რეგიონები


პანკისში მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პანკისის ხეობის სოფელ დუისში სუს-ის სპეცოპერაციის დროს მიყენებული ჭრილობის შედეგად დაღუპული თემირლან მაჩალიკაშვილის მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. აქციას ესწრება ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე.
ადგილობრივები მოითხოვენ თემირლან მაჩალიკაშვილის უდანაშაულოდ ცნობას, ასევე განმარტებას პროკურატურისგან, მომხდარიდან 6 თვის შემდეგ რატომ არიან დაუსჯელები სპეცოპერაციაში მონაწილე პირები. აქციის მონაწილეებს ასევე აინტერესებთ, რატომ არ წარადგინა პროკურატურამ მტკიცებულბები, რომლებიც დაადასტურებს ტერორიზმთან თემირლან მაჩალიკაშვილის კავშირს.
პანკისელების თქმით, თუ ხელისუფლება მათ მოთხოვნებს არ გაითვალისწინებს, ისინი აქციებს თბილისში გამართავენ.
პანკისის ხეობის სოფელ დუისში 2017 წლის 26 დეკემბერს ჩატარებული სუს-ის სპეცოპერაციის დროს 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი თავის არეში დაჭრეს. ის თბილისში გადაიყვანეს, იგეგმებოდა მაჩალიკაშვილის სამკურნალოდ წაყვანა საზღვარგარეთ, თუმცა 2018 წლის 10 იანვარს ის წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიან კლინიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა.
საკვანძო სიტყვები:

როგორი იქნება საქართველოში პირველი ხის კენწეროების ბილიკი?
14 დეკემბერი, 2019 , 14:20
დიდ ჯიხაიშში ნიკო ნიკოლაძის მიერ დაარსებული პროფესიული კოლეჯის აღორძინება იწყება
13 დეკემბერი, 2019 , 17:50

ახალციხეში კავკასიური მურა დათვის ბელი მოკლეს
13 დეკემბერი, 2019 , 11:35
კეთილი იყოს ოპოზიციის და არა მარტო ოპოზიციის მობრძანება დმანისში - კახა ოქრიაშვილმა ალეკო ელისაშვილს დმანისში ბანერები დაახვედრა
7 დეკემბერი, 2019 , 13:30
დევნილ ოჯახებს ხაშურში ბინები გადაეცათ
7 დეკემბერი, 2019 , 12:55

ქუთაისში აქცია დასრულდა
6 დეკემბერი, 2019 , 16:40