უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

16 აპრილი, 2018 16:30
font-size

პარლამენტი სტუდენტების საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლებაზე „ახალგაზრდა ადვოკატების“ საკანონმდებლო წინადადების განხილვას იწყებს

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ საკანონმდებლო წინადადება, რომლის თანახმადაც, სტუდენტები საშემოსავლო გადასახადისაგან უნდა გათავისუფლდნენ, საქართელოს პარლამენტმა განსახილველად მიიღო.

საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2018 წლის 3 აპრილის გადაწყვეტილებით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 150-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების საფუძელზე, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს, როგორც წამყვან კომიტეტსა და განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტს დაევალა „ახალგაზრდა ადვოკატების“ საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის განხილვა.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ მიერ მომზადებული საკანონმდებლო წინადადების თანახმად ცვლილება უნდა განხორციელდეს საქართველოს საგადასახადო კოდექსში, კერძოდ, საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლს, რომელშიც დაზუსტებულია საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან გათავისუფლებულ ფიზიკურ პირთა სახეები, მეორე ნაწილს უნდა დაემატოს დ) - ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით: „დ) აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი, არაუმეტეს 25 წლისა, რომლის შემოსავალი კალენდარული წლის განმავლობაში არ აღემატება 6000 ლარს“.

„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ საქართველოს პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებით 2018 წლის 28 მარტს მიმართა. კანონპროექტის მომზადების პროცესში ორგანიზაციამ შეისწავლა დიდი ბრიტანეთის, გერმანიისა და ევროპის სხვა სახელმწიფოთა პრაქტიკა და კანონმდებლობა დასახელებული მიმართულებით, რის საფუძველზეც, მოხდა ინიცირებული წინადადების დასაბუთება.

ორგანიზაციისთვის აღნიშნული მეხუთე საკანონმდებლო წინადადებაა, რომელსაც საქართველოს პარლამენტი განიხილავს. საკანონმდებლო წინადადება, პარლამენტის მხრიდან გაზიარების შემთხვევაში, 2018 წლის 01 ოქტომბრიდან უნდა ამოქმედდეს.

28 სექტემბერს, „ეთნოფესტი 2018“ გაიხსნება

25 სექტემბერი, 2018 , 17:30

ტრადიციული რეწვისა და დიზაინის თბილისის მეორე საერთაშორისო სამიტი „ეთნოფესტი 2018“ 28 სექტემბერს გაიხსნება, რომელსაც ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი თბილისის მერიის, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და საქ

აფხაზეთის მთავრობასა და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

25 სექტემბერი, 2018 , 17:30

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასა და სსიპ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას შორის სამეცნიერო-საგანმანათლებლო და საინფორმაციო თანამშრომლობის შესახებ ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუ

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 2017 წლის საუკეთსო ათეულთან თანამშრომლობა გრძელდება

25 სექტემბერი, 2018 , 17:30

კოალიცია „განათლება ყველასათვის-საქართველო“ მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 2017 წლის საუკეთსო ათეულთან თანამშრომლობა აგრძელებს. საუკეთესო პედაგოგიური პრაქტიკის გაუმჯობესების მიზნით გამოცხადებულ კონკურსში გამარჯ

პრაღაში გურამ ოდიშარიას წიგნის - „დევნილთა უღელტეხილი“ პრეზენტაცია გაიმართა

25 სექტემბერი, 2018 , 17:30

პრაღაში, გურამ ოდიშარიას წიგნის - „დევნილთა უღელტეხილი“ ჩეხურენოვანი თარგმანის პრეზენტაცია გაიმართა. წიგნი მკითხველს იმ ადამიანების განცდებზე მოუთხრობს, რომლებმაც სიკვდილისგან თავის დასაღწევად, 1993 წელს ჭუბე

N74 ბაგა-ბაღში სკოლამდელი განათლების დამხმარე სასწავლო პროგრამა „ნეიროპლასტიურობა და განათლება“ დაინერგება

25 სექტემბერი, 2018 , 17:30

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო ახალი სააღმზრდელო წლის დაწყებასთან ერთად, იწყებს ახალ პროექტს, რომლის მიზანია სკოლამდელი განათლების პროგრამებში ნეიროპლასტიურობის მეთოდიკის ინტეგრირება. ნეიროპლასტიურობა და

საქართველოს რკინიგზა თბილისში, ფეიქრების ქუჩაზე მომხდარ შემთხვევაზე განცხადებას ავრცელებს

25 სექტემბერი, 2018 , 16:30

საქართველოს რკინიგზა თბილისში, ფეიქრების ქუჩაზე მომხდარ შემთხვევაზე განცხადებას ავრცელებს და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს. „დღეს, დილით 08:30-ზე ავჭალა-დიდუბის გადასარბენზე, ახალგაზრდა ქალი ლიანდაგზე გადად

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`