უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

26 იანვარი, 2018 16:25
font-size

პანკისის მოსახლეობა გენერალურ პროკურორთან შეხვედრას ითხოვს

პანკისის მოსახლეობა თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე საქართველოს მთავარ პროკურორთან, ირაკლი შოთაძესთან შეხვედრას ითხოვს. ხეობის ერთ-ერთი უხუცესის, ხასო ხანგოშვილის განცხადებით, მათ აინტერესებთ გამოძიების მიმდინარეობა.

ხანგოშვილმა აღნიშნა, რომ შემაშფოთებელია პანკისის ხეობის დაკავშირება ტერორიზმთან.

„ითხოვს მოსახლეობა, რომ შეხვედრა მოხდეს გენერალურ პროკურორთან, რადგან გამოძიებას პროკურატურა აწარმოებს. ჩვენ გვაინტერესებს, სადამდე არის მისული გამოძიება. საერთოდ, შეშფოთებას იწვევს ის გარემოება, რომ ეს ანტიტერორისტული ოპერაცია იმდაგვარად ჟღერდება, თითქოს პანკისის ხეობაში მართლაც ტერორისტები იყვნენ, ტერორისტულ ორგანიზაციებთან ჰქონდეთ კავშირი და ა.შ. მართლაც შემაშფოთებელია ის გარემოება, რომ ჩვენ რაღაც 6 ათასი ვართ და 6 ათასში 5-6 ტერორისტი, ძალიან ცუდად ჟღერს“, -თქვა ხანგოშვილმა.

უხუცესის შეფასებით, სპეცრაზმელებმა თემირლან მაჩალიკაშვილი მოკლეს.

„აქ ოჯახია, დაღუპული ოჯახი. დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ მკვლელობა მოხდა, როდესაც შეიძლებოდა ყოველგვარი ოპერაციის, ასეთი ძალადობრივი გზების გარეშე მოგვარებულიყო ეს საკითხი“,-თქვა ხანგოშვილმა.

პანკისის ხეობაში იმამის წარმომადგენლის, მუსა გოდერძიშვილის თქმით, გამოძიებასთან დაკავშირებით ადგილობრივებს ინფორმაციას არ აწვდიან.

„დღემდე ჩვენ არავინ არ შეგვხვედრია და არანაირი ინფორმაცია არ გვაქს ამ მიმართულებით, თუ რა მიმართულებით მიდის გამოძიება. ჩვენ გვსურს, შევხვდეთ გენპროკურორს და მისგან მოვისმინოთ კითხვებზე პასუხები“, - განაცხადა გოდერძიშვილმა.

19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი 26 დეკემბერს, სოფელ დუისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაჭრეს. მას ჭრილობა ჰქონდა მიყენებული თავის არეში. იგეგმებოდა მისი სამკურნალოდ გაგზავნა თურქეთში, თუმცა 10 იანვარს მაჩალიკაშვილი გარდაიცვალა.

2003 წლის მთელი კამპანია, „ვარდების რევოლუციის“ ჩათვლით, დაფინანსებული იყო ჩემს მიერ - ირაკლი ოქრუაშვილი

22 ივლისი, 2019 , 15:24

2003 წლის მთელი კამპანია, „ვარდების რევოლუციის“ ჩათვლით დაფინანსებული იყო ჩემს მიერ, ანუ მაშინაც მქონდა ამის ბერკეტი, ახლაც მაქვს და დიდი ალბათობით, მერეც მექნება, – ამის შესახებ „გამარჯვებული საქ

სამართლიანობა აღდგება მხოლოდ მაშინ, როდესაც „რუსთავი 2“ დაუბრუნდება მის დამფუძნებლებს - ჯარჯი აქიმიძე და დავით დვალი

22 ივლისი, 2019 , 14:55

„რუსთავი 2“-ის დამფუძნებლები - ჯარჯი აქიმიძე და დავით დვალი განცხადებას ავრცელებენ. „2004 წელს ჩვენ წინააღმდეგ საქართველოს ხელისუფლებამ ჩაიდინა დანაშაული. მან ძალადობითა და ყაჩაღობით მიითვისა ჩვენს საკუ

„გრინვეიმ“ თბილისში, ტექნიკური ინსპექტირების 5 ცენტრში უფასო ელექტრომობილების დამტენები განათავსა

22 ივლისი, 2019 , 14:33

კომპანია „გრინვეიმ“ საკუთარი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, თბილისში მდებარე ხუთ ტექნიკური ინსპექტირების ცენტრში ადგილი გამოყო და სრულიად უსასყიდლოდ განათავსა ელექტრომობილების დამტენები. პ

რელიგიური უმცირესობის სასულიერო პირებისთვის სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამა ამოქმედდა

22 ივლისი, 2019 , 14:03

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლამ, რელიგიური უმცირესობების სასულიერო პირებისთვის ქართული ენის სწავლების პროცესი დაიწყო. სამთვი

მრავალეროვნული სწავლების დაწყებასთან დაკავშირებით პრეზენტაცია გაიმართა

22 ივლისი, 2019 , 12:44

თავდაცვის სამინისტროს არმიჰოლში მრავალეროვნული სწავლების „Agile Spirit 2019“ დაწყებასთან დაკავშირებით პრეზენტაცია გაიმართა. მოწვეულ სტუმრებს სიტყვით საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ მიმართა და აღ

სარედაქციო დამოუკიდებლობა არ ნიშნავს ვინმეს ახირებების და კაპრიზების შესრულებას- ქიბარ ხალვაში

22 ივლისი, 2019 , 12:26

სარედაქციო დამოუკიდებლობა არ ნიშნავს ვინმეს ახირებების და კაპრიზების შესრულებას, დესტრუქციული ამოცანების მქონე პირების გემოვნებაზე მორგებას, - ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის 100%-იანი წილის მფლობელის, ქიბარ ხალვ

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს