უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

7 აგვისტო, 2018 15:00
font-size

პანკისის ხეობაში პროვოკაციაა მოსალოდნელი - ელისო კილაძე

გაზეთ „ქრონიკა პლუსის“ მთავარი რედაქტორის, ელისო კილაძის განცხადებით, რუსეთის მხრიდან პანკისის ხეობაში პროვოკაცია იგეგმება. ამის შესახებ კილაძემ სოფელ დუისში განაცხადა, სადაც ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამასთან, ზაზა სარალიძესთან ერთად მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდასაჭერად ჩავიდა.

„ვრცელდება ინფორმაცია, სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლების მხარდაჭერითა და ინფორმირებულობით, რომ პანკისის ხეობა არის ტერორისტების ბუდე, აქ არის ტერორისტების ბაზები, რომ პანკისის ხეობაში საშიში ხალხი ცხოვრობს“, - განაცხადა კილაძემ.

მისივე თქმით, სუს-ი ავრცელებს ჭორებს მალხაზ მაჩალიკაშვილის ტერორიზმთან კავშირის შესახებ.

კილაძის თქმით, სუს-ის სცენარია ის ვიდეოც, რომელიც „პალიტრა ნიუსმა“ გუშინ გაავრცელა, რომელშიც ისლამური სახელმწიფოს ქართული დაჯგუფება საქართველოს ხელისუფლებას ემუქრება.

„ეს იყო ერთი სცენარი, ჩვენი დაკავება მიუნხენის აეროპორტში, შემდეგ ტერორიზმში ბრალდებული პირის დაკავება ორშაბათს დილით ადრე, მალხაზ ტოხოსაშვილი მყავს მხედველობაში და არ გამოვრიცხავთ იმასაც, რომ მას მიაცემინონ ჩვენება მალხაზ მაჩალიკაშვილის წინააღმდეგ და ასევე, ამ სცენარის ფინალური აკორდი იყო ის სულელური, ძალიან მდაბიო ხარისხის ვიდეო, რომელიც გავრცელდა რაღაც დახურული ჯგუფების მეშვეობით, თითქოსდა, ისლამური სახელმწიფოს წარმომადგენლები ტერორისტული აქტებით ემუქრებიან საქართველოს. ეს ასე არ არის, პანკისის ხეობა არის საქართველო, ჩვენ ვიქნებით მალხაზ მაჩალიკაშვილთან ერთად ბოლომდე და მხოლოდ სამართლებრივი მექანიზმებით შევეცდებით, რომ სიმართლე ქვეყნის გარეთ გავიტანოთ“, - განაცხადა კილაძემ.

მან ევროპელ უფლებადამცველებს მიმართა და საქართველოში ჩამოსვლისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ყველა მასალას ადგილზე გააცნობენ, მათ შორის, დეკანოზი გიორგი მამალაძის საქმეს.

კილაძის თქმით, ევროკავშირის ელჩთანაც იგეგმება შეხვედრა სტრასბურგში ჩაშლილი შეხვედრის შესახებ.

ორი დღის წინ კილაძე ზაზა სარალიძესთან და მალხაზ მაჩალიკასვილთან ერთად სტრასბურგში უნდა გამგზავრებულიყვნენ, თუმცა მათ გაარკვიეს, რომ ქართულმა მხარემ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მიაწოდა ინფორმაცია, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილი ტერორისტულ საქმიანობაშია ბრალდებული.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საქართველოში KIABI – ს პირველი ფილიალი გაიხსნა

23 აპრილი, 2024 , 15:39

საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს.  ამჯერად, ფინანსურ ინსტიტუტთან პარტნიორობით, კომპანია ჯითექსმა,  გლობალური ბრენდის,  KIABI - ის პირველი ფილიალი, East Point - ში გახსნა. პროექტის ჯამ

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ეკონომიკის ოლიმპიადის სასკოლო რაუნდი გაიმართა

22 აპრილი, 2024 , 16:07

საქართველოს ბანკი, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ფინანსური ინსტიტუტი, რომლის მიზანი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდაა, ეკონომიკის ოლიმპიადის მხარდამჭერია. ეკონომიკის ოლიმპიადაში მონაწილეობას მე-10, მე-

ბზის მოჭრაზე კონტროლი გამკაცრდა - სანქციის ოდენობა 500-დან 2000 ლარამდე გაიზრდა

22 აპრილი, 2024 , 10:41

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს. სამინისტროს ინფორმაციით, ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა. სანქციის ოდენობა გაზრდილია და 500-დან 2000 ლარამდე ჯა

იარე ასე ამაყად, ეს დროშა მუდამ მაღლა გეჭიროს! – პრეზიდენტი

19 აპრილი, 2024 , 15:56

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც აქციის მონაწილე ახალგაზრდა საქართველოს დროშით მოაბიჯებს და წერს: “მომავლის და საკუთარი თავის, რომ სჯერა ადამიანს, მისთვის  შეუძ

20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი

19 აპრილი, 2024 , 15:14

გარემოს ეროვნული სააგენტო 20-22 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სინოპტიკოსების ცნობით, 20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 20

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი