უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

25 ივნისი, 2019 11:55
font-size

პანკისის ხეობაში იურიდიული დახმარების სამსახურის საკონსულტაციო ცენტრი გაიხსნა

ივნისის თვიდან პანკისის ხეობის 17 სოფლის მცხოვრებნი უფასო იურიდიული მომსახურებით ისარგებლებენ. ისინი სამართლებრივ დახმარებას ხეობიდან გაუსვლელად, სოფელ დუისში, იურიდიული დახმარების სამსახურის ახლადგახსნილ საკონსულტაციო ცენტრში მიიღებენ.

როგორც „მედიანიუსს“ იურიდიული დახმარების სამსახურიდან აცნობეს, ადგილზე საკონსულტაციო ცენტრის გახსნით იურიდიული დახმარება უფრო ხელმისაწვდომი იქნება ხეობის მოსახლეობისთვის.

პირველ ეტაპზე პანკისელებს ერთი იურისტი მოემსახურება, შემდგომში საკონსულტაციო ცენტრს კიდევ ერთი იურისტი დაემატება. ისინი ადგილობრივებს გაუწევენ ისეთ დახმარებას, როგორიცაა: იურიდიული კონსულტაცია ნებისმიერ სამართლებრივ საკითხზე, სამართლებრივი დოკუმენტაციის შედგენა, საადვოკატო მომსახურება და წარმომადგენლობა ადმინისტრაციულ ორგანოში კანონმდებლობით დადგენილი წესით.

გახსნის ცერემონიაზე მოსულ ადგილობრივებს იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა რაჟდენ კუპრაშვილმა, დუისის საკონსულტაციო ცენტრის იურისტი, ნანა გელდიაშვილი, წარუდგინა.

„იურიდიული დახმარების სამსახური თანდათანობით ზრდის სერვისების ტერიტორიულ ხელმისაწვდომობას, რაც გულისხმობს ახალი ოფისების გახსნას, განსაკუთრებით იმ დასახლებებში, სადაც პოტენციური ბენეფიციარების რიცხვი მრავლადაა. ადგილობრივ მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება, კვალიფიციური იურისტებისგან მიიღოს კონსულტაციები, იურიდიული დახმარება და სამართლებრივად გადაჭრან მათთვის მნიშვნელოვანი პრობლემატური საკითხები.

ქალბატონ ნანას საადვოკატო საქმიანობის 25-წლიანი გამოცდილება აქვს, ის არის პროფესიონალი ჩვენს სფეროში. მოხარული ვართ, რომ ჩვენს გუნდს ასეთი კვალიფიციური ადვოკატი შემოემატა“, - განაცხადა რაჟდენ კუპრაშვილმა.

მათივე ინფორმაციით. საკონსულტაციო ცენტრის გახსნის საზეიმო ცერემონიას ესწრებოდნენ აღმასრულებელი, საკანონმდებლო, სასამართლო ხელისუფლების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლები. მათი შეფასებით, ხეობაში იურიდიული დახმარების სამსახურის საკონსულტაციო ცენტრის გახსნა დროული და მნიშვნელოვანი მოვლენაა.

„ვულოცავ მთელ ხეობას და აქ მცხოვრებ ადამიანებს ამ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას. პირველ რიგში, ადამიანი დიდ ღირებულებას წარმოადგენს ნებისმიერი ხელისუფლებისთვის. ამიტომ არის ასეთი მნიშვნელოვანი ისეთი ოფისის გახსნა, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლებრივ სივრცეში მოსახლეობის სრულ ინტეგრირებას“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ დავით მათიკაშვილმა.

„ძალიან მნიშვნელოვანია პანკისში საკონსულტაციო ცენტრის გახსნა. პირველ რიგში, ეს მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეების ინტერესების დასაცავად. კარგია, რომ სხვადასხვა იურიდიულ საკითხებთან დაკავშირებით, რაც შესაძლოა ადგილობრივების ყოფით ცხოვრებაში წარმოიშვას, ადგილზევე მიიღებენ კვალიფიციურ იურიდიული დახმარებას. ეს ხელს შეუწყობს არა მარტო სამართლებრივი მომსახურეობის დონის ამაღლებას, არამედ თავად პანკისის ხეობის მოსახლეობის ინტეგრაციას საერთო სამართლებრივ და სამოქალაქო სივრცეში“, - განაცხადა კახეთის მხარეში სახელმწიგო რწმუნებულმა ირაკლი ქადაგიშვილმა.

იურიდიული დახმარების საკონსულტაციო ცენტრის ინფორმაციით, მოსახლეობის შეფასებით, ეს არის დროული და სწორი გადაწვეტილება იურიდიული დახმარების სამსახურის მხრიდან, ვინაიდან სხვადასხვა სამართლებრივ პრობლემას ხეობიდან გაუსვლელად, ადგილობრივი იურისტის დახმარებით მოაგვარებენ.

„ზოგადად ხეობაში აუცილებელი და საჭიროა ასეთი სამსახურის არსებობა. პირველ რიგში, ხეობაში ცხოვრობენ ლტოლვილები, ასევე არიან ოჯახები, რომლებსაც მოსაწესრიგებელი აქვთ საბუთები, დასარეგისტრირებელი გვაქვს მიწებიც. პირადად მე, როგორც სკოლის დირექტორს, ხშირად მაქვს მოსაწესრიგებელი სხვადასხვა დოკუმენტი, რასაც აქამდე ადგილზე ვერ ვახერხებდი. დღეიდან ყველაფერი გამიადვილდება, ხეობიდან გაუსვლელად მივიღებ კონსულტაციას. როგორც რიგითი მოქალაქე, ძალიან გახარებული ვარ დუისში იურიდიული დახმარების სამსახურის ოფისის გახსნით“, - სოფელ დუისის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო სვიაკაურმა.

მათივე ინფორმაციით, 20 ივნისს ასევე აღინიშნება ლტოლვილთა საერთაშორისო დღე. ამასთან დაკავშირებით, ყვარელწყლის საზოგადოებრივ ცენტრში წარმოდგენილი იყო პრეზენტაცია თემაზე „თავშესაფრის მაძიებელთა, ლტოლვილთა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობა“.

„გახსნის ცერემონიის დასრულების შემდეგ, სოფელ დუისის საგანმანათლებლო ცენტრში გაიმართა საკონსულტაციო შეხვედრა, სადაც ადგილობრივმა მოსახლეობამ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორთან ისაუბრა საკუთარი სამართლებრივი პრობლემების შესახებ. რაჟდენ კუპრაშვილმა მათ კონსულტაცია გაუწია სხვადასხვა საკითხზე.

გაირკვა, რომ პანკისის ხეობის სოფლების მოსახლეობას აინტერესებთ საოჯახო და მემკვიდრეობითი, უძრავ და მოძრავ ქონებასთან დაკავშირებული დავები, მხარდაჭერის მიმღები პირისათვის მხარდამჭერის დანიშვნასთან დაკავშირებული საკითხები და ა.შ.

იურიდიული დახმარების სამსახური უფასო სამართლებრივი დახმარების გამწევი სახელმწიფო ორგანიზაციაა. იურიდიული კონსულტაცია ხელმისაწვდომია ყველა პირისთვის ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, ხოლო გადახდისუუნარო პირებისათვის ხორციელდება სამართლებრივი დოკუმენტების შედგენა და საადვოკატო მომსახურების გაწევა სასამართლოსა და ადმინისტრაციულ ორგანოებში.

დღეის მდგომარეობით, ქვეყნის მასშტაბით იურიდიული დახმარების სამსახურის 12 ბიურო და 8 საკონსულტაციო ცენტრი მოქმედებს. იურიდიული დახმარების საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს რეგიონებში დამატებით ამოქმედდება იურიდიული დახმარების სამსახურის 2 ბიურო და 8 საკონსულტაციო ცენტრი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

საკვანძო სიტყვები:

შატილში დამწვარი სკოლა-პანსიონის მოსწავლეები, ახალი სკოლის აშენებამდე, სწავლას ამბულატორიის რეაბილიტირებულ შენობაში განაგრძობენ

21 ოქტომბერი, 2019 , 14:10

შატილში, რამდენიმე დღის წინ დამწვარი სკოლა-პანსიონის 8 მოსწავლემ სწავლა დროებით ამბულატორიის ახალრეაბილიტირებულ შენობაში გააგრძელა. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ მოსწავლეები და მათ

ზემო ალაზნის სარწყავი სისტემის სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია განხორციელდა

21 ოქტომბერი, 2019 , 12:20

საქართველოს მელიორაციამ ახმეტის მუნიციპალიტეტში, ზემო ალაზნის სარწყავი სისტემის სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია დაასრულა. სათავე ნაგებობის ზედა და ქვედა ბიეფზე არსებულ სარეგულაციო კედლებს ჩაუტარდა რეაბილიტაცია; შეკეთდა სათ

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლატალში 50 ბავშვზე გათვლილი ბაღის მშენებლობა სრულდება

20 ოქტომბერი, 2019 , 11:02

მესტიის მუნიციპალიტეტში ლატალის და ცხუმარის ადმინისტრაციულ ერთეულებში ახალი საბავშვო ბაღები შენდება. სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების მშენებლობის პროცესს სოფელ ლატალში, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის

ჩვენ მივალთ ყველა რაიონში, ყველა ქალაქში, დაველაპარაკებით ყველას - გიორგი გახარია

19 ოქტომბერი, 2019 , 18:41

„ჩვენ მივალთ ყველა რაიონში, ყველა ქალაქში, დაველაპარაკებით ყველას. ჩვენთვის პრიორიტეტი იქნება მასწავლებელი, ექიმი, პოლიციელი, ფერმერი, სპორტსმენი - ყველა ის ხალხი, ვინც ქმნის ჩვენი ქვეყნის სახეს“, - ამის შესა

გიორგი გახარია გორში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა

19 ოქტომბერი, 2019 , 12:45

გიორგი გახარია გორში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა. პრემიერ-მინისტრი მედიკოსებთან შეხვედრისას სამედიცინო სფეროში არსებული პრობლემებით დაინტერესდა. მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა მედიკოსების, პედაგოგებისა და პო

განათლება არის ჩვენი სისტემური პრობლემა, რომლის გადასაწყვეტადაც იყო დაწყებული განათლების სისტემური რეფორმა - გიორგი გახარია

19 ოქტომბერი, 2019 , 12:45

განათლების სისტემური რეფორმა არ არის ის რეფორმა, რომელიც ერთ ან ორ წელიწადში ხელშესახებ შედეგს მოგვცემს, თუმცა ერთმნიშვნელოვნად ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ უნდა ვგრძნობდეთ და ვხედავდეთ ყოველდღიურ პროგრესს, - ამის შეს