უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

25 დეკემბერი, 2018 15:05
font-size

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „ევროპული საქართველოს“ მიერ მომზადებულ დადგენილების პროექტს მხარი არ დაუჭირა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვანების მკვლელობის საქმეზე „ევროპული საქართველოს“ მიერ მომზადებულ დადგენილების პროექტს მხარი არ დაუჭირა.

როგორც ჟურნალისტებს კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ განუცხადა, საკითხი პროცედურულად არასწორად იყო დასმული და ფორმით იმ დადგენილებას ეწინააღმდეგება, რომელიც ამ თემაზე პარლამენტმა დაამტკიცა.

დეპუტატის თქმით, პარლამენტის მიერ უკვე მიღებული დადგენილება ხორავას ქუჩის საქმეზე საკითხების დამატებით შესწავლასა და რეაგირებას ეხება.

„რეკომენდაციების შესრულება სავალდებულოა და პარლამენტი პროცესზე მონიტორინგს ვაგრძელებთ. რაც შეეხება დადგენილებას, პოლიტიკური ორგანო მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში არ უნდა ჩაერიოს და ხელისუფლების დანაწილების პრინციპი არ უნდა დაარღვიოს. საკითხი პროცედურულად არასწორად იყო მომზადებული და კონსტიტუციის პრინციპებს ეწინააღმდეგებოდა“, – განაცხადა ბესელიამ.

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელმა, სერგი კაპანაძემ დღეს განაცხადა, რომ „ევროპული საქართველოს“ მიერ მომზადებული დადგენილების პროექტი ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმეზე სამ ძირითად რეკომენდაციას მოიცავს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 60 ფაქტი გამოავლინა

1 აპრილი, 2020 , 17:20

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, საქართველოს მთავრობის მიერ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების დამრღვევი პირების გამოვლენის მიზნით, 24-საათიან რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ და კორონავირუსის

საგანგებო მდგომარეობის პირობების დარღვევისთვის 350-მდე ადამიანი და 14-მდე საწარმო დაჯარიმდა - ვახტანგ გომელაური

1 აპრილი, 2020 , 16:55

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, მოქალაქეების დიდი ნაწილი საგანგებო მდგომარეობის გამო შემოღებულ შეზღუდვებს ითვალისწინებს. როგორც ვახტანგ გომლაურმა განაცხადა, გუშინ მთელი ღამის განმავლ

გოგი წულაია პატრულმა დააკავა

1 აპრილი, 2020 , 16:00

პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თანათავმჯდომარე გოგი წულაია ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის პატრულმა დააკავა. მას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის 173-ე მუხლით, პოლიციელიელისთვის სამსახურებრივ

რა საქმიანობებია დაშვებული საგანგებო მდგომარეობის დროს - მთავრობის დადგენილება

31 მარტი, 2020 , 20:24

საქართველოს მთავრობა აქვეყნებს დადგენილებას, რომელშიც საგანგებო მდგომარეობის დროს დაშვებული საქმიანობები არის განსაზღვრული. კერძოდ, მთავრობის დადგენილების მიხედვით: 1. საგანგებო მდგომარეობის ვადით ჩერდება

16 წლამდე ასაკის მოზარდის მიერ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მშობელს დაეკისრება

31 მარტი, 2020 , 15:50

16 წლამდე ასაკის პირის მიერ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მის მშობელს ან ბავშვის სხვა კანონიერ წარმომადგენელს დაეკისრება. ამის შესახებ ცვლილებები „საქართველოში ახალი

ავტომობილით 3-ზე მეტი პირის მგზავრობის შემთხვევაში, მძღოლი 3 000 ლარით დაჯარიმდება

31 მარტი, 2020 , 15:44

მსუბუქ ავტომობილში 3-ზე მეტი პირის (მძღოლის ჩათვლით) განთავსებისთვის შესაბამისი პასუხისმგებლობა სატრანსპორტო საშუალების მძღოლს ეკისრება. ამის შესახებ ცვლილებები „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთი