უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

21 ნოემბერი, 2016 16:15
font-size

პარლამენტის დელეგაცია ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის 62-ე ყოველწლიური სესიაში მონაწილეობს

დღეს სტამბოლში, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პლენარული სხდომა გაიმართა. ასამბლეის დელეგატებს ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი მაიკლ ტერნერი და თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი მიესალმნენ. გამომსვლელებმა მსოფლიო უსაფრთხოების საკითხებზე, ლტოლვილთა პრობლემებზე, ანტიტერორისტულ ღონისძიებებზე და იმ გამოწვევებზე ისაუბრეს, რომელიც უსაფრთხო მსოფლიოს სტანდარტებს უქმნის საფრთხეებს. თურქეთის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა უცხოელ დელეგატებს სტამბოლში სტუმრობისთვის და საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობის მიღებისთვის, - აცნობეს მედიანიუსს საქართველოს პარლამენტიდან.

პლენარული სხდომა ნატო-ს გენერალური მდივნის გამოსვლით გაგრძელდა. იენს სტოლტემბერგმა მსოფლიო უსაფრთხოების და პოლიტიკურ საკითხებში ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის როლზე ისაუბრა და აღნიშნული ფორუმის როლი მნიშვნელოვნად შეაფასა. გამოსვლის შემდეგ გენერალურმა მდივანმა დელეგატების შეკითხვებს უპასუხა და დამატებითი განმარტებები გააკეთა.

ნატო-ს გენერალურ მდივანს შეკითხვით საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა, ირაკლი სესიაშვილმა მიმართა:„ბატონო გენერალურო მდივანო,

უახლოესმა საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოში კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ მოწიფულობას. სიამაყით აღვნიშნავ, რომ საქართველოში წარმართული საარჩევნო პროცესი ყველა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის მიერ დადებითად შეფასდა.

ჩვენ ვაგრძელებთ ერთგულებას დემოკრატიის ფუნდამენტური ღირებულებებისადმი და ვართ სანდო ასპირანტი ქვეყანა. დარწმუნებულნი ვართ, რომ საქართველოს ინტეგრაცია ევროპულ და ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში მიმდინარეობს სწორი მიმართულებით და ჩვენი სურვილია, ამ მიზანს მივაღწიოთ.

ბატონო გენერალურო მდივანო, როგორც თქვენთვის ცნობილია, საქართველო აქტიურად არის ჩართული შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხების სტრატეგიულ განხილვებში. თქვენი აზრით, როგორ შეუძლია ამ პროცესს, წვლილი შეიტანოს საქართველოს მდგრადობაზე, თავდაცვისუნარიანობასა და უსაფრთხოებაზე?
და ბოლოს, მინდა აღვნიშნო, რომ მომავალ წელს, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია საქართველოში გაიმართება. ჩვენთვის პატივია, გიმასპინძლოთ თქვენ ყველას და პირადად ბატონ გენერალურ მდივანს თბილისში.“

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა საქართველოს პროგრესი და მნიშვნელოვანი თანამშრომლობა, რასაც კიდევ ერთხელ ადასტურებს სექტემბერში ნატო-ს ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს ვიზიტი თბილისში. „საქართველო არის ნატო-ს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორი. შარშან მე პირადად გავხსენი ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრი. ალიანსი აქტიურად მონაწილეობს ქვეყნის მდგრადობისა და თავდაცვისუნარიანობის გაზრდაში, გვაქვს მრავალი ერთობლივი პროექტი და იმართება ერთობლივი წვრთნები,” - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პლენარული სხდომა პრეზიდენტის და კომიტეტის ხელმძღვანელობის არჩევით დასრულდება.

პარლამენტმა „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო

20 სექტემბერი, 2019 , 13:10

„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი პარლამენტმა დაამტკიცა. კანონი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს გამოძიების ჩატარებისა და ოპერატიულ-

პარლამენტში ქეთევან ციხელაშვილს მოუსმენენ

20 სექტემბერი, 2019 , 10:20

საქართველოს პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში დღეს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს, ქეთევან ციხელაშვილს მოუსმენენ. სახელმწიფო მინისტრი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავში

„ევროპულმა საქართველო“ შეწყალებების საქმეზე გამოძიებას ითხოვს და პროკურატურას მიმართავს

19 სექტემბერი, 2019 , 16:25

„ევროპულმა საქართველომ“ შეწყალებების საქმეზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა. გენერალური პროკურატურისთვის გაგზავნილ წერილში, პარლამენტის დეპუტატი 28 აგვისტოს პრეზიდენტის მიერ გამოცემულ შეწყ

ნათია მეზვრიშვილი პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსად დაინიშნა

19 სექტემბერი, 2019 , 12:25

შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ნათია მეზვრიშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსად დაინიშნა. ნათია მეზვრიშვილმა აღნიშნულ თანამდებობაზე გიორგი ჭოლაძე შეცვალა. ნათია მეზვრიშვილი შს მინისტრის მოადგილ

2020 წლის ბიუჯეტი პირველ რიგში ორიენტირებული უნდა იყოს მოქალაქეზე - გიორგი გახარია

19 სექტემბერი, 2019 , 10:55

2020 წლის ბიუჯეტი პირველ რიგში ორიენტირებული უნდა იყოს მოქალაქეზე და ყველამ უნდა გავითვალისწინოს სახელმწიფოს სოციალური პასუხისმგებლობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განა

ლევან კობერიძე ინიციატივით გამოდის, 2020 წლის არჩევნებში მონაწილეობა სავალდებულო იყოს

18 სექტემბერი, 2019 , 16:05

პარლამენტის წევრი ლევან კობერიძე კონსტიტუციური კანონპროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვაში მონაწილეობს და სოციალურ ქსელში პროპორციული საარჩევნო სისტემის თემას ეხმიანება. დეპუტატი ინიციატივით გამოდის, რომ 2020 წლის არჩევნ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს