უკან

პოლიტიკა

22 აპრილი, 2019 14:05
font-size

პანკისის ინციდენტი სამწუხაროდ, წარმოადგენს არა ერთეულ შემთხვევას, არამედ მმართველი პარტიის მიერ არჩეულ სტრატეგიას - „თავისუფალი საქართველო“

თუ ხელისუფლება დასკვნებს არ გააკეთებს მოსალოდნელია პანკისის ინციდენტის გამეორება დედაქალაქში, - ამის შესახებ ნათქვამია პარტია „თავისუფალი საქართველოს“ მიერ პანკისის ინცინდენტთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში.

„პანკისის ინციდენტი სამწუხაროდ, წარმოადგენს არა ერთეულ შემთხვევას, არამედ მმართველი პარტიის მიერ არჩეულ სტრატეგიას განსხვავებულ აზრთან მიმართებაში - ყველა სადავო საკითხი, კონტექსტის, მასშტაბის და დაინტერესებული მხარის მიუხედავად გადაწყვიტოს მხოლოდ ძალოვანი სტრუქტურების საშუალებით.

სამწუხაროდ, „ქართულმა ოცნებამ,“ სრულად გაითავისა „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის წესი და ფილოსოფია: „სანამ ჩვენ ვართ, რასაც გვინდა იმას გავაკეთებთ“. სწორედ ამის გამო იქმნება ლოკალური საკითხებისაგან ეროვნული მნიშვნელობის კრიზისები: ხან ღამის კლუბის შემოწმების და ხან რეგიონული მნიშვნელობის ჰესის მშენებლობის გამო. რომ არა ხელისუფლების სიჯიუტე და არაპროფესიონალიზმი, ნამდვილად შესაძლებელია მსგავსი მასშტაბის საკითხები წყდებოდეს რაიონის გამგებლის დონეზე სრულიად უკონფლიქტოდ და უხმაუროდ.

ცალკე უნდა გაიხსნას ღია დისკუსია ჰესების მშენებლობის მიზანშეწონილობის საკითხზე, მუდმივად საუბარია არაოფიციალურ ციფრებზე, დაგეგმილ მრავალმილიონიან ინვესტიციებზე, თუმცა ადგილობრივი მოსახლეობა აჭარაშიც, სვანეთშიც, რაჭაშიც და კახეთშიც გამოთქვამს ერთი და იგივე პრეტენზიას, რომ ამ მილიონებიდან ადგილზე არაფერი არ რჩება. მოვუწოდებთ ეკონომიკის სამინისტროს - გამოაქვეყნოს ოფიციალური ინფორმაცია: ყოველი კონკრეტული ჰესის შემთხვევაში, რომელიც უკვე შევიდა ექსპლუატაციაში 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ - რა თანხას იხდიან ცენტრალურ და ადგილობრივ ბიუჯეტში, საქართველოს რამდენი მოქალაქე (მათ შორის რამდენი ადგილობრივი) ჰყავთ დასაქმებული, რამდენია მათი ანაზღაურება და რა თანხაა გადახდილი კომპენსაციის სახით მოსახლეობისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში, რჩება შთაბეჭდილება, რომ ჰესებში ჩადებული მრავალმილიონიანი ინვესტიცია არის მრავალმილიონიანი მოგება რამდენიმე ჩინოვნიკისთვის და მრავალმილიონიანი ზარალი მოსახლეობისთვის“,-ნათქვამია გავრცლებულ განცხადებაში.

„თავისუფალი საქართველო“ ხელისუფლებას ხალხთან დიალოგისკენ მოუწოდებს.

„მივმართავთ ხელისუფლებას, უარი თქვას სიჯიუტეზე და დაიწყოს დიალოგი საკუთარ ხალხთან. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუკი რამდენიმე მეგავატიანი ჰესის მშენებლობას მოყვა სამოქალაქო დაპირისპირება, ადვილი წარმოსადგენია რა შეიძლება მოყვეს უზენაესი სასამართლოს ახალი შემადგენლობის დამტკიცებას 2019 წელს ან საპარლამენტო არჩევნების გაყალბებას 2020 წელს“, - ნათქვამია „თავისუფალი საქართველოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ოკუპაცია არის გამოწვევა, რომელიც უნდა გვაერთიანებდეს და ის დაიძლევა ერთსულოვნებით და კონსოლიდაციით -მამუკა ბახტაძე

21 აგვისტო, 2019 , 21:45

ჩვენთვის ოკუპაცია არის ყველაზე მტკივნეული გამოწვევა, ეს არის საკითხი, რომელიც თითოეულ საქართველოს მოქალაქეს უნდა გვაერთიანებდეს, მიუხედავად იმისა, თუ რა პოლიტიკური შეხედულებები გვაქვს ჩვენ, - ამის შესახებ საქართველოს პრე

მოქალაქეებიდან პირადად ვიღებდი ბევრ თხოვნას, რომ „რაინეარი“ გვეხილა საქართველოში და ჩვენ ეს გავაკეთეთ - მამუკა ბახტაძე

21 აგვისტო, 2019 , 16:40

ჩვენი მოქალაქეებიდან პირადად ვიღებდი ბევრ თხოვნას, რომ „რაინეარი“ გვეხილა საქართველოში და ჩვენ ეს გავაკეთეთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ავიაკომპანია „რაინეარი&ld

დავით ზალკალიანი ფედერიკა მოგერინის ესაუბრა

21 აგვისტო, 2019 , 14:50

საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება განიხილა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინისთ

სალომე ზურაბიშვილი პარიზში ბიზნესლიდერთა ფორუმს გახსნის

21 აგვისტო, 2019 , 12:26

28 აგვისტოს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარიზში ბიზნესლიდერთა ფორუმს გახსნის. ინფორმაციას პრეზიდენტის პრესცენტრი ავრცელებს. საერთაშორისო ფორუმი საფრანგეთის უმსხვილესი ბიზნესგაერთიანება MEDEF INTERNATIONAL ო

მამუკა ბახტაძე ჩინეთის ელჩს შეხვდა

20 აგვისტო, 2019 , 14:16

ჩინელი ხალხი პატივს სცემს ქართველი ხალხის არჩევანს, ცხოვრობდნენ ერთიან საქართველოში, - ამის შესახებ საქართველოში ჩინეთის ელჩმა ლი იანიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრისას განაცხადა. ჩინელმა დიპლომ

საქართველოს ელჩი ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

20 აგვისტო, 2019 , 11:05

ისრაელში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ლაშა ჟვანიამ ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრთან ისრაელ კაცთან შეხვედრა გამართა. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. საქართველოს საგარეო უ

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს