უკან

ეკონომიკა

13 ოქტომბერი, 2021 14:56
font-size

პანდემიის მიუხედავად, საქართველოდან თითქმის სამი მილიარდი დოლარის ექსპორტი გავიდა და გასულ ცხრა თვეში ექსპორტის ზრდამ 24 პროცენტი შეადგინა -ნათია თურნავა

საგარეო ვაჭრობის მონაცემებში, რომელიც დღეს დილით გამოქვეყნდა, საკმაოდ კარგი დინამიკა გვაქვს, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ საგარეო ვაჭრობის სექტემბრისა და იანვარ-სექტემბრის ექსპრესმონაცემების შესახებ კომენტარისას განაცხადა.

ნათია თურნავას თქმით, პანდემიის მიუხედავად, საქართველოდან თითქმის სამი მილიარდი დოლარის ექსპორტი გავიდა და მიმდინარე წლის ცხრა თვეში ქართული ექსპორტის ზრდამ 24 პროცენტი შეადგინა.

„ასევე, თუ შევადარებთ პანდემიამდელ 2019 წლის ანალოგიურ პერიოდს, ცხრაპროცენტიანი ზრდა გვაქვს. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ვაჭრობის წინასწარი მონაცემები გამოქვეყნდა და აქედან გამომდინარე, კონკრეტულ პროდუქტებზე ინფორმაცია ჯერ არ ქვეყნდება, შეგვიძლია, ვივარაუდოთ, რომ სექტემბერში, ისევე როგორც წინა პერიოდში, ერთ-ერთი მთავარი ექსპორტიორი დარგი იყო დამამუშავებელი მრეწველობა, მათ შორის სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამუშავება, ქართული ღვინო, მინერალური და მტკნარი წყლები და ასევე, სამრეწველო პროდუქტები. ასევე, მთავარ ექსპორტიორ დარგებს შორისაა პირველადი სოფლის მეურნეობისა და სამთომოპოვებითი მრეწველობის პროდუქცია“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

საქსტატის მონაცემებით, 2021 წლის სექტემბერში, წინა წელთან შედარებით, ექსპორტი 12.8 პროცენტით გაიზარდა და მისმა მოცულობამ 373.6 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა.

სექტემბერში დაფიქსირებული ექსპორტის მაჩვენებელმა მნიშვნელოვნად გადააჭარბა 2019 წლის სექტემბერში (პანდემიამდე) დაფიქსირებულ მონაცემებს. კერძოდ, 2021 წლის სექტემბერში ექსპორტი 2019 წლის სექტემბრის ექსპორტს 22.3 პროცენტით, 68.1 მლნ აშშ დოლარით აღემატება.

სექტემბერში საგარეო სავაჭრო ბრუნვა 20.1 პროცენტით გაიზარდა და 1,299.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

ავიაკომპანია Bees Airline ოდესა-თბილისი-ოდესის მიმართულებით ფრენებს იწყებს

19 ოქტომბერი, 2021 , 16:05

დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Bees Airline საქართველოსა და უკრაინას შორის რეგულარული ოპერირების მიმართულებებს ზრდის. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 22 ოქტომბრიდან, უკრაინული ავიაგადამზიდველ

იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 22.3 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

13 ოქტომბერი, 2021 , 11:15

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 10 009.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით კომპანი „კაიამ“ მზის ელექტროსადგური დაამონტაჟა

12 ოქტომბერი, 2021 , 11:05

საქართველოს ბანკი ბიზნესების მხარდაჭერასა და განვითარებას აგრძელებს. ამჯერად ბანკმა სახელმწიფო პროგრამა- „აწარმოე საქართველოსთან“ ერთად კომპანია „კაიას“ მზის პანელების ელექტროსადგურის განთავსებისთ

მსოფლიო ბანკის თანახმად, წელს საქართველოს ეკონომიკა 8%-მდე გაიზრდება

6 ოქტომბერი, 2021 , 13:26

მსოფლიო ბანკმა გამოაქვეყნა ევროპის და ცენტრალური აზიის ეკონომიკის მიმოხილვა, რომლის თანახმად, ეკონომიკის საერთო ზრდა 5.5% იქნება და ეს მოსალოდნელზე უკეთესი პროგნოზია. მსოფლიო ბანკის შეფასებით, პანდემიის დაწყების წელ

ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამა 2022 წლიდან ამოქმედდება და სხვადასხვა კომპონენტს მოიცავს - კახა კალაძე

6 ოქტომბერი, 2021 , 11:13

თბილისის მერიამ პანდემიის შედეგად დაზარალებული მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად, არაერთი ღონისძიება შეიმუშავა, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაც

საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიცია გაუარესდა - ეროვნული ბანკი

30 სექტემბერი, 2021 , 17:48

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიცია გაუარესდა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციამ, 2021 წლის 30 ივნისის მდგომარეობ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი