უახლესი ამბები
არქივი
ძებნა
მსოფლიო
პალესტინელმა ტერორისტებმა ისრაელის ტერიტორიაზე სარაკეტო იერიში მიიტანეს 09.09.2012 12:05

ტერორისტებმა ისრაელის ქალაქები: ბეერ-შევა და ნეთივოთი დაცხრილეს. “გრადის” ტიპის რაკეტა საცხოვრებელ სახლს დაეცა, -- იუწყება ისრაელის მედია.

9 სექტემბრის ღამეს პალესტინელმა ტერორისტებმა ისრაელის ტერიტორიაზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს. ღაზას სექტორიდან გასროლილი “გრადის” ტიპის რაკეტა ნეთივოტში საცხოვრებელ სახლს დაეცა. რამდენიმე ადამიანს ნერვული შოკი დაემართა, საიდანაც გამოსაყვანად მათ სამედიცინო დახმარების გაწევა დასჭირდათ. სახლს მატერიალური ზარალი მიადგა. კიდევ ერთი რაკეტა კი ბეერ-შევაში, ღია სივრცეში აფეთქდა. არავინ დაშავებულა. მატერიალური ზარალი არაფერს მიდგომია, -- იუწყება რადიოსადგური “კოლ ისრაელი”.

ბეერ-შევის მუნიციპალიტეტმა სარაკეტო დარტყმის შემდეგ საგანმანათლებლო დაწესებულებებში მეცადინეობის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო. მეცადინეობები აშდოდშიც შეჩერდა.

დილის 08.00 საათისათვის ტერორისტებმა ისრაელს ორ რაკეტა ესროლეს. რაკეტების ნამსხვრევები ხოფ აშკელონისა და ეშკოლის რაიონებში აღმოაჩინეს. ნგრევასა და მსხვერპლზე ინფორმაცია არ ვრცელდება.

ისრაელის მედია დღეს ღაზას სექტორის ჩრდილოეთით, ბეიტ-ხანუნის რაიონში, სამი პალესტინელი ტერორისტის განადგურებაზეც იუწყება. მათ ცეცხლი ცახალის ძალებმა გაუხსნეს. ცახალის პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბარია ტერორისტების ბანდაზე, რომლებიც საზღვრებთან ასაფეთქებელი მოწყობილობის დამონტაჟებით იყვნენ დაკავებულნი. ღაზას ჯანდაცვის დეპარტამენტის ინფორმაციით, მოკლულია 3 სამოქალაქო პირი, მათ შორის, ორი ძმა. ისინი ჭურვის აფეთქებას ემსხვერპლნენ, რომელიც ისრაელის ტანკიდან გაისროლეს.