უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

9 ივლისი, 2020 11:55
font-size

პანდემიის გამო შემოსავლის გარეშე დარჩენილი მოქალაქეებისთვის დახმარების გასაცემად რეგისტრაციის ვადა პირველ აგვისტომდე გახანგრძლივდა

პანდემიის გამო შემოსავლის გარეშე დარჩენილი მოქალაქეებისთვის დახმარების გასაცემად რეგისტრაციის ვადა გახანგრძლივდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ვინც დააგვიანა, ან ვერ შეძლო საჭირო საბუთების შეგროვება, ამ ადამიანებისთვის ეს ვადა პირველ აგვისტომდე გაგრძელდა.

​„გვქონდა მთელი რიგი პაკეტი, რომელიც ითვალისწინებდა დახმარებას მათთვის, ვინც დაკარგა სამსახური, ან თვითდასაქმებულებისთვის, ვისაც შემოსავალი შეუმცირდა ან სამსახური საერთოდ დაკარგა.

მოგეხსენებათ, ასეთი ადამიანების რეგისტრაციების ვადა ამოწურულია, მაგრამ მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, პირველ აგვისტომდე ეს ვადა გაგრძელდეს. ვინც დააგვიანა, ან ვერ შეძლო ელემენტარულად საჭირო საბუთების შეგროვება, ამ ადამიანებისთვს ეს ვადა გაგრძელებული იქნება პირველ აგვისტომდე. თუ საჭირო იქნება, ამ ვადას შემდეგაც გავაგრძელებთ, რადგან ყველას კარგად გვესმის, რომ დღეს ჩვენი პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანაა, გარდა ეპიდემიასთან ბრძოლისა, სოციალურად დაუცველ ჩვენს ადამიანებს მივეხმაროთ, დავეხმაროთ ჩვენს მოქალაქეებს, რომლებსაც კრიზისის გამო შეუმცირდათ ან დაკარგეს შემოსავალი ოჯახებისთვის“,- განაცხადა გახარიამ.

მისივე თქმით, დღეის მდგომარეობით, 121 719-მა თვითდასაქმებულმა ასეთი დახმარება სახელმწიფოსგან მიიღო. ასევე დახმარება მიიღო 129 ათასზე მეტმა დასაქმებულმა, რომელმაც დაკარგა შემოსავალი ან დაკარგა სამსახური.

„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ეს ციფრები გაიზარდოს. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ამ ვადის პირველ აგვისტომდე გადავადება“,- აღნიშნა გახარიამ.

ამასთან, როგორც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, მიიღებენ განაცხადების მიღებას იმ ადამიანებისგან, რომლებიც საზღვარგარეთ სეზონურ სამუშაოებზე მუშაობდნენ.

„ამასთან, თვითდასაქმებულების ნაწილში დახმარების მიზნობრიობასაც ვაფართოებთ და დღეს დავუმატებთ საზღვარგარეთ სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებული ადამიანების დახმარებას. ჩვენ მათგანაც დავიწყებთ განაცხადების მიღებას ასეთი რეგისტრაციისთვის და ადამიანები, რომლებიც სეზონურად მუშაობდნენ საზღვარგარეთი, ისინიც სახელმწიფოსგან მიიღებენ ამ სოციალურ დახმარებას“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.

გვესმის მუდმივი ბრძოლა წარსულთან და წარსულის გამოყენება, რომ ადამიანებმა უკეთესი ცხოვრება არ მოითხოვონ მომავალში - დავით ბაქრაძე

10 აგვისტო, 2020 , 17:35

„ევროპული საქართველოს“ ლიდერი, დავით ბაქრაძე თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას გამოეხმაურა. „ეს არის ის პოლიტიკური ძალა, რომელიც აშინებს ადამიანებს წარსულით, რომ არ მოითხოვონ უკეთესი

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით ნახევარი მთავრობა დაკავებული იყო არა სახელმწიფო საქმიანობით, არამედ მოქმედებდნენ როგორც „ქართული ოცნების“ აქტივისტები - ნინო ბურჯანაძე

10 აგვისტო, 2020 , 17:20

„არჩევნები უკვე დაწყებულია და წინასაარჩევნო პერიოდში უკვე ნათლად გამოჩნდა თუ როგორ აპირებს „ქართული ოცნება“ სახელმწიფო ხარჯების, ბიუჯეტის და თანამდებობის პირების ბიძინა ივანიშვილის ინტერესებისთვის გამოყ

საარჩევნო კამპანია იქნება მომავალზე, ახალგაზრდობაზე, დაწყებული საქმის დასრულებასა და ახალი საქმეების დაწყებაზე - გიორგი გახარია

10 აგვისტო, 2020 , 16:15

საარჩევნო კამპანია იქნება მხოლოდ და მხოლოდ პოზიტიური და მხოლოდ და მხოლოდ მომავალზე, ახალგაზრდობაზე, დაწყებული საქმის დასრულებაზე და ახალი საქმეების დაწყებაზე, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტების

კახა ოქრიაშვილმა და ცეზარ და იაგო ჩოჩელებმა პარტია შექმნეს

10 აგვისტო, 2020 , 12:50

მაჟორიტარმა დეპუტატმა კახა ოქრიაშვილმა და ბიზნესმენებმა ცეზარ და იაგო ჩოჩელებმა პარტია შექმნეს. ამის შესახებ განცხადებას კახა ოქრიაშვილის პრესსამსახური ავრცელებს. „პოლიტიკურ სივრცეში ახალი პარტია - „პროგრესი

გადავწყვიტე, „გირჩის“ სახელით კენჭი ვიყარო თბილისში, დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარულ ოლქში - ზურაბ ჯაფარიძე

10 აგვისტო, 2020 , 10:37

ზურაბ ჯაფარიძე „გირჩის“ სახელით დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში იყრის კენჭს, – ამის შესახებ „გირჩის„ ლიდერი სოციალურ ქსელში წერს. „რამდენიმე კვირის წინ „გირჩმა“ მიიღო გადაწყვეტილება

ბატონ გახარიას არ ემახსოვრება, ის ამ დროს მოსკოვში საქმიანობდა - დავით ბაქრაძე

8 აგვისტო, 2020 , 15:10

“ევროპული საქართველოს” ლიდერი დავით ბაქრაძე საქართველო-აშშ-ს ურთიერთობებთან დაკავშირებით პრემიერ მინისტრის განცხადებას ეხმაურება . „ბატონ გახარიას არ ემახსოვრება, ის ამ დროს მოსკოვში საქმიანობდა, მაგრამ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე