კომენტარი
პარლამენტის მიერ დამტკიცებულ მოსამართლეებს შორის არის რამდენიმე ოდიოზური ფიგურა - კახა კალაძე
პარლამენტის მიერ დამტკიცებულ მოსამართლეებს შორის არის რამდენიმე ოდიოზური ფიგურა, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
"მოსამართლეებთან დაკავშირებით ჩემს მიდგომას და დამოკიდებულებას რაც შეეხება, მე არაერთხელ მისაუბრია ამ თემაზე. ჩვენთვის მთავარი არის, რომ საზოგადოებას სასამართლოს მიმართ ჰქონდეს განსხვავებული მიდგომები და დამოკიდებულება. ინდივიდუალურად რაც შეეხება მოსამართლეებს, გადაწყვეტილება ამასთან დაკავშირებით უკვე მიღებული იქნა, ბევრი არ იქნა დამტკიცებული, თუმცა მათგან, ვინც დამტკიცდა, არის რამდენიმე ოდიოზური ფიგურა, ეს ჩემი მოსაზრებაა. ჩვენთვის მთავარი არის გავაჯანსაღოთ სისტემა. მთავარი იყო ის რომ, იყო ერთი ადამიანი – მიხეილ სააკაშვილი და მისი დაჯგუფება. ეს ერთი ადამიანი იყო სასამართლო, პარლამენტი, პროკურატურა, შინაგან საქმეთა სამინისტრო“, – განაცხადა კალაძემ.