უკან

პოლიტიკა

30 მაისი, 2018 12:55
font-size

პარლამენტი სირიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით მიმართვას მოამზადებს

პარლამენტი სირიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განცხადებას და მიმართვას მოამზადებს.

როგორც თალაკვაძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა, აუცილებელია, პარლამენტის მხრიდან მომხდარზე შესაბამისი შეფასებები გაკეთდეს და ასეც იქნება.

“მინდა გამოვეხმაურო ასადის რეჟიმის მიერ მიღებულ უკანონო გადაწყვეტილებას, რომელიც ეხება აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების საკითხს. ამასთან დაკავშირებით ჩვენ შევიმუშავებთ ოფიციალურ განცხადებას და მიმართვას, რომელსაც უახლოეს პერიოდში გავავრცელებთ და მსურს, გავაკეთო შეფასება. ეს იყო რუსეთის მხრიდან მანიპულირებული გადაწყვეტილება და ასადის რეჟიმმა ამით მხარი დაუჭირა აგრესიას, ოკუპაციას და დაარღვია საერთაშორისო სამართლის ნორმები. ვფიქრობ, ამასთან დაკავშირებით სათანადო შეფასებები უნდა გაკეთდეს პარლამენტის მხრიდან, რაზეც მუშაობა უკვე დაწყებული გვაქვს“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ბიუროს სხდომაზევე გამოეხმაურა თალაკვაძის განცხადებას „ევროპული საქართველოს“ წევრი გიორგი კანდელაკი და განაცხადა, რომ შეფასებას იზიარებს.

“რა თქმა უნდა, ვიზიარებთ ამ შეფასებას,“ - განაცხადა კანდელაკმა.

საკვანძო სიტყვები:

საარჩევნო კოდექსის ცვლილებაზე კანონპროექტის პარლამენტში ინიცირება უახლოეს მომავალში მოხდება - ირაკლი კობახიძე

2 აპრილი, 2020 , 19:24

საარჩევნო კოდექსის ცვლილებაზე კანონპროექტის პარლამენტში ინიცირება უახლოეს მომავალში მოხდება. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საბოლოო კონსულტაციები დისტანციურ რეჟიმში გაიმართა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევ

არ გვაქვს უფლება, გამოვიდეთ და ზოგიერთი უპასუხისმგებლო პოლიტიკოსივით რაღაც დაპირებები გავცეთ - გიორგი გახარია

2 აპრილი, 2020 , 12:15

არ გვაქვს უფლება, გამოვიდეთ და ზოგიერთი უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებივით რაღაც დაპირებები გავცეთ. ჩვენი პასუხისმგებლობა ცოტა სხვა არის, ჩვენი პასუხისმგებლობა ნიშნავს იმას, რომ თითოეული ნათქვამი სიტყვა უნდა შესრულდეს და ასე

ჩვენ დღეს თავისუფალ ქვეყანაში ვცხოვრობთ და ევროპულ სახელმწიფოს ვაშენებთ. ამაში ზვიად გამსახურდიას დიდი წვლილი მიუძღვის - გიორგი გახარია

31 მარტი, 2020 , 20:42

ჩვენ დღეს თავისუფალ და დამოუკიდებელ ქვეყანაში ვცხოვრობთ და ევროპულ სახელმწიფოს ვაშენებთ, რაშიც ზვიად გამსახურდიას დიდი წვლილი მიუძღვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელში წერს. „დღეს

სახლში დარჩენის გარდა, რას სთავაზობს ხელისუფლება ხალხს?! - ნინო ბურჯანაძე

31 მარტი, 2020 , 12:50

„რაც არ უნდა მძიმე იყოს ჩვენი მდგომარეობა, ჩვენ აუცილებლად გვჭირდება სტრატეგიული ანტიკრიზისული გეგმა. იმ ადამიანს, რომელსაც ეუბნები, რომ კარანტინის დროს სახლში უნდა დარჩეს, მან აუცილებლად უნდა იცოდეს ორი დღის შემდე

არც კარანტინია გამორიცხული და არაფერი - გია ვოლსკი

30 მარტი, 2020 , 16:50

თუ საგანგებო მდგომარეობა გამკაცრდება, ან საკარანტინო რეჟიმი გამოცხადდება, ეს იქნება დამყარებული არა რომელიმე პოლიტიკოსის გადაწყვეტილებაზე, ან პოპულისტურ ქმედებებზე, რაც ბოლო პერიოდში ჩვენს ოპონენტებს დასჩემდათ, არამედ ჩა

„ერთიანი საქართველო“ ხელისუფლებას ანტიკრიზისულ გეგმას სთავაზობს

28 მარტი, 2020 , 15:00

„ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე ხელისუფლებას ანტიკრიზისულ გეგმას სთავაზობს. „ჩვენ, „ერთიან საქართველოს“, გვინდა წარმოგიდგინოთ, შედარებით მოკრძალებული და რეალისტური გეგმა სწორედ ჩ