უახლესი ამბები
არქივი
საზოგადოება
პანკისში მცხოვრები ბესლან წუწაშვილი საქართველოში დაბრუნდა
პანკისში მცხოვრები ბესლან წუწაშვილი, რომელიც დაკარგულად ითვლებოდა, საქართველოში დაბრუნდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მან საქართველოს საზღვარი, სავარაუდოდ, დღეს გადმოკვეთა.
როგორც უწყებაში ამბობენ, ბესლან წუწაშვილი გამოსაკითხად პოლიციაშია დაბარებული.
პანკისის მკვიდრი, რომელსაც ოჯახი 16 დღის განმავლობაში ეძებდა, თბილისში ჩეჩნეთიდან ჩამოვიდა.
ამასთან, როგორც ბესლან წუწაშვილის დედა, ლეილა უმაროვა ამბობს, მას შვილთან კონტაქტი არ ჰქონია და მისი დაბრუნების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.
წუწაშვილი ჩეჩნეთში 6 ივნისს დაღესტნელ მეგობრებთან ერთად გაემგზავრა. როგორც ლეილა უმაროვა აცხადებდა, ოჯახს სწორედ მათ შეატყობინეს, რომ საქართველოს მოქალაქე, რუსეთის ტერიტორიაზე გადასვლის შემდეგ, ტერორიზმის ბრალდებით დააკავეს.
უმაროვამ განცხადებით შსს-ს და ,,წითელი ჯვრის“ საერთაშორისო კომიტეტს მიმართა და შვილის ადგილსამყოფელის დადგენაში დახმარება სთხოვა.