უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

15 მარტი, 2019 16:55
font-size

პანიკის ხელოვნურად დათესვა აბსოლუტურად გაუმართლებელია - ირაკლი სესიაშვილი

პანიკის ხელოვნურად დათესვა აბსოლუტურად გაუმართლებელია, რამდენადაც ეს ჩვენი ქვეყნის სტაბილურობაზე და მოსახლეობის სიმშვიდეზე უარყოფითად იმოქმედებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა.

„გავრცელდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება, რომელიც არ ადასტურებს, რომ ოკუპანტები გადმოვიდნენ საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. ამას ადასტურებს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაც, შესაბამისად, რა თქმა უნდა პანიკის საფუძველი არ უნდა იყოს.

მეც ვუერთდები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოწოდებას, რომ პანიკის ხელოვნურად დათესვა აბსოლუტურად გაუმართლებელია, რამდენადაც ეს ჩვენი ქვეყნის სტაბილურობაზე და მოსახლეობის სიმშვიდეზე უარყოფითად იმოქმედებს. თუკი რაიმე ქმედება არის საჭირო, პირველ რიგში სახელმწიფო უწყებები განახორციელებენ. ამიტომ შემაშფოთებელია გარკვეული პირების მხრიდან პანიკის დათესვა, რამდენადაც ეს უარყოფითად აისახება უსაფრთხოებაზე“, – განაცხადა სესიაშვილმა.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთთან, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე რუსი სამხედროები იმყოფებოდნენ.

ამასთან, აღნიშნულ ინფორმაციაზე განცხადება გაავრცელა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა. სუს-ის განცხადებით, უწყება ამ ეტაპზე არ ადასტურებს, რომ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან.

ყველაფერი იცის თეა წულუკიანმა და მათმა კლანმა - მალხაზ მაჩალიკაშვილი

21 მარტი, 2019 , 16:00

მალხაზ მაჩალიკაშვილი იუსტიციის მინისტრის მიერ პარლამენტში გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება, სადაც მან თქვა, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობაში სახელმწიფოს ბრალეულობას ვერ ხედავს. „ეს ადამიანი არის მართლა არარაო

ბადრი ჯაფარიძე და მე ერთი ოჯახის წევრებიც ვართ, შესაბამისად, შუამავლობაზე არ შეიძლება ლაპარაკი -მამუკა ხაზარაძე

21 მარტი, 2019 , 15:00

ბადრი ჯაფარიძის შემდეგ, „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძეც უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მასსა და შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას შორის წერილის გადაცემაზე შუამავალი ბადრი ჯაფარიძე ი

ვის ვენდოთ: ქართული ენის განმარტებით ლექსიკონს თუ ქართველი დეპუტატის პირად ლექსიკონს?! - ნატო ჩხეიძე

21 მარტი, 2019 , 10:44

გუშინ ნაციონალმა ოპოზიციონერმა , დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ “ ოცნების” შეფასებისას “პოლიტიკური სიბრმავე ” ახსენა, რამაც “ოცნებელი” რატი იონათამიშვილის აღშფოთება- პროტესტი და სესიაზევე კა

პარლამენტში არიან ფეოდალი პარაზიტები მაჟორიტარების სახით მოკალათებული - ალექსანდრე ელისაშვილი

20 მარტი, 2019 , 16:55

სამოქალაქო მოძრაობის თავმჯდომარის, ალექსანდრე ელისაშვილის განცხადებით, პარლამენტში მაჟორიტარი დეპუტატების არსებობა შემაფერხებელი გარემოებაა ქვეყნის განვითარებისათვის. „ეს ქვეყანა ვერ ვითარდება და ვერ მიდის წინ, იმი

არ მგონია ახლა იმ ეტაპზე ვიყოთ, რომ ახალი ფორმატი შეიქმნას - პასკალ მენიე

20 მარტი, 2019 , 16:55

საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივას ჟენევის ფორმატის გადახედვასთან დაკავშირებით, საფრანგეთის ელჩი პასკალ მენიე ეხმაურება. „ყველამ იცის, რომ ჟენევის ფორმატი ეფექტური არ არის. ზუსტად რა თქვა პრეზიდენტმა, არ ვიცი, მაგ

თეა წულუკიანი გიგა ბოკერიას - ამორგეთ თავი, მომისმინეთ, რა გავაკეთეთ ჩვენ

20 მარტი, 2019 , 15:55

არ წახვიდეთ ბატონო გიგა, თქვენ კიდევ ბევრი კრიტიკა უნდა გარგუნოთ ამ ტრიბუნიდან, – ასე მიმართა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა „ევროპული საქართველოს“ წევრს,