უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

26 მაისი, 2016 16:34
font-size

პაატა ზაქარეიშვილს გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულის დაკავების შესახებ დაუდასტურებელი ინფორმაცია აქვს

ხურჩაში რუსეთის ე.წ. მესაზღვრის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლული გიგა ოთხოზორიას დაკრძალვის ცერემონიაზე იმყოფებოდა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, პაატა ზაქარეიშვილი.

ზაქარეიშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ მას აქვს გარკვეული წყაროებიდან ინფორმაცია, რომ მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია.

სახელმწიფო მინისტრმა არ გამორიცხა, რომ შესაძლოა ეს ინფორმაცია დადასტურდეს ხვალ გალში, სადაც ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრა გაიმართება.

"ხვალ შედგება გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა 2012 წლის შემდეგ და ამ თემას დაეთმობა. ხვალ მკაფიოდ გაირკვევა ის ინფორმაცია, რაც მე მაქვს დაუდასტურებელი’’, - აღნიშნა ზაქარეიშვილმა.

სახელმწიფო მინისტრმა არ გასცა პასუხი კითხვას, მოითხოვს თუ არა საქართველოს ხელისუფლება მკვლელობაში ბრალდებულის ექსტრადირებას.

,,ეს უკვე პროცედურული საკითხებია, რომელიც პოლიტიკასთან არის კავშირში. ისეთი საკითხებია, რომელიც ჯობია, ხვალინდელ დღეს განიხილოს" - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

ნინო ექვთიმიშვილი

ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და ამბიციური მიზანია, კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით, ევროპის ქვეყნების საუკეთესო სამეულში მოვხვდეთ -ირაკლი კობახიძე

29 მარტი, 2024 , 16:30

ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა, ამბიციური მიზანი არის ის, რომ ჩვენ გვინდა, ევროპის ქვეყნების საუკეთესო სამეულში მოვხვდეთ კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძ

სალომე ზურაბიშვილის ერთადერთი მიზანია საბოტაჟი, ერთადერთი მიზანია, რომ არჩევნებს რაღაცნაირად შეექმნას საფრთხე, პრობლემა - პრემიერ-მინისტრი

29 მარტი, 2024 , 15:54

საქართველოს პრემიერ-მინისტრი  ირაკლი კობახიძე კიდევ ერთხელ აკრიტიკებს პრეზიდენტს. ამჯერად ცესკოს თავმჯდომარესთან, ცენტრალური საარჩევნო კომისიის, არასამათვრობო ორგანიზაციებისა და ევროკავშირის საელჩოს წარმომადგენ

არ არის საკმარისი, მხოლოდ ვამაყობდეთ ჩვენი დიასპორით, საჭიროა დროზე მივცეთ მათ ის საშუალება, რაც ეკუთვნით - საარჩევნო უფლება - პრეზიდენტი

29 მარტი, 2024 , 15:41

"არ არის საკმარისი, მხოლოდ ვამაყობდეთ ჩვენი დიასპორით, საჭიროა დროზე მივცეთ მათ ის საშუალება, რაც ეკუთვნით - საარჩევნო უფლება", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ცესკოს თავმჯდომარ

თავდაცვის მინისტრი საქართველოში ესტონეთის ელჩს შეხვდა

29 მარტი, 2024 , 11:46

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი საქართველოში ესტონეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, რინა კალიურანდს შეხვდა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, გაცნობით შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში თ

საქართველოში მევახშეების დიქტატურა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს - მიხეილ სააკაშვილი

27 მარტი, 2024 , 12:41

ის ქვეყანა ვერასდროს იქნება ბედნიერი და ვერასდროს ექნება მომავალი, რომლის ბედსაც მევახშეები წყვეტენ, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხად

ირაკლი კობახიძე ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა

25 მარტი, 2024 , 15:26

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პირისპირ შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსა და სომხეთის რესპუ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი