უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

2 ნოემბერი, 2016 15:55
font-size

„პაპუაშვილის საქმეზე“ აცილებული მოსამართლეების შესახებ სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებულ განჩინება ცნობილია

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა სახელმწიფოს სახით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან და საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილთან მოქალაქე როლანდ ბლადაძის ჩამორთმეულ, სადავო ქონებაზე აცილებული განმხილველი მოსამართლეების დასაბუთებული განჩინება უკვე ცნობილია. განჩინება მხარეს მხოლოდ 2 ნოემბერს ჩაბარდა, _ აცნობეს მედიანიუსს ორგანიზაციიდან “ახალგაზრდა ადვოკატები“

„სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსამართლის დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა წარმოადგენს მართლმსაჯულების სისტემის ფუნქციონირების უმთავრეს პრინციპს და შესაბამისად, მოსამართლის უზენაეს ვალდებულებას. მართლმსაჯულების წინაშე არსებული ამოცანების შესრულებისათვის უმნიშვნელოვანეს ფაქტორს წარმოადგენს ასევე, საზოგადოების ნდობა, ვინაიდან საზოგადოების ნდობა არის მოსამართლის ლეგიტიმურობის საფუძველი და მისი უფლებამოსილების წყარო.

მოსამართლის აცილების ინსტიტუტი ემსახურება სწორედ დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის პრინციპის განმტკიცებასა და სასამართლოს სისტემის მიმართ საზოგადოების ნდობის შენარჩუნებას.
სამოსამართლო ქცევის ბანგალორის პრინციპების მიხედვით, მოსამართლემ უნდა აიცილოს საქმე ისეთ შემთხვევებში, როდესაც მას არ შესწევს უნარი საქმე განიხილოს მიუკერძოებლად ან როდესაც გონიერ დამკვირვებელს შეიძლება მოეჩვენოს, რომ მოსამართლეს არ შესწევს საქმის მიუკერძოებლად განხილვის უნარი.

სასამართლოს მიერ საქმის მიუკერძოებლად განხილვის პრინციპი და შესაბამისად, გარკვეული წინაპირობების არსებობისას საქმის აცილების ვალდებულება წარმოადგენს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილით გარანტირებული სამართლიანი სასამართლო უფლების შემადგენელ ელემენტსაც.

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის განხილვისას მოსამართლის აცილების წინაპირობას წარმოადგენს მიუკერძოებლობის არარსებობა, მიუკერძოებლობის არარსებობის საფრთხე ან მხარის ეჭვები მოსამართლის მიკერძოების თაობაზე. ანუ თუ არსებობს ნებისმიერი ლეგიტიმური საფუძველი, ამ საფუძვლის არსებობის საფრთხეები ან მხარის ეჭვი მოსამართლის მიუკერძოებლობასთან მიმართებით, მოსამართლე აცილებულ უნდა იქნეს საქმის განხილვისაგან.

მიუკერძოებლობა, როგორც წესი, ნიშნავს საქმისადმი წინასწარ დაინტერესებისა და ტენდენციურობის გამორიცხვას და იგი ფასდება სუბიექტური და ობიექტური ტესტის მიხედვით.

სუბიექტური ტესტით შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს კონკრეტული მოსამართლის პიროვნულ ქცევასა და მრწამსს, ანუ რამდენად აქვს მოსამართლეს პირადი დაინტერესება და მიკერძოება საქმის მიმართ.

სუბიექტური ტესტისაგან განსხვავებით, ობიექტური ტესტი აწესებს დამატებით გარანტიებს და აცილების წინაპირობებს განმარტავს უფრო ფართოდ.

ობიექტური ტესტით შეფასებისას უნდა გაირკვეს რამდენად ქმნის სასამართლო და მისი შემადგენლობა საკმარის გარანტიას იმისათვის, რომ გამოირიცხოს ნებისმიერი ლეგიტიმური ეჭვი მის მიკერძოებასთან მიმართებით. ობიექტურ ტესტთან დაკავშირებით აუცილებელია გაირკვეს, მოსამართლის ქცევის მიუხედავად რამდენად აქვს ადგილი ფაქტებს, რომლებმაც შესაძლებელია წარმოშვას ეჭვები მოსამართლის მიუკერძოებლობასთან მიმართებით.

იმის შეფასებისას არსებობს თუ არა მოსამართლის მიუკერძოებლობის შიშისათვის ლეგიტიმური საფუძველი, მნიშვნელოვანია იმ პირის შეხედულება, რომელსაც საკითხი ეხება, თუმცა ეს ყოველთვის არაა გადამწყვეტი.

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ მოსამართლის მიუკერძოებლობა განმარტებულია, როგორც ,,მოსამართლის მიერ წინასწარ შექმნილი აზრის არ ქონა“, კონკრეტული საქმის განხილვისას ყურადღება უნდა მიექცეს იმის განსაზღვრას, რამდენად არსებობს მოსამართლის მხრიდან საკმაო გარანტიები, რომ გამოირიცხოს ნებისმიერი კანონიერი ეჭვი ამ კუთხით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიუთითებს, რომ მიუკერძოებლობის შეფასებისას ყურადღება ექცევა თვით მოვლენათა გარეგნულად გამოჩენის- საზოგადოების მიერ მისი აღქმის ფორმასაც. მოსამართლე საქმის განხილვისას არა მხოლოდ უნდა იყოს მიუკერძოებელი, არამედ, გონიერი დამკვირვებლის თვალშიც უნდა აღიქმებოდეს ასეთად. შესაბამისად ვინაიდან მართლმსაჯულების სისტემის მიმართ საზოგადოების ნდობის განმარტება წარმოადგენს მართლმსაჯულების ლეგიტიმურობის გარანტიას, ნებისმიერი წინაღობა, რომელიც საფრთხეს უქმნის ამ რწმენას უნდა იქნეს გამორიცხული და ნებისმიერი მოსამართლე, რომელთან მიმართებითაც ვერ იქნება მიუკერძოებლობის აღქმა უზრუნველყოფილი, აცილებულ უნდა იქნეს საქმის განხილვისაგან.

სასამართლო აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს სასამართლო პალატის მიერ საქმის დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად განხილვაში ეჭვის შეტანის საფუძვლები, მხარის აღქმაში სასამართლოს ყველა კანონიერი და დასაბუთებული ქმედება მაინც გამოიწვევს ეჭვს. შესაბამისად, ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც მიღებული იქნება სასამართლოს მოცემული პალატის მიერ მხარის გადასახედიდან ვერ იქნება აღქმული, როგორც დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მართლმსაჯულების შედეგი. სწორედ აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო პალატა მიზანშეწონილად თვლის, რომ რ. ბლადაძის შუამდგომლობა დაკმაყოფილებულ იქნას“ - ნათქვამია განჩინებაში, - რომელსაც ახალგაზრდა ადვოკატებიდან.

ცნობისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლოს მომხსენებელი მოსამართლე გიორგი გოგიაშვილის 2016 წლის 27 ოქტომბრის განჩინებით, დაკმაყოფილდა როლანდ ბლადაძის შუამდგომლობა და საქმეზე დანიშნული განმხილველი მოსამართლეები: მანანა ჩოხელი და ნინო ქადაგიძე საქმის განხილვას ჩამოშორდნენ. მხარეს არ ჰქონია საქმის განმხილველი მოსამართლე გიორგი გოგიაშვილის აცილების მოთხოვნა. კანონის თანახმად, საქმეზე ახალი განმხილველი მოსამართლეები სასამართლოს თავმჯდომარე ვალერიან ცერცვაძემ თავიდან უნდა დანიშნოს.

ნარკოტიკული საშუალებების გასაღებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში 3 ბრალდებულს უვადო, ხოლო 2 ბრალდებულს 19 და 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

19 აპრილი, 2024 , 17:15

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ტრანსნაცლიონალური ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარ

დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ბრალდებულები სასამართლომ დამნაშავედ ცნო

19 აპრილი, 2024 , 11:50

თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები გაიზიარა და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ორი პი

შსს-მ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 7 პირი დააკავა, ხოლო 5 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

12 აპრილი, 2024 , 11:39

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამ

სასამართლომ „ქურდული სამყაროს“ წევრობასა და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერაში ბრალდებული 10 პირი დამნაშავედ ცნო

12 აპრილი, 2024 , 10:51

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და „ქურდული სამყაროს“ წევრობასა და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერაში ბრალდებული 10 პირი დამ

ლაზარე გრიგორიადისს ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

12 აპრილი, 2024 , 10:19

2023 წლის მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებული 21 წლის ლაზარე გრიგორიადისი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის

საქართველოს პროკურატურამ ცოლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ მამაკაცს ბრალდება წარუდგინა

11 აპრილი, 2024 , 14:29

საქართველოს პროკურატურამ გენდერის ნიშნით ცოლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ მამაკაცს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი