ დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრა - ლევან ვეფხვაძე
„საია“-ს იურისტის, ლევან ვეფხვაძის ინფორმაციით, ნუცუბიძის პლატოზე მომხდარი ინციდენტის დროს გარდაცვლილი პაატა პავლიაშვილის ოჯახს პროკურატურამ დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრა.
ვეფხვაძის განმარტებით, პროკურატურა ამის მიზეზად ასახელებს იმას, რომ ჯერ ჩასატარებელია უამრავი საგამოძიებო მოქმედება.
„არ დაკმაყოფილდა ჩვენი მოთხოვნა დაზრალებულად ცნობის თაობაზე. პროკურორის წერილში მითითებული არის, რომ ამ ეტაპზე არ იკვეთება დაზარალებულად ცნობის საფუძველი, რადგან ჩასატარებელია მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები.
ჩვენთვისაც სიანტერესოა ის დამატებითი საგამოძიებო მოქმედებები, რომელიც დანიშნულია და უკვე ჩატარებულია, მათ შორის ექსპერტიზის დასკვნები. როდესაც მოვა ეს დასკვნები, გაცვეცნობით ამ მასალებს და კიდევ ერთხელ მივმართავთ დაზარლებულად ცნობის თაობაზე, შემდეგ კი დავგეგმავთ იმ ქმედებებს რასაც განვახორციელებთ“,-აღნიშნა ვეფხვაძემ.
მონიკა დავლიანიძე