უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

20 თებერვალი, 2019 14:00
font-size

პარლამენტი ღიაა როგორც „თიბისი ბანკის“, ასევე ეროვნული ბანკისათვის - ირაკლი კოვზანაძე

ეროვნული ბანკი დამოუკიდებელი სტრუქტურაა და მას აკისრია სრული პასუხისმგებლობა, ერთი მხრივ, საბანკო კანონმდებლობის დაცვაზე, აღნიშნული სფეროს მდგრადობასა და სტაბილურობაზე, მეორე მხრივ, მომხმარებელთა უფლებების დაცვაზე. საბანკო დაწესებულებების ზედამხედველობის განხორციელების პროცესში ეროვნული ბანკი უფლებამოსილია თანმიმდევრულად გამოიყენოს მთელი რიგი სანქციები, -განაცხადა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ.

ამავე დროს, ირაკლი კოვზანაძემ აღნიშნა, რომ ,,თიბისი ბანკი“ ერთ-ერთი ლიდერი კომერციული ბანკია არა მხოლოდ საქართველოს ბაზარზე, არამედ რეგიონშიც. მისი თქმით, ბანკის აქციონერები არიან ისეთი ცნობილი საერთაშორისო ინსტიტუტები, როგორიცაა J.P. Morgan Chase Bank და „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი“ (EBRD); „თიბისი ბანკი“ ლონდონის ბირჟის პრემიუმ-ლისტინგში შემავალი საჯარო კომპანიაა. მისი კაპიტალის დონე, ლიკვიდობის ხარისხი, სტაბილურობა და მდგრადობა დადასტურებულია როგორც საერთაშორისო აუდიტორული კომპანიების, ასევე თავად ეროვნული ბანკის მიერ.

„ზემოთქმულიდან გამომდინარე, ასევე იმიტომ რომ საფინანსო სექტორს არ უყვარს ხმაური, მიმაჩნია, რომ ეროვნულმა ბანკმა და „თიბისი ბანკმა“ ერთობლივად უნდა იმუშაონ სამართლებრივ ჩარჩოებში და საკითხი დაარეგულირონ ობიექტურად და წმინდა პროფესიონალურად, ზედმეტი აჟიოტაჟის გარეშე. ჩვენ მოვისმინეთ, „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების განცხადება, რომ აქვთ სურვილი, პარლამენტს წარუდგინონ გარკვეული მასალები. მინდა განვაცხადო, რომ პარლამენტი ღიაა, უშუალოდ კი საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი მზადაა, მოაწყოს შეხვედრა როგორც „თიბისი ბანკის“, ასევე ეროვნული ბანკის წარმომადგენლებთან“, - აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.

`საპატრიარქოს თავისთვის არაფერი უნდა, ეს არის ყველაფერი განათლებისთვის, ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის“ - პროტოპრესვიტერი გიორგი მეუფე ანტონი საპატრიარქოსთვის 35მლნ-ის გამოყოფაზე

19 მარტი, 2024 , 15:28

პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე გაზრდილ დაფინანსებასთან დაკავშირებით ამბობს, რომ "საპატრიარქოს თავისთვის არაფერი უნდა" და ეს ყველაფერი განათლებისთვისაა. ტელეკომპანია „ფორმულასთან“ სატელეფონო საუბარში ზვიადაძე

„მაგით, რა, ახალ რამეს გავაკეთებთ? ფასები არის ძალიან გაძვირებული, კარგად იცით ეს“ - მეუფე ანტონი საპატრიარქოსთვის 35მლნ-ის გამოყოფაზე

19 მარტი, 2024 , 15:10

ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი ანტონი უარყოფს, რომ მთავრობის მიერ საპატრიარქოსთვის გამოყოფილი თანხა არჩევნებს უკავშირდება.ტელეკომპანია „ფორმულასთან“ სატელეფონო ინტერვიუში ის გაზრდილ ფასებზე საუბრობს. "შარშან

საპატრიარქოსთვის 35 მილიონის გამოყოფა არჩევნებს არ უკავშირდება - ირაკლი კობახიძე

19 მარტი, 2024 , 15:04

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის თქმით, მისი განკარგულებით, საპატრიარქოს საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის 35 მილიონის გამოყოფა არჩევნებთან კავშირში არ არის. "ეს დაფინანსება უკვე შარშან ჩაიდო წლევანდელ ბიუჯეტში, ასე

საპატრიარქოსთვის 35 მილიონის გამოყოფა არჩევნებს არ უკავშირდება - ირაკლი კობახიძე

19 მარტი, 2024 , 14:58

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის თქმით, მისი განკარგულებით, საპატრიარქოს საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის 35 მილიონის გამოყოფა არჩევნებთან კავშირში არ არის. "ეს დაფინანსება უკვე შარშან ჩაიდო წლევანდელ ბიუჯეტში, ასე

სააკაშვილის მანიპულაციურ განცხადებებზე კომენტარის გაკეთებას არ ვაპირებ - რატი ბრეგაძე

19 მარტი, 2024 , 14:38

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გუშინ სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვის დროს ქვეყანაში დანაშაულის ზრდის შესახებ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. „ალბათ ყვ

ტყუის ოცნება, როცა ამბობს, რომ ე.წ. ვეტინგის პროცედურა მოსამართლეთა დანიშვნას გულისხმობს უცხოელების მიერ - ნიკა გვარამია

19 მარტი, 2024 , 14:18

ტყუის ოცნება, როცა ამბობს, რომ ე.წ. ვეტინგის პროცედურა მოსამართლეთა დანიშვნას გულისხმობს უცხოელების მიერ -  კლანი უნდა წავიდეს და მართლმსაჯულება გათავისუფლდეს კორუმპირებული და მთავრობის დაკვეთების შემსრულებელი მოსამ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი