უახლესი ამბები
არქივი
ძებნა
მსოფლიო
პაკისტანში აფეთქების შედეგად 10-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა 08.06.2012 15:11

ჩრდილოეთ პაკისტანში აფეთქების შედაგად სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა და 20 მეტი დაიჭრა.

პოლიციის ცნობით, აფეთქება მოხდა ავტობუსში, რომელსაც სახელმწიფო მოხელეები გადაჰყავდა სამუშაოდ ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში, ქალაქ პეშავარში.

აფეთქების ადგილზე სამაშველო სამუშაოები ჯერ კიდევ გრძელდება.