უახლესი ამბები
- 16.01.2021 15:40კასპში დაკავებული პირი შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელია, იგი რუსეთში გადასვლას ითხოვდა - ვლადიმერ ბორცვაძე
- 16.01.2021 15:40ჩვენს გუნდს ჰქონდა უამრავი წარმატება, იყო ხარვეზებიც და შეცდომებიც, რომელთათვისაც თვალის გასწორებას ჩვენ არასოდეს შევშინებივართ - ირაკლი კობახიძე
- 16.01.2021 15:40ალბათ ახლა ჯობია, მე სხვა საქმეებით ვიყო დაკავებული, ვიდრე პოლიტიკით - დავით საგანელიძე
- 16.01.2021 15:15საქართველოში ცირკულარული ეკონომიკის დარგების მიხედვით დანერგვის შესაძლებლობები განიხილეს ონლაინ შეხვედრაზე
- 16.01.2021 15:15პოლიციამ კასპში ერთ-ერთ საწარმოში მძევლად აყვანილი მოქალაქეები უვნებლად გაათავისუფლა, თავდასხმის ფაქტზე დაკავებულია 1 პირი
არქივი
პოლიტიკა


პარლამენტის პირველი სხდომის პარალელურად ოპოზიციური ლიდერები ხელს მოაწერენ სამ სხვადასხვა დოკუმენტს - დავით ბაქრაძე
„ევროპული საქართველოს“ ლიდერის დავით ბაქრაძის განცხადებით, მეათე მოწვევეის პარლამენტის შეკრების დღეს, ოპოზიცია შეიკრიბება და ლიდერები სამ მნიშვნელოვან დოკუმენტს მოაწერენ ხელს. ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა.
„დღეს მთავარი საკითხი ოპოზიციაში იყო ის თუ რა გეგმები ექნება ოპოზიციას პარლამენტის პირველ შეკრებასთან დაკავშირებით. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ქვეყანაში შექმნილი უმძიმესი ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, ამ ეტაპზე თავს შევიკავებთ ტრადიციული ფართომასშტაბიანი შეკრებისგან რუსთაველზე, მაგრამ აუცილებლად გვექნება სიმბოლური პროტესტის გამოხატვა, რომელიც კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ საქართველომ გაყალბებული არჩევნების შედეგად, მიიღო ერთპარტიული პარლამენტი.
შესაბამისად, პარლამენტის პირველი სხდომის პარალელურად, შედგება ოპოზიციის შეკრება, სადაც ოპოზიციური ლიდერები ხელს მოაწერენ სამ სხვადასხვა დოკუმენტს.
პირველი დოკუმენტი ეს იქნება მთლიანად ოპოზიციური სპექტრის განცხადება კიდევ ერთხელ, რომ არჩევნები არის გაყალბებული და მოთხოვნა ოპოზიციის არის ახალი არჩევნების დანიშვნა, საარჩევნო ცვლილებები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება.
მეორე დოკუმენტი იქნება იმ კონკრეტული პოლიტიკური ლიდერების განცხადებები, ვინც ამ გაყალბებული არჩევნებით უნდა შესულიყო პარლამენტში და უარს აცხადებს და თითოეული ასეთი ადამიანი იქ საჯაროდ მოაწერს ხელს განცხადებას, რომ ის არ აპირებს პარლამენტში შესვლას და გაყალბების დაკანონებას.
მესამე დოკუმენტი იქნება უკვე პარტიული განაცხადი, სადაც ჩაიხსნება პარტიული რეგისტრაცია, პარტიული სიები და არც ერთი პარტია არ მოახდენს არშესული დეპუტატების ჩანაცვლებას. ანუ ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი სიმბოლური პოლიტიკური აქცია, რომლითაც კიდევ ერთხელ დავანახებთ ჩვენს მოსახლეობას, რომ ეს არჩევნები არის გაყალბებული, რომ საქართველომ, სამწუხაროდ, მიიღო ერთპარტიული პარლამენტი, რომელშიც წარმოდგენილი იქნება მხოლოდ 48%-იანი „ქართული ოცნება“. და კიდევ ერთხელ, რომ ოპოზიციური სპექტრი არის სრულიად ერთიანი და ჩვენი მთავარი მოთხოვნაა კრიზისის განმუხტვა გაზაფხულზე ახალი არჩევნების ჩატარების გზით,“- განაცხადა ბაქრაძემ.

ჩვენს გუნდს ჰქონდა უამრავი წარმატება, იყო ხარვეზებიც და შეცდომებიც, რომელთათვისაც თვალის გასწორებას ჩვენ არასოდეს შევშინებივართ - ირაკლი კობახიძე
16 იანვარი, 2021 , 15:40

ვასილ მაღლაფერიძე პარტია `ქართული ოცნების` თავმჯდომარის მოადგილედ დაინიშნა
16 იანვარი, 2021 , 15:00
ირაკლი კობახიძე პარტია `ქართული ოცნების` თავმჯდომარე გახდა
16 იანვარი, 2021 , 14:45
`ოცნების` ყრილობის პარალელურად საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, დააკავეს რამდენიმე აქტივისტი
16 იანვარი, 2021 , 13:20

უფროსი და წამყვანი სპეციალური მასწავლებლები 2021 წლიდან სტატუსის შესაბამის დანამატს აიღებენ
16 იანვარი, 2021 , 13:04

დღეს დიდი ქარაქუცობა იქნება - ნიკა მელია
16 იანვარი, 2021 , 12:49