უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

7 ივნისი, 2019 15:03
font-size

პანკისის ხეობაში შექმნილ პრობლემაზე პასუხისმგებლობას მეც ვგრძნობ - ნათია თურნავა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, რომ პანკისის ხეობაში, 21 აპრილს განვითარებულ პროცესებზე პასუხიმგებლობას გრძნობს.

მისი თქმით, რაც მოხდა, ძალიან სამწუხარო გაუგებრობა იყო.

„როცა მსგავსი ფაქტი ხდება, ძირითადი პასუხისმგებლობა არის სახელმწიფოს, ეკონომიკის სამინისტროსა და ეკონომიკის მინისტრის. ამ შექმნილ პრობლემაზე ჩემს პასუხისმგებლობას მეც ვგრძნობ.

დავინახე დიდი გამოწვევა და საჭიროება მთლიანად ენერგეტიკის დარგის რეფორმირების.

როცა პანკისის ხეობისა და სხვა რამდენიმე მსგავსმა შემთხვევამ ქვეყნისთვის ძალიან საჭირო პროექტები ცუდი კომუნიკაციის გამო დააბრკოლა და დროულად ვერ განახორციელა, ამან დაგვანახა, რომ ენერგეტიკის სექტორი სწრაფ რეფორმირებას საჭიროებს, მათ შორის კომუნიკაციის ნაწილში. უკეთესი კომუნიკაციაა საჭირო, რაც ამ კონკრეტულ შემთხვევას აკლდა. ეს საკითხები არის მაინც ინვესტორსა და მოსახლეობას შორის, ორმხრივ რეჟიმში წარმოებული. პანკისის შემთხვევაში ინვესტორი დაახლოებით 1,5 წელიწადი კომუნიკაციას აწარმოებდა მოსახლეობასთან და განსხვავებული განცდა იყო, ეს კომუნიკაცია თუ რამდენად შედეგიანია. ვნახეთ, რომ ეს კომუნიკაცია შედეგიანი არ იყო“, – განაცხადა თურნავამ.

არ ვეთანხმები დაპირისპირების პროვოცირებას არც ერთი მხარის მხრიდან.- სალომე ზურაბიშვილი

15 ივნისი, 2019 , 14:52

მე ვარ ყველას პრეზიდენტი, არავინ უნდა უნდა იყოს დისკრიმინირებული, თუმცა არ ვეთანხმები დაპირისპირების პროვოცირებას არც ერთი მხრიდან,– ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მთავრობის ადმინისტრაცია

საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობა ჩვენი სუვერენული უფლებაა, სუვერენული არჩევანი - ზურაბ აბაშიძე

14 ივნისი, 2019 , 10:14

საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობა ჩვენი სუვერენული უფლება და არჩევანია, – ასე ეხმაურება რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე რუსეთის საგარეო

ქვეყანაში საარჩევნო სისტემა პროპორციული უნდა იყოს, შერეული თუ მაჟორიტარული, ამ კითხვაზე პასუხი კონსტიტუციამ გასცა - თეა წულუკიანი

13 ივნისი, 2019 , 14:15

მისასალმებელია, რომ მმართველი გუნდი და პარლამენტში უმრავლესობა საკუთარი ინიციატივით ქმნის სამუშაო ჯგუფს, რომელმაც მომავალი წლის არჩევნებამდე ბევრად ადრე უნდა დაიწყოს და დაასრულოს მუშაობა საარჩევნო კანონმდებლობის ხარვეზებ

ოპოზიციის ერთმა ნაწილმა ფეხების ბაკუნი აირჩია - არჩილ თალაკვაძე

13 ივნისი, 2019 , 13:38

საპარლამენტო ოპოზიცია დღემდე ყველა გამოსვლაში იმეორებდა, რომ ეუთო-ს რეკომენდაციები მნიშვნელოვანია, ახლა როცა შევქმენით სამუშაო ფორმატი და რეკომენდაციებზე მუშაობა დავიწყეთ, მათ თქვეს, რომ ეს მეორეხარისხოვანია, – ამი

ოპოზიციას ვურჩევ, ცოტა დამაჯერებელი ტყუილი მოიფიქროს - კახა კალაძე კომპანია „ბილდინგ დეველოპერის“ შესახებ გაკეთებულ განცხადებებზე

11 ივნისი, 2019 , 19:11

თბილისის მერი კომპანია „ბილდინგ დეველოპერის“ შესახებ ოპოზიციის მიერ გაკეთებულ განცხადებებს სიცრუესა და ცილისწამებას უწოდებს და აცხადებს, რომ თბილისის მერიას, თავად მერს და მის მოადგილეს გაზის ტრანსპორტირების

სულ ანგელოზები რომ მოიყვანონ და სულ გენიოსები, მაინც არაფერი არ ეშველება - გია ხუხაშვილი

10 ივნისი, 2019 , 17:40

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი "ქართულ ოცნებაში" დაანონსებულ საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით ამბობს, რომ პარტიას განახლების შანსი არ აქვს, რადგან როდესაც საუბარი ცვლილებებზე დაიწყო, პარტიაში ირაკლი ღარიბაშვილი დააბრუნეს და მ

ვიდეო გალერეა

ქრისტე აღსდგა!