უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

16 აპრილი, 2021 15:10
font-size

პანდემიამ საქართველოს ეკონომიკა, ისევე როგორც მსოფლიოს, ძალიან დააზიანა - კობა გვენეტაძე

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის განცხადებით, 2020 წელს კორონავირუსის პანდემიამ ტურიზმზე დამოკიდებული საქართველოს ეკონომიკა უაღრესად დიდი გამოწვევების წინაშე დააყენა და საქართველოში ისევე, როგორც გლობალურად, ეკონომიკის ვარდნა დაფიქსირდა.

„პანდემიამ საქართველოს ეკონომიკა, ისევე როგორც მსოფლიოს, ძალიან დააზიანა, გაიზარდა უმუშევრობა, შემცირდა შემოსავლები, დაზარალდა ბიზნესი. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ პანდემიამდე ეკონომიკური გუნდის მიერ სწორი მაკროეკონომიკური პოლიტიკის შედეგად, ქვეყანამ მატერიალ-ფინანსური დახმარება უსწარაფესად მიიღო. სწორი მაკროეკონომიკური პოლიტიის გაგრძელებით, სწრაფი ვაქცინაციით, კრიზისის დაძლევა აბსოლუტურად შესაძლებელი იქნება“, - განაცხადა გვენეტაძემ.

მისი შეფასებით, წლების განმავლობაში განხორციელებული მაკროეკონომიკური პოლიტიკა წარმატებული იყო.

„ბოლო წლების განმავლობაში ქვეყანამ რამდენიმე შოკი გაიარა. წლების განმავლობაში განხორციელებული მაკროეკონომიკური პოლიტიკა წარმატებული იყო და ზუსტად ამის საზომია დაბალი საპროცენტო განაკვეთი. ცხადია, ამ შედეგში წვლილი საერთაშორისო საკრედიტო რეიტინგის შენარჩუნებამაც შეიტანა. რაც საქართველოს ეკონომიკურმა გუნდმა როგორც პანდემიამდე, ისევე პანდემიის და გლობალური გაურკვევლობის ფონზე, საგარეო რისკების ზრდის მიუხედავად, თანმიმდევრული მაკროეკონომიკური პოლიტიკის გატარებით მიაღწია“, - განაცხადა გვენეტაძემ.

კაპიტალის ბაზარი სწრაფად ვითარდება, რეფორმა აქტიურ ფაზაში შევიდა და საპენსიო ფონდის როლი მნიშვნელოვნად იზრდება - ირაკლი ნადარეიშვილი

5 აპრილი, 2024 , 14:03

სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე, იმ დინამიკაზე როდესაც ვსაუბრობთ, რომელიც ფიქსირდება საქართველოს ეკონომიკაში ბოლო წლების განმავლობაში, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და საკითხი, რომელიც ყოველთვის დგება განვითარებად ეკონომიკებში, არის

საქართველოში დაბალ ინფლაციას მიზნობრივ სამპროცენტიან მაჩვენებელთან ნორმალიზება, ასევე მსოფლიოში სურსათის ფასების შემცირება განაპირობებს - ეროვნული ბანკი

5 აპრილი, 2024 , 12:48

2024 წლის მარტში წლიურმა ინფლაციამ 0.5% შეადგინა, ხოლო თებერვალთან შედარებით ფასები 0.01%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, დაბალ ინფლაციას, ერთი მხრივ, ადგილობრივ

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

ცოდნაზე დაფუძნებული, ინოვაციური ეკონომიკის განვითარებას ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს - ირაკლი კობახიძე

19 მარტი, 2024 , 12:27

მინდა, მივულოცო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის

ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირების და სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა

18 მარტი, 2024 , 13:04

მსოფლიო ბანკის შესყიდვის პროცედურების მიხედვით, ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირების და სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი