უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

18 ნოემბერი, 2016 15:10
font-size

პარლამენტის მხრიდან პრეზიდენტის არჩევა უკან გადადგმული ნაბიჯია - ირმა ინაშვილი

პატრიოტთა ალიანსის ერთ-ერთი ლიდერის, ირმა ინაშვილის, განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ ჯერჯერობით ვერ წარადგინა მყარი არგუმენტი იმისა, თუ რატომ უნდა აირჩიოს პრეზიდენტი პარლამენტმა.

როგორც ინაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, პრეზიდენტი საყოველთაო არჩევნების გზით უნდა იყოს არჩეული, რაც დემოკრატიის მაჩვენებელს ზრდის.

„განიხილება საკითხი, უნდა თუ არა აირჩიოს პრეზიდენტი პარლამენტმა. ძალიან მყარი არგუმენტები სჭირდება ამას და მე ვერ ვისმენ ჯერჯერობით „ქართული ოცნების“ მხრიდან ამ მყარ არგუმენტებს, თუ რატომ უნდა აირჩიოს პრეზიდენტი პარლამენტმა და რატომ არ უნდა ირჩევდეს პრეზიდენტს ხალხი საყოველთაო არჩევნების გზით. მე ვემხრობი იმას, რომ პრეზიდენტი ხალხმა აირჩიოს, იმიტომ, რომ საყოველთაო არჩევნები ეს არის დემოკრატიის გზაზე წინ გადადგმული ნაბიჯი. მე ვფიქრობ და მიმაჩნია, რომ პარლამენტის მხრიდან პრეზიდენტის არჩევა უკან გადადგმული ნაბიჯია. ამიტომ მჭირდება მყარი არგუმენტები, თუ რატომ ვდგამთ ან ნაბიჯს უკან დემოკრატიის გზაზე“,-აღნიშნა ინაშვილმა.

მონიკა დავლიანიძე

კახა კალაძეს უნდა ეყოს ვაჟკაცობა, გამოვიდეს და თქვას, რომ საქართველოს ომი არ დაუწყია - ოთარ კახიძე

16 ნოემბერი, 2018 , 17:40

პარლამენტის ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, ოთარ კახიძე ქართველი სამხედროების შესაძლო გასამართლებასთან დაკავშირებით პარტია „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადება

დედაქალაქის ბიუჯეტი კი არ გაიზარდა, არამედ 45 მილიონი ლარით შემცირდა - ირაკლი ნადირაძე

16 ნოემბერი, 2018 , 15:50

თბილისის საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი ირაკლი ნადირაძე საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატის, ირაკლი ზარქუას განცხადებას გამოეხმაურა, რომლის ინფორმაციითაც, დედაქალაქის ბიუჯეტი 10 მილიონით იზრდება. ნადირაძის თქმ

ცივილიზებული საზოგადოება მხარს უჭერს საქართველოს და მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას დაუყოვნებლივ შეწყვიტოს უკანონო ქმედებები - დავით ზალკალიანი

15 ნოემბერი, 2018 , 16:00

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის კონსოლიდირებული ანგარიში და ანგრიშთან დაკავშირებით ევროკავშირის განცხადება შეაფასა. მინისტრის თქმით, ევროკავშირის განცხადება, ისევ

დარწმუნებული ვარ, 28 ნოემბერს ქართველი ხალხი გააკეთებს ისეთ არჩევანს, რომელიც ჩვენს ეროვნულ ინტერესებშია - მამუკა ბახტაძე

15 ნოემბერი, 2018 , 16:00

“ქართული ოცნება”, მისი პოლიტიკური გუნდი, მხარს უჭერს დამოუკიდებელ კანდიდატს, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს და დარწმუნებული ვარ, 28 ნოემბერს ქართველი ხალხი გააკეთებს ღირსეულ არჩევანს, ისეთ არჩევანს, რომელიც ჩვენ

გერმანია-საფრანგეთი-საქართველოს სამმხრივი ფორმატი მიუთითებს საქართველოს მნიშვნელოვან ადგილზე ევროპის წამყვანი სახელმწიფოების დღის წესრიგში - დავით ზალკალიანი

15 ნოემბერი, 2018 , 16:00

დავით ზალკალიანი მიესალმება საქართველო-გერმანია-საფრანგეთს შორის საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეების დონეზე სამმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების გამართვას, რომელიც 14 ნოემბერს ქ. პარიზში შედგა და რა დროსაც მხარეებმა

მნიშვნელოვან ყურადღებას ვუთმობთ, რომ თავდაცვის სისტემაში სწორედ ჯანდაცვის კომპონენტი იყოს ყველაზე მაღალ ხარისხში წარმოდგენილი - მამუკა ბახტაძე

15 ნოემბერი, 2018 , 15:15

დღეს ძალიან მნიშვნელოვანი სამედიცინო ობიექტი შეემატა ჩვენს სისტემას, ქუთაისში გაიხსნა სამხედრო ჰოსპიტალი, რომელიც მოემსახურება ჩვენს სამხედროებს, აქ შეძლებენ მიიღონ სრული ამბულატორიული მომსახურება, – ამის შესახებ ს

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`