უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

13 თებერვალი, 2017 18:00
font-size

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს შეხვდა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, თამარ ხულორდავა, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) ხელმძღვანელს, კიასტუტის იანკაუსკასსა და საინფორმაციო ანალიტიკური ანგარიშგების დეპარტამენტის უფროსს, კაუპო კანდს შეხვდა.

შეხვედრაზე, თამარ ხულორდავა, მისიის ვადის 2 წლით გაგრძელებასთან დაკავშირებით, ევროსაბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას მიესალმა. კომიტეტის თავმჯდომარემ იმედი გამოთქვა, რომ მისია, საკუთარი მანდატით გათვალისწინებულ უფლებამოსილებას, არამარტო საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე არამედ, ადმინისტრაციული საზღვრის მიღმაც უახლოეს მომავალში განახორციელებს.

მხარეებმა, აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე არსებული გამშვები პუნქტების დახურვისა და ცხინვალის რეგიონში დაგეგმილი პლებისციტის თაობაზე ისაუბრეს. მათ ყურადღება გაამახვილეს ხალხთა შორის ნდობის აღდგენის და დაახლოების აუცილებლობაზე.

მისიის წარმომადგენლებმა საქართველოს ევროკავშირთან ვიზის ლიბერალიზაციის პროცესში მიღწეული წარმატება მიულოცეს და იმ ახალ შესაძლებლობებზე გაამახვილეს ყურადღება, რასაც ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაცია ითვალისწინებს. შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ ამ სიკეთეებით სარგებლობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებმა მოქალაქეებმაც უნდა შეძლონ.

თამარ ხულორდავამ, პარლამენტისა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის დაგეგმილ საკანონმდებლო საქმიანობაზე და ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული რეფორმების განხორციელების პრიორიტეტულობაზეც ისაუბრა.

ჩვენი ხედვა, როგორ უნდა განიმუხტოს კრიზისი, წერილობითი პოზიციის სახით გადავეცით ელჩებს - დავით ბაქრაძე

4 დეკემბერი, 2020 , 17:45

ჩვენი ხედვა, როგორ უნდა განიმუხტოს კრიზისი და როგორ წავიდეს ქვეყანა წინ, წერილობითი პოზიციის სახით გადავეცით ელჩებს, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ დიპლომატებთან შეხვედრის

წითელი ხაზია რიგგარეშე თუ ვადამდელი არჩევნები, ეს არც განიხილება - მამუკა მდინარაძე

4 დეკემბერი, 2020 , 16:15

შეუძლებელია „ქართულმა ოცნებამ“ თავის ამომრჩეველს უღალატოს და მილიონამდე ადამიანის ნების საწინააღმდეგოდ გადადგას მოლაპარაკების დროს ისეთი ნაბიჯი, რომელიც ამომრჩევლის გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგება, – ამი

60 მილიონით ჩინოვნიკების კი არა, ექიმების ხელფასები უნდა იზრდებოდეს - მამუკა ხაზარაძე

4 დეკემბერი, 2020 , 13:04

"წინა წლის ბიუჯეტი კორუფციულადაა გაფლანგული და ახალ ბიუჯეტში მაღალჩინოსნების ხელფასები იზრდება”, - “ლელოს” თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე იმ პრობლემატურ საკითხებზე საუბრობს, რომლის წინაშეც ქვეყანა დგას. ჩა

ჩემი, იაგოს, ვახოს და სანდროს გზები გაიყო - აღარ ვაპირებ მათთან ერთად „გირჩის“ კეთებას - ზურაბ ჯაფარიძე

4 დეკემბერი, 2020 , 11:45

ერთი მხრივ ჩემი, ხოლო მეორე მხრივ იაგოს, ვახოს და სანდროს გზები გაიყო. აღარ ვაპირებ მათთან ერთად „გირჩის“ კეთებას - ამის შესახებ სოციალურ ქსელში „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე წერს. ჯაფარიძე თანაპ

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგები დაამტკიცა

3 დეკემბერი, 2020 , 17:50

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგები დაამტკიცა. ცესკო-ს მონაცემებით, ამომრჩეველთა ხმები ასე გადანაწილდა: „ევროპული საქართველო“ – 3,79 პროცენტი,

ოპოზიციის მოთხოვნები, რაღაც ნაწილში გაიზარდა, რაღაც ნაწილში დასუსტდა - ზურაბ ჯაფარიძე

3 დეკემბერი, 2020 , 17:35

ოპოზიციის მოთხოვნები, რაღაც ნაწილში გაიზარდა, რაღაც ნაწილში დასუსტდა, თუმცა პოზიციები შეჯერებულია და მოდერატორებთან შევხვედრისთვის მზად არიან, - ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ „ლელოს" ოფი