უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი


პოლიტიკა

13 ოქტომბერი, 2017 10:45
font-size

პარლამენტი დღეს პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს განიხილავს

კონსტიტუციის ახალ პროექტთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს პარლამენტი, პლენარულ სხდომაზე დღეს განიხილავს.

საკონსტიტუციო რეფორმის ბოლო ეტაპი კი, 11:00 საათზე უნდა დაიწყოს.

საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების გაზიარებას არ გეგმავს და ვეტოს დასაძლევად ემზადება, რისთვისაც 113 დეპუტატის ხმა სჭირდება.

“პრეზიდენტმა ვერ შეათანხმა ოპოზიციასთან, შესაბამისად, მან საკუთარ ვეტოში ასახა საკითხები, რომელზეც ჩვენ შევთანხმდით, თუმცა ასევე ვეტოში მოცემულია ის საკითხები, რომელსაც მხოლოდ და მხოლოდ ოპოზიცია აყენებს, რომ კონსენსუსი არ იქნას მიღწეული. დარწმუნებული ვარ, რომ ვეტოს დაძლევის შემდეგ, ჩვენ გვექნება კონსტიტუცია, რომელიც ყველა მოქალაქეს საქართველოში, ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოადგება,“ - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრმა არჩილ თალაკვაძემ.

პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები მმართველმა გუნდმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტზეც ჩააგდო. მიუხედავად ამისა, ოპოზიცია „ქართულ ოცნებას“ ბოლო შანსის გამოყენებისა და კონსენსუსისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს.

„ისინი აპირებენ ვეტოს დაძლევას, რისი ფიზიკური შესაძლებლობაც ხმების რაოდენობიდან გამომდინარე აქვთ, თუმცა თუ ოდნავ მაინც აინტერესებთ მათ ჩვენი ქვეყნის მომავალი, ეს არ უნდა გააკეთონ, არ უნდა შექმნან ბიძინა ივანიშვილის სახელმძღვანელო, თუ როგორ შეინარჩუნოს ძალაუფლება, არამედ უნდა გამოიყენონ ეს ბოლო შანსი იმისთვის, რომ დაიწეროს კონსესუალური კონსტიტუცია,“ - ამბობს პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” მდივანი თინა ბოკუჩავა.

ოპოზიციურ პარტიებში აცხადებენ, რომ პრეზიდენტის ვეტოს გაზიარება 2020-ში სამართლიანი არჩევნების ჩატარებისთვის ერთადერთი გზაა. კონსტიტუციის არსებული რედაქციით მიღების შემთხვევაში კი, პოლიტიკოსების განცხადებით, ქვეყანას ერთპარტიული მთავარი კანონი ექნება.

ნინო ექვთიმიშვილი

საკვანძო სიტყვები:

თამარ ჟვანია საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

18 ოქტომბერი, 2017 , 22:40

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების შუალედური ანგარიში წარუდგინა. ანგა

ხელისუფლების მეორე ტურის ეშინია, ის არჩევნების გაყალბებისთვის ემზადება - ალეკო ელისაშვილი

18 ოქტომბერი, 2017 , 22:13

თბილისის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა ალეკო ელისაშვილმა „ქართული ოცნება“ არჩევნების გაყალბების დაგეგმვაში დაადანაშაულა. ბრალდება იმ ფაქტმა განაპირობა, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უარი თქვა ელისაშვ

მიხეილ ჯანელიძის განცხადებით საქართველოს აქვს ევროპარლამენტის მტკიცე პოლიტიკური მხარდაჭერა ევროინტეგრაციის გზაზე

18 ოქტომბერი, 2017 , 17:50

საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის შეფასებით, საქართველოს ჰყავს ძალიან ბევრი მეგობარი ევროპარლამენტში, რაც გამოიხატება ევროპარლამენტის იმ უპირობო და მტკიცე მხარდაჭერაში, რომელიც ქვეყან

“ისრაელის სახლი“ - ევროპის ასამბლეაზე

18 ოქტომბერი, 2017 , 17:50

„ისრაელის სახლი“ მონაწილეობას მიიღებს 20-23 ოქტომბერს დაგეგმილ, ევროპული ალიანსი ისრაელისთვის გენერალურ ასამბლეაში, რომელსაც რუმინეთის დედაქალაქი ბუქარესტი უმასპინძლებს. ასამბლეაზე განიხილება ალიანსის 2016 წლ

სახალხო დამცველის კანდიდატურაზე არჩევნების შემდეგ ვიმსჯელებთ - მამუკა მდინარაძე

18 ოქტომბერი, 2017 , 17:05

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე თავისი კოლეგის, პარლამენტარ სალომე სამადაშვილის ინიციატივას გამოეხმაურა, რომლის მიხედვით, სახალხო დამცველის კანდიდატურის დასახელების უფლება არასამთავრობო

არასამთავრობო სექტორს უნდა მივცეთ უფლება, სახალხო დამცველის პოსტზე საკუთარი კანდიდატურა დაასახელოს - სალომე სამადაშვილი

18 ოქტომბერი, 2017 , 15:40

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამდაშვილმა მოუწოდა არასამთავრობო ოგგანიზაციებს, დაასახელონ თავისი კანდიდატურა სახალხო დამცველის თანამდებობაზე. სამადაშვილის განმარტებით, მმართველი გუნდის ვერ

ვიდეო გალერეა

ინტერვიუ ვანიჩკასთან - ნატო ჩხეიძე