უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

4 იანვარი, 2017 12:00
font-size

პანკისში ,,კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდის’’ ოფისის დაწვა სცადეს

პანკისში არასამთავრობო ორგანიზაცია ,,კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდის’’ ოფისის დაწვა სცადეს.

შენობას უცნობმა პირებმა აალებადი სითხე შეასხეს და ცეცხლი წაუკიდეს.

ხანძრის ლოკალიზება დროულად მოხერხდა და დაზიანება ოფისის მხოლოდ მცირე ნაწილს შეეხო.
შემთხვევის ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები.

ფონდის ხელმძღვანელი, იზა ბექაური მომხდარს ორგანიზაციის საქმიანობას უკავშირებს.

მისი თქმით, ცოტა ხნის წინ მუქარის შემცველი შეტყობინება მიიღო, რომლის მიხედვითაც მას ხეობაში ორგანიზაციის მუშაობა დაუყოვნელივ უნდა შეეჩერებინა.

,,სამი პატარა ათლიტრიანი თუ ხუთლიტრიანი ჭურჭელია მოტანილი და ბენზინია თუ რა არი, ვერ გავარკვიე. ის არის გარეთ აივანზე დასხმული. შიგნით ფანჯარაა გატეხილი და შიგნით იატაკზეცაა დასხმული. კონკრეტულად არ შემიძლია დავასახელო, არ ვიცი, ვინ გააკეთა ეს, მაგრამ ამ ბოლო დროს, ნოემბრის ბოლოს ჩემთან ფეისბუქის საშუალებით იყო მოწერილი ძალიან ბევრი მუქარა ჩვენი საქმიანობიდან გამომდინარე. ჩვენი საქმიანობა არ მოწონთ’’, - აცხადებს იზა ბექაური.

ნინო ექვთიმიშვილი

საკვანძო სიტყვები:

საქართველოს ბანკი ადგილობრივი წარმოების მხარდასაჭერად

26 იანვარი, 2021 , 11:26

საქართველოს ბანკი ადგილობრივი მეწარმეების ხელშეწყობას განაგრძობს. მეღვინეობის პროექტის მხარდასაჭერად, ბანკმა 100,000 ლარის ოდენობის ფინანსური რესურსი გამოყო. აღნიშნული პროექტის ფარგლებში ხელვაჩაურის რაიონის სოფელ განახლე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით დმანისში შვეიცარიული აგროსკოლა გაიხსნება

25 იანვარი, 2021 , 14:30

საქართველოს ბანკი ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით არაერთ პროექტს უჭერს მხარს. მათ შორისაა შვეიცარიული სტანდარტების მიხედვით შექმნილი აგროსკოლაც, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ბანკი ავრცელებს. მათივე თქმით, პროექტის

ლაგოდეხში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა

23 იანვარი, 2021 , 17:35

მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა ლაგოდეხში - ერთმანეთს ოპელის მარკის ავტომობილები შეეჯახნენ, რის შედეგადაც, ერთი მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა; დაშავდა სამი მგზავრი. „მთავარი არხის“ ინფორმაციით, დაზარა

ოპოზიციის სიით აჭარის უმაღლეს საბჭოში შესულ დეპუტატს თავზე ნაგავი დააყარეს

23 იანვარი, 2021 , 17:10

დღეს ბათუმში აქციაზე მისულ აჭარის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელ დეპუტატს, ირაკლი ჩავლეიშვილს, ნაგვის ურნით თავზე ნაგავი დააყარეს და შეძახილებით "მონა", "მოღალატე" დაატოვებინეს ტერიტორია. როგორც "ალტერნატივას" წევრი მზია ქ

ბათუმში, ბულვარში 16-სართულიანი სასტუმროს მშენებლობას აპროტესტებენ

23 იანვარი, 2021 , 14:39

"ბეტონყმობა", "ნუ გვაბრუნებთ გამოქვაბულში", "ხელები შორს ჩვენი ქალაქისგან",- ამ ლოზუნგებით ბათუმის ბულვარში, ადგილობრივებმა ქალაქის მთავარ რეკრეაციულ ზონაში 16-სართულიანი სასტუმრო "ამბასადორის" მშენებლობა გააპროტესტეს. მ

ქვემო ქართლის რეგიონში მესაქონლეობის ახალი ფერმა ამოქმედდა

23 იანვარი, 2021 , 11:41

სოფლის განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დამია გეურარხში, სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, ანარ სადიკოვმა თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი მესაქონლეობის ფერმა ააშენა. ფერმის მშენებლო