უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

10 თებერვალი, 2017 13:15
font-size

პარლამენტის ორმა კომიტეტმა ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ინიციატივას მხარი დაუჭირა

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტებმა ხმათა უმრავლესობით ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ინიციატივას მხარი დაუჭირეს.

პარლამენტში ინიცირებული პროექტი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ პირველი მოსმენით - პრინციპების დონეზე წარადგინა.

ბესელიამ ძირითადი ყურადღება იმ პროექტზე გაამახვილა, რომელიც ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შექმნას ითვალისწინებს.

დღესვე განხილვა გაიმართება იურიდიულ საკითხთა კომიტეტში, რის შემდეგაც საკითხი პირველი მოსმენით პლენარულ სხდომაზე გავა.

პროექტის მიხედვით, მთავარი სიახლე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაქვემდებარებაში მყოფი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შექმნაა.

სააგენტო ანგარიშვალდებული იქნება პრემიერ-მინისტრის წინაშე და პრემიერს ყოველწლიურად წარუდგენს სტატისტიკურ და მის მიერ გაწეული საქმიანობის განზოგადებულ ანგარიშს, თუმცა პროექტის მიხედვით, აღნიშნული ანგარიშის პრემიერ-მინისტრთან წარდგენამდე, სააგენტოს უფროსი დოკუმენტს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წარუდგენს.

პროექტით, სააგენტოს უფროსს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის წარდგინებით პრემიერ-მინისტრი დანიშნავს. სააგენტოს უფროსის კანდიდატი სპეციალური კომისიის მიერ შეირჩევა. სააგენტოს უფროსობის კანდიდატებს (არანაკლებ სამს) სუს-ის უფროსი შეარჩევს და კომისიას დასამტკიცებლად წარუდგენს.

საკანონმდებლო პაკეტის ავტორი და ინიციატორები არიან უმრავლესობის დეპუტატები: ეკა ბესელია, არჩილ თალაკვაძე, მამუკა მდინარაძე, ირაკლი სესიაშვილი, გიორგი ვოლსკი, სოფიო კილაძე, ვანო ზარდიაშვილი, დავით მათიკაშვილი, ზვიად კვაჭანტირაძე, გედევან ფოფხაძე, გიორგი ხატიძე, ივლიანე წულაია, ლევან გოგიჩაიშვილი და გურამ მაჭარაშვილი.

ნინო ექვთიმიშვილი

“ქვეყანაში ბიზნესს ვერ გააკეთებ, თუ „ქართული ოცნების“ ლიდერებთან არ გაქვს შეთანხმებული”

20 თებერვალი, 2020 , 11:41

2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებით, საკანონმდებლო ორგანოს უმრავლესობა და მთავრობა კოალიცია „ქართული ოცნების“ გუნდით დაკომპლექტდა. ახალი ხელისუფლების წინასაარჩევნო პლატფორმა და დაპირებები მართვის სი

ნათია თურნავა ბელარუსის პრემიერ-მინისტრს სერგეი რუმასს შეხვდა

19 თებერვალი, 2020 , 17:15

ბელარუსის რესპუბლიკაში ვიზიტით მყოფი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ბელარუსის პრემიერ-მინისტრს სერგეი რუმასს შეხვდა. ინფორმაციას ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცე

„ქართული ოცნება“ წარმოადგენს, თავისი არსით და ბუნებით, კომუნისტურ, ნომენკლატურულ რევანშს „ვარდების რევოლუციის“ ფასეულობების წინააღმდეგ - გიორგი კანდელაკი

19 თებერვალი, 2020 , 17:15

,,საბჭოთა კავშირის ჰიმნი ქართულ ,,ოცნებას" ზედ აკვდება",- ამის შესახებ ჟურნალისტებთან "ევროპული საქართველოს" წევრმა გიორგი კანდელაკმა განაცხადა. „საკუთარი თავის მოსულელება „ქართულ ოცნებას“ ხან კარგად გა

პარლამენტში საბჭოთა კავშირის ჰიმნის გაჟღერება ქართული სახელმწიფოს შეურაცხყოფა და კანონმდებლობის დარღვევაა - სალომე ზურაბიშვილი

19 თებერვალი, 2020 , 15:35

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ დეპუტატების ირმა ნადირაშვილისა და ელენე ხოშტარიას 18 თებერვლის პერფორმანსს. „საქართველოს პარლამენტში საბჭოთა კავშირის ჰიმნის გა

ვერ მიაღწევენ ამ პრინციპით მოქმედებას, რომელსაც ჰქვია გათიშე და იბატონე -რომან გოცირიძე

19 თებერვალი, 2020 , 15:35

„ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე რომან გოცირიძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ სხვადასხვა პარტიასთან ინდივიდუალური მოლაპარაკებით ვერ მიაღწევს ოპოზიციურ გაერთიანებაში ბზარი

ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნად ვახტანგ გომელაური დაინიშნა

19 თებერვალი, 2020 , 10:55

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნად დაინიშნა, - ამის შესახებ დღევანდელ მთავრობის სხდომაზე, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა კანონმ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`