უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

26 ნოემბერი, 2020 11:40
font-size

პარლამენტის ბოიკოტირება და საბიუჯეტო დაფინანსების აღება ერთმანეთთან შეუთავსებელია, ირიბი ლეგიტიმაციაა არჩევნების შედეგების - ზურაბ ჯაფარიძე

პარლამენტის ბოიკოტირება და საბიუჯეტო დაფინანსების აღება ერთმანეთთან შეუთავსებელია, ირიბი ლეგიტიმაციაა არჩევნების შედეგების, - ამის შესახებ "გირჩის" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს. ამით ჯაფარიძე პარტიების ცესკოსთვის მიმართვას ეხმიანება საბიუჯეტო დაფინანსების მიღების თაობაზე.

მისი შეფასებით, ბოიკოტი ნიშნავს ყველაფერზე უარის თქმას.

"გამოვა კოლექტიური კობახიძე, იტყვის ოპოზიციამ ამ ნაბიჯით არჩევნების ლეგიტიმურობა სცნოო და მართალი იქნება. ბოიკოტი ნიშნავს ყველაფერზე უარის თქმას და ოცნების ეულად დატოვებას, მათ შორის არა მხოლოდ საბიუჯეტო დაფინანსებაზე უარს, არამედ ყველა არჩევითი ორგანოდან საკუთარი წევრების გამოყვანას.

პარლამენტში არ შევდივარ, მაგრამ ჩხოროწყუს საკრებულოში ვმუშაობ, მინიმუმ სასაცილოა.

მესმის, რომ პარტიები ამ დაფინანსებაზე სხედან წლებია და არასოდეს უცდიათ დაფინანსების მობილიზება საკუთარი მხარდამჭერებისგან, მაგრამ ოდესმე უნდა დაიწყონ სწორად პილიტიკის კეთება.

ახლა ჰქონდათ შანსი და ოცნების სასარგებლოდ გაისროლეს",- წერს ჯაფარიძე სოციალურ ქსელ "ფეუსბუქში".

ცესკოს საბიუჯეტო დაფინანსების მიღებაზე წერილობითი თანხმობით ცხრა პარტიამ მიმართა. ხუთ პარტიას კი, რომელსაც 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე ბიუჯეტიდან დაფინანსება ეკუთვნის, ცესკოში განაცხადი არ შეუტანია.

ცნობისთვის, არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე, დაფინანსების მიმღები 14 პარტია გახდა, რომელთაგან საბიუჯეტო თანხების მისაღებად ცესკოს ჯერ მხოლოდ ცხრამ მიმართა.

ინფორმაციისთვის, საპარლამენტო არჩევნების შედეგების გათვალისწინებით, ბიუჯეტიდან დაფინანსების მიმღები 14 პარტია გახდა - 31 ოქტომბრის არჩევნებზე 1%-იანი ბარიერი ცხრა საარჩევნო სუბიექტმა გადალახა.

კანონმდებლობის გათვალისწინებით, აღნიშნულ პარტიებს 25 ნოემბრამდე ჰქონდათ დრო, რათა დაფინანსების მისაღებად ცესკოსთვის წერილობითი თანხმობა წარედგინათ.

არსებული ინფორმაციით, ცენტრალურ საარჩევნო ადმინისტრაციას წერილობით 14-დან ცხრა პარტიამ მიმართა. ეს პარტიები არიან: “ქართული ოცნება“, “ევროპული საქართველო“, “ნაციონალური მოძრაობა“ და მასთან ერთად საარჩევნო ბლოკში შემავალი: - “მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“, “პროგრესი და თავისუფლება“, “რესპუბლიკური პარტია“ და “ევროპელი დემოკრატები“; ასევე, “გიორგი ვაშაძე-სტრატეგია აღმაშენებელი“ და “კანონი და სამართალი“.

შესაბამისად, ცესკოსთვის დაფინანსების მისაღებად არ მიუმართავს: “პატრიოტთა ალიანსს“, “ლეიბორისტულ პარტიას“, “მოქალაქეებს“, “გირჩსა“ და “ლელოს“.

ალბათ ახლა ჯობია, მე სხვა საქმეებით ვიყო დაკავებული, ვიდრე პოლიტიკით - დავით საგანელიძე

16 იანვარი, 2021 , 15:40

დღეს საქართველო ახალი რეალობის წინაშეა და ნამდვილად იმსახურებს იმას, რომ პოლიტიკაშიც იყოს მნიშვნელოვანი ცვლილებები, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს ყოფილმა წევრმა დავით საგანელიძემ ჟ

ვანო მერაბიშვილზე მოყოლა რომ დავიწყო, ქვეყანაში შეიძლება ჭერი ჩამოინგრეს - ნიკა მელია

16 იანვარი, 2021 , 12:54

პრობლემები იყო ბევრი, არ მინდა ამაზე საუბარი. როგორც ბიძინა ივანიშვილზე არ მინდა საუბარი, ისე ვანო მერაბიშვილზე არ მინდა საუბარი, კარგს ვერაფერს ვიტყვი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარ

კობახიძის გაჩენილ ხანძრებს ივანიშვილი აქრობდა, ახლა არავინაა, ვისაც შეუძლია, დაიჭიროს ეს სიტუაცია – ეკა ბესელია

15 იანვარი, 2021 , 15:45

კობახიძის გაჩენილ ხანძრებს ივანიშვილი აქრობდა, ახლა არავინაა, ვისაც შეუძლია, დაიჭიროს ეს სიტუაცია – ამის შესახებ პარტია “სამართლიანობისთვის” ლიდერმა ეკა ბესელიამ განაცხადა. "ბიძინა ივანიშვილი აჩერებდა მ

დამაზიანებელია იმის თქმა, რომ რურუა ოპოზიციის შეცდომის გამოა ციხეში –სალომე სამადაშვილი

15 იანვარი, 2021 , 14:10

განცხადება, რომ გიორგი რურუა ციხეში ოპოზიციის მიერ დაშვებული შეცდომის გამო რჩება, უსამართლოს გარდა, დამაზიანებელია – ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში, "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, სალომე სამადაშვილი ალეკო ელისაშვილ

ნატო ჩხეიძე: ცდილობს თხუნელასავით მიწაში ჩაძვრეს და ისე მართოს ეს ქვეყანა ორი-სამი ადამიანის კავშირებით

13 იანვარი, 2021 , 18:38

ქვეყნის მართვიდან არ მიდის ივანიშვილი, - მარტო თვალს ეფარება და ჰგონია, რომ ასე მარტივად აიცილებს ხალხის რისხვას - ჩვენი მოსახლეობის თუ საერთაშორისო საზოგადოების, - ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის წევრმა, მოძრაობა &

ივანიშვილი არის ქართველი ერისთვის ბოროტი ძიძა - გიგი უგულავა

13 იანვარი, 2021 , 16:25

,,ევროპული საქართვლოს" ლიდერი გიგი უგულავა ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი კობახიძის სახით ხელისუფლებაში ბერკეტებს იტოვებს და ამავდროულად სურს ხელოვნური ოპოზიციის შექმნაც. "ის, რომ კობახიძე დატოვა პარტიის თავმჯდომარედ, ნიშ