უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

5 აგვისტო, 2020 16:10
font-size

პარიზისა და მიუნხენიდან თბილისის მიმართულებით შესრულ რეისებზე მგზავრთა აბსოლუტური უმრავლესობა ტურისტია - მარიამ ქვრივიშვილი

მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა საქართველოს მიმართულებით რეგულარული ავიარეისების აღდგენის შესახებ ისაუბრა.

მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ფრენების აღდგენის შემდეგ საფრანგეთიდან და გერმანიიდან შემოსული მგზავრების აბსოლუტური უმრავლესობა ტურისტია.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, აეროპორტში მგზავრების უმრავლესობას კოვიდთან დაკავშირებით ჩაუტარდათ ტესტირება და ყველა მათგანზე პასუხი უარყოფითია.

2 აგვისტოდან მიუნხენი-თბილისი-მიუნხენის მიმართულებით რეგულარული რეისები ავიაკომპანია Lufthansa-მ განაახლა, ხოლო 8 აგვისტოდან, პარიზი – თბილისი – პარიზის მიმართულებს ფრენებს Air France განაახლებს.

„ მოხარულები ვართ, რომ ჩვენი ქვეყნის ტურიზმისა და საავიაციო ინდუსტრიაში პარტნიორი ავიაკომპანიები ბრუნდებიან, რომლებიც რეგულარულ ავიარეისებს განაახლებენ.

განსაკუთრებით აღსანიშნავია შემდეგი პოზიტიური ინფორმაცია, რომ გუშინ შესრულდა პარიზი-თბილისი ავიარეისი, ბორტზე იმყოფებოდა 188 ადამიანი, აბსოლუტური უმრავლესობა იყო ტურისტი. მგზავრებმა კარანტინის გავლის გარეშე დატოვეს აეროპორტი და ახლა ჩვენს ლამაზ ქვეყანაში მოგზაურობენ.

იგივე პრინციპი გავრცელდა მიუნხენის რეისზეც. მიუნხენის რეისიდან ჩამოსული მგზავრების აბსოლუტური უმრავლესობა ტურისტია. მიუნხენის რეისზე ჭარბობდნენ გერმანიის მოქალაქეები, ხოლო პარიზის რეისზე საფრანგეთის.

როგორც იცით, საქართველოს 5 ქვეყანასთან ნაცვალგების პრინციპით გახსნილი აქვს საზღვარი და ამ ქვეყნების მოქალაქეებს კარანტინის გავლის გარეშე შეუძლიათ საქართველოში შემოსვლა, რაც შეეხება სხვა ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც, ასევე ამ რეისებით ჩამოვიდნენ საქართველოში ისინი 14 დღიან სავალდებულო კარანტინის გავლის მიზნით გადაიყვანეს სასრტუმროებში.

ამ რეისებით საქართველოში ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებიც დაბრუნდნენ, რომლებსაც ორმაგი მოქალაქეობა, ან გრძელვადიანი ბინადრობის სტატუსი აქვთ და ეს ადამიანებიც კარანტინის გავლის გარეშე შემოვიდნენ საქართველოში,“-განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

იარე ასე ამაყად, ეს დროშა მუდამ მაღლა გეჭიროს! – პრეზიდენტი

19 აპრილი, 2024 , 15:56

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც აქციის მონაწილე ახალგაზრდა საქართველოს დროშით მოაბიჯებს და წერს: “მომავლის და საკუთარი თავის, რომ სჯერა ადამიანს, მისთვის  შეუძ

20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი

19 აპრილი, 2024 , 15:14

გარემოს ეროვნული სააგენტო 20-22 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სინოპტიკოსების ცნობით, 20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 20

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

კარგი გულიანი ნაცემი ვარ - ალეკო ელისაშვილი

18 აპრილი, 2024 , 13:06

პარტია „მოქალაქეების" ლიდერის, დეპუტატ ალეკო ელისაშვილის განცხადებით, „გულიანი ნაცემია", მათ შორის აქვს ნეკნის მოტეხილობა. მთავრობის ადმინისტრაციასთან წუხელ გამართულ აქციაზე განვითარებული მოვლენების

თბილისში ავარიული საცხოვრებელი კორპუსები კიდევ ორ მისამართზე ჩანაცვლდება

17 აპრილი, 2024 , 13:38

თბილისის მუნიციპალიტეტი ავარიული სახლების სრულ დემონტაჟს კიდევ ორ მისამართზე განახორციელებს და მათ ნაცვლად, თანამედროვე სტანდარტების მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებს ააშენებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა

პირდაპირ ჩემ სახეზე გაატარეთ აწი ევროპა - აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი

17 აპრილი, 2024 , 12:14

16 აპრილს პარლამენტთან აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც ჩანს დაშლის დროს რა დაზიანებები მიიღო. ის ამჟამად ბოკერიას სახელობის კლინიკაშია მოთავსებული. გთავაზობთ პოსტს უცვლელად:

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი