უახლესი ამბები
არქივი
ძებნა
ანონსები
მსოფლიო
პალესტინელების მიერ რაკეტების სროლის შედეგად ორი წლის გოგონა დაიღუპა 20.06.2012 16:03

პალესტინელების მიერ რაკეტების სროლის შედეგად, ღაზას აღმოსავლეთით, გარეუბანში, ზეითუნის რაიონში, სამშაბათს დღისით, ორი წლის გოგონა დაიღუპა ასევე საშუალო ხარისხის სხეულის დაზიანებები მიიღო მისმა ძმამაც.

პალესტინელებმა იჩქარეს და ბავშვის სიკვდილში ისრაელი სამხედროები დაადანაშაულეს. თუმცა მოგვიანებით პალესტინის საინფორმაციო სააგენტო Maan-მა მოიპოვა და გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბავშვები იმყოფებოდნენ ძალიან ახლოს იმ რაკეტებთან, რომელიც სამხედროებმა გაუშვეს, _ იუწყება Newsru Israel.

ჰამასის ჯანმრთელობის სამინისტროს ადმინისტრაციის წარმომადგენლების თქმით, ბავშვის გარდაცვალების მიზეზის დადგენა ვერ მოხერხდა. თუმცა ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსამსახური თავის მხრივ ამტკიცებს, რომ აღნიშნულ რაიონზე დღისა და საღამოს განმავლობაში მათ საჰაერო დარტყმა არ განუხორციელებიათ და მხოლოდ 19 ივნისს ღამე ისროლეს იმ მიმართულებით.

Newsru-ს ინფორმაციით პალესტინელი მებრძოლები რეგულარულად უშვებენ თვითნაკეთ რაკეტებს დასახლებული რაიონებიდან ისრაელის მიმართულებით, რაც იწვევს საპასუხო ცეცხლს მათი მხრიდანაც, ამით კი ხშირად მშვიდობიანი მოსახლეობა ზარალდება.

ამჯერადაც შესაძლებელია რაკეტის აფეთქება მოხდა გასროლისთანავე და ბავშვებიც ამიტომ დაიჭრნენ. ასევე არ გამორიცხავენ იმის შესაძლებლობას, რომ მათი გაშვება მოხდა დისტანციური მართვის, ან საათის მექანიზმიანი მოწყობილობით.

ამ დროისათვის არაბული ვერსია საინფორმაციო სააგენტო Maan-ისა ორი წლის გოგონას სიკვდილში კვლავ ისრაელის სამხედროებს ადანაშაულებს.