უკან

პოლიტიკა

12 ოქტომბერი, 2017 21:52
font-size

პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა პრეზიდენტის ვეტოს მხარი არ დაუჭირა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა კონსტიტუციის პროექტთან დაკავშირბთ, პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები არ გაიზიარა.

პრეზიდენტის შენიშვნების განხილვა კომიტეტის სხდომაზე კამათის ფონზე წარიმართა.

საქართველოს პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები პარლამენტში ანა დოლიძემ წარადგინა.

უმრავლესობის წევრებმა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე და თავად პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი კონსტიტუციასთან მიმართებაში პოლიტიკურად მოტივირებული პოზიციის ქონაში დაადანაშაულეს და განაცხადეს, რომ მათ ვერც ერთი იურიდიული და სამართლებრივი არგუმენტი ვერ მოისმინეს.

„არაერთგზის მცდელობის მიუხედავად, მოტივირებული შენიშვნების ფარგლებში ვერც ერთი იურიდიული არგუმენტი ვერ მოვისმინეთ. წარმოდგენილი საკითხებიდან ორ საკითხს მხოლოდ პოლიტიკური, მერკანტილური დღის წესრიგი აქვს, რომელიც თანხვედრაშია ოპოზიციის ასეთივე დღის წესრიგთან და პოლიტიკურ მიზნებან“,– განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ.

შენიშვნების პაკეტს ხვალინდელ რიგგარეშე სხდომაზეც პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი წარადგენს.

რიგგარეშე სხდომა ქუთაისში 11:00 საათზეა ჩანიშნული.

მონიკა დავლიანიძე

საკვანძო სიტყვები:

„პოროშენკოს წერილების“ გამო ნიკა გვარამია უკრაინული საიტ „Миротворец“-ის ბაზაში შეიყვანეს

16 იანვარი, 2018 , 17:40

„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია უკრაინული საიტ „Миротворец“-ის ბაზაში შეიყვანეს. ამის მიზეზი გახდა „რუსთავი 2“-ის მიერ გაშვებული სიუჟეტი რუსეთის სპეცსამსახურებისთვის&

მერიის თანამდებობის პირების ხელფასი არც ერთი თეთრით არ გაიზრდება - ბექა დავითულიანი

16 იანვარი, 2018 , 17:40

იმისათვის, რომ მოსახლეობა არ დაიბნეს, აუცილებელია კიდევ ერთხელ განვმარტოთ, რომ მერიის თანამდებობის პირების ხელფასი არც ერთი თეთრით არ გაიზრდება, - განცხადება ამის შესახებ თბილისის საკრებულოში მიმდინარე სხდომაზე ფრაქცია &

მერიასა და საკრებულოში ხელფასების ზრდა არ იგეგმება - გიორგი ტყემალაძე

16 იანვარი, 2018 , 17:30

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ ოპონენტებს მოსახლეობის შეცდომაში შეყვანისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა და კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მერიასა და საკრებულოში ხელფასების ზრდა არ იგეგმება. როგორც გიორგი

მიხეილ ჯანელიძე საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ახალ ხელმძღვანელს შეხვდა

16 იანვარი, 2018 , 16:55

საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ახალ ხელმძღვანელს როზარია პულისის შეხვდა. მინისტრმა როზარია პულისის მიულოცა ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელად დანიშნვა და წარმატებე

თუ ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების მომხრეთა კლება გრძელვადიანი ტენდენცია იქნება, მაშინ ყურადღება იქნება გასამახვილებელი - იანოშ ჰერმანი

16 იანვარი, 2018 , 16:15

საქართველოში ევროკავშირის ელჩის იანოშ ჰერმანის შეფასებით, ევროკავშირში გაწევრიანების მსურველთა კლების ტენდენცია მაშინ იქნება ყურადსაღები, თუკი ის მომავალშიც გაგრძელდება. ასე გამოეხმაურა უცხოელი დიპლომატი ეროვნულ-დემოკრატ

ლევან იზორია ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა

16 იანვარი, 2018 , 15:45

თავდაცვის მინისტრმა საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ახალ ხელმძღვანელს უმასპინძლა. ლევან იზორიამ როზარია პულისის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებული საქმიანობა უსურვა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინ

ვიდეო გალერეა

ინტერვიუ ვანიჩკასთან - ნატო ჩხეიძე